აივ/შიდსი

დაავადების აღწერა

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არის ქრონიკული, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც გამოწვეული ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით (აივ). იმუნური სისტების დაზიანების გზით აივ ასუსტებს ორგანიზმის დაავადების გამოწვევ მიზეზებთან ბრძოლის უნარს.

აივ არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. იგი აგრეთვე შეიძლება გავრცელდეს დაინფიცირებულ სისხლთან კონტაქთით ან დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის და ძუძუთი კვების დროს. აივ-ს შეიძლება წლები დაჭირდეს იმუნური სისტემის იმ დონემდე დასუსტებამდე, რომ განვითარდეს შიდსი.

აივ/შიდსის განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს წამლები, რომლებიც მკვეთრად ამცირებენ დაავადების პროგრესირებას. ამ წამლებმა ბევრ განვითარებად ქვეყანაში შეამცირეს შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობა, თუმცა აივ დღემდე ძალიან ბევრ ადამიანს კლავს აფრიკაში, ჰაიტიში და აზიის ნაწილში.

გამომწვევი მიზეზი

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აივ-ის მსგავსი ვირუსი პირველად გაჩნდა მაიმუნების ან შიმპანზეების ზოგ პოპულაციაში აფრიკაში.ნადირობის ან საჭმლის მომზადების დროს დაინფიცირებული მაიმუნის სისხლთან კონტაქტის შედეგად ვირუსი შეიძლება გადასულიყო ადამიანში და გამხდარიყო აივ.

როგორ ხდება აივ შიდსი?

აივ ანადგურებს CD4 უჯრედებს, რომლებიც სისხლის თეთრი უჯრედებია და მონაწილეობენ ბევრ ინფექციასთან ბრძოლაში. რაც უფრო მეტი CD4 უჯრედი კვდება, მით უფრო სუსტდება იმუნური სისტემა. აივ ინფექციის შიდსში გადასვლას შეიძლება წლები დასჭირდებას.

ადამიანებს, რომლებშიც აივ გადავიდა შიდსში, აღენიშნებათ CD4-ის 200ზე დაბალი დონე ან შიდსთან დაკავშირებული გართულებები, როგორებიცაა:

  • პნევმოცისტური პნევმონია
  • ციტომეგალოვირუსი
  • ტუბერკულოზი
  • ტოქსოპლაზმობი
  • კრიპტოსპოროიდოზი



როგორ გადაეცემა აივ

აივით დაინფიცირებისთვის აუცილებელია დაინფიცირებული სისხლის, სპერმის ან საშოს გამონადენის ორგანიზმში მოხვედრა. აივ ან შიდსით დაავადებულ ადამიანთან ჩვეულებრივი კონტაქტის, მაგალითად ჩახუტების, კოცნის, ცეკვის ან ხელის ჩამორთვევის შედეგად შეუძლებელია დაინფიცირება. აივ არ ვრცელდება ჰაერით, წყლით და მწერის ნაკბენებით.

აივით დაინფიცირება შეიძლება ბევრი გზით მოხდეს. მათ შორისაა:

  • სქესობრივი გზით. შეიძლება დაინფიცირდეთ დაინფიცირებულ პარტნიორთან ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის შედეგად, როდესაც სისხლი, სპერმა ან საშოს გამონადენი მოხვდება სხეულში. ვირუსი შეიძლება ორგანიზმში მოხვდეს პირის წყლულებით ან საშოში და სწორ ნაწლავში სექსის დროს განვითარებული პატარა დაზიანებებით.
  • სისხლის გადასხმით. ზოგ შემთხვევაში ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სისხლის გადასხმით. ამერიკულ საავადმყოფოებში და სისხლის ბანკებში სისხლი მოწმდება აივ ანტისხეულებზე, ამიტომ რისკი მინიმალურია.
  • ნემსების გაზიარებით. აივ შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ნემსების და შპრიცების გაზიარებით. ინტრავენური ნარკომანების ატრიბუტების გამოყენება ზრდის აივ-ის და სხვა ინფექციური დაავადებების, მაგალითად ჰეპატიტის რისკს.
  • ფეხმძიმობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. დაინფიცირებულ დედებს შეუძლიათ დააინფიცირონ შვილები, თუმცა ორსულობის დროს ჩატარებული აივ-ის საწინააღმდეგო მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს ამ რისკს.

სიმპტომები

შიდსის და აივის სიმპტომები ცვალებადია და დამოკიდებულია ინფექციის ფაზაზე.

პირველადი ინფექცია

აივ-ით დაინფიცირებულთა უმრავლესობას ვირუსის შეჭრიდან 1-2 თვის შემდეგ უვითარდება გაციების მსგავსი მდგომარეობა. ეს მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება პირველადი ან მწვავე აივ ინფექცია,შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტემპერატურის მომატება
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • გამონაყარი
  • შეციება
  • ყელის ტკივილი
  • პირის ან გენიტალური წყლულები
  • შესიებული ლიმფური ჯირკვლები, განსაკუთრებით კისრის
  • სახსრების ტკივილი
  • ღამის ოფლიანობა
  • ფაღარათი



იმის მიუხედავად, რომ შეიძლება პირველადი აივ ინფექციის სიმპტომები იმდენად მსუბუქი იყოს, რომ შეუმჩნეველი დარჩეს, ამ დროს ვირუსის დონე სისხლში განსაკუთრებით მაღალია. შესაბამისად, აივ უფრო დიდი ალბათობით ვრცელდება პირველადი ინფექციის დროს, ვიდრე ინფექციის შემდგომ ეტაპებზე.

ლატენტური კლინიკური ინფექცია

ზოგ ადამიანში, ლატენტური კლინიკური აივ-ის დროს ვითარდება ლიმფური კვანძების ხანგრძლივი შესიება. სხვა მხრივ არ გვხვდება ნიშნები და სიმპტომები. აივ რჩება ორგანიზმში და აინფიცირებს სისხლის თეთრ უჯრედებს.

ლატენტური კლინიკური ინფექცია გრძელდება 8-10 წელი. ზოგი ადამიანი ამ ფაზაში რჩება უფრო მეტ ხანს, თუმცა ბევრს უფრო ადრე უვითარდება მწვავე დაავადება.

ადრეული სიმპტომური აივ ინფექცია

ვირუსის გამრავლების და იმუნური უჯრედების დაზიანების პარალელურად შეიძლება განვითარდეს სუსტი ინფექციები და ქრონიკული ნიშნები და სიმპტომები, როგორებიცაა:

  • ცხელება
  • ზოგადი სუსუსტე
  • შესიებული ლიმფური კვანძები – ხშირად აივ ინფექციის ერთერთი პირველი ნიშანი
  • ფაღარათი
  • წონაში კლება
  • ხველება
  • სუნთქვის უკმარისობა



შიდს-ში პროგრესირება

მკურნალობის გარეშე, აივ ინფექცია დაახლოებით 10 წელში გადადის შიდსში. შიდსის განვითარების დროისთვის იმუნური სისტემა ძლიერადაა დაზიანებული, რაც ზრდის ზრდის ოპორტუნისტული ინფექციების. ოპორტუნისტული ინფექციები არ აზიანებს ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ადამიანს.

ამ ინფექციების ნიშნები და სიმპტომებია:

  • ღამის ოფლიანობა
  • შეციება და 38C-ზე მაღალი ცხელება რამდენიმე კვირის განმავლობაში
  • ხველა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ქრონიკული ფაღარათი
  • ხანგრძლივი თეთრი წერტილები ან უჩვეულო დაზიანებები ენაზე ან პირში
  • თავის ტკივილი
  • ხანგრძლივი, აუხსნელი სისუსტე
  • მხედველობის დაბინდვა ან დამახინჯება
  • წონაში ყლება
  • კანზე გამონაყარი ან ამობურცულობები



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თვლით, რომ შეიძლება დაინფიცირებულიყავით აივით ან ხართ ვირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე.