ჰიპერტროფული კარდიომიოპათია

დაავადების აღწერა

ჰიპერტროფული კარდიომიოპათია არის დაავადება, რომლის დროსაც გულის კუნთი (მიოკარდიუმი) პათოლოგიურად სქელდება (ჰიპერტროფირდება). ჰიპერტროფირებულ გულის კუნთი ართულებს სისხლის გადატუმბვას.

ჰიპერტროფული კარდიომიოპათია ხშირად არ დიაგნოზირდება რადგან ამ დაავადების მქონე ბევრ ადამიანს არ აქვთ სიმპტომები და ცხოვრობენ ჩვეულებრივად, პრობლემების გარეშე. ზოგ ადამიანში, ჰიპერტროფული კარდიომიოპათიას შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, გულმკერდის ტკივილი და გულის ელექტრული სისტემის დარღვევები, რაც სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიურ გულის რითმებს (არითმია) იწვევს.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიას ჩვეულებრივ იწვევს პათოლოგიური გენები, რომლებიც განაპირობებენ გულის კუნთის პათოლოგიურად გასქელებას. ჰიპერტროფული კარდიომიოპათიან ადამიანებს ხშირად აქვთ გულის კუნთის უჯრედების პათოლოგიური განლაგება. რასაც არითმიების გამოწვევა შეუძლია.

ჰიპერტროფული კარდიომიოპათია სიმწვავე განსხვავებულია ყველა ადამიანში. ჰიპერტროფული კარდიომიოპათიან ადამიანთა უმეტესობას აქვთ ფორმა, რომლის დროსაც გულის ქვედა ორი საკანის (პარკუჭი) დამაკავშირებელი კედელი (ძგიდე) ზომაში იზრდება და ხელს უშლიას გულიდან სისხლის გამოსვლას. ამ მდგომარეობას ეწოდება ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათია.

ხანდახან ჰიპერტროფული კარდიომიოპათია არ მიმდინარეობს სისხლის მიმოქცევის დაბლოკვით, თუმცა შეიძლება მარცხენა პარკუჭი გახდეს ხისტი, რაც შეამცირებს პარკუჭში სისხლის ტევადობას და შეკუმშვის დროს გადასროლილი სისხლის რაოდენობას. ამ მდგომარეობას ეწოდება არაობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათია.

სიმპტომები

ჰიპერტროფული კარდიომიოპათიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • სუნთქვის უკმარისობა, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს
  • გულმკერდის ტკივილის, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს
  • გულის წასვლა, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს ან მისი დამთავრებისთანვე
  • სწრაფი, მფეთქავი გულისცემა (პალპიტაცია)
  • გულის შუილი, რომელიც ექიმმა აუსკულტაციის დროს შეიძლება მოისმინოს



როდის მივმართოთ ექიმს

ბევრ მდგომარეობას შეუძლია სუნთქვის უკმარისობის და გულისცემის აჩქარების გამოწვევა. მნიშვნელოვანია დროული, ზუსტი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ჰიპერტროფული კარდიომიოპათიასთან დაკავშირებული სიმპტომები.

დარეკეთ სასწრაფოში, თუ რამდენიმე წუთზე მეტი ხანგრძლივობით გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა
  • სუნთქვის გაძნელება
  • გულმკერდის ტკივილი