ანევრიზმა თავის ტვინში
დაავადების აღწერა
გამომწვევი მიზეზი
მიუხედავად იმისა, რომ ანევრიზმა თვის ტვინის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს, ისინი ძირითადად თავის ტვინის ქვედა ნაწილში ყალიბდებიან
სიმპტომები
გამსკდარი ანევრიზმა
გამსკდარი ანევრიზმის მთავარი სიმპტომი ძალიან ძლიერი თავის ტკივილია. პაციენტები ასეთ ტკივილს აღწერენ, როგორც ყველაზე გაუსაძლის ტკივილს, რაც კი ოდესმე გადაუტანიათ.
გამსკდარი ანევრიზმის სიმპტომები:
- უცაბედი, ძალიან ძლიერი თავის ტკივილი
- გულისრევის შეგრძნება და ღებინება
- გაშეშებული კისერი
- გაორებული ან გაბუნდოვანებული მხედველობის არე
- ზემგრძნობელობა სინათლეზე
- ეპილეფსიური ტიპის შეტევა
- ქუთუთოს ჩამოკიდება
- ცნობიერების დაკარგვა
- დაბნეულობა
„მჟონავი“ ანევრიზმა
ზოგიერთ შემთხვევაში, ანევრიზმიდა შესაძლოა გაჟონოს მცირე რაოდენობით სითხემ. გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ:
- თავის უცაბედი, ძალიან ძლიერი ტკივილი
- ასეთი ტიპის გაჟონვა თითქმის ყოველთვის წინ უძღვის ანევრიზმის უფრო სერიოზულ გახეთქვს.
გაუხეთქავი ანევრიზმა
ამობურცულ მდგომარეობაში მყოფი ანევრიზმა იშვიათად იწვევს სიმტომებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი მცირე ზომისაა. თუმცა, დიდი ზომის გაუხეთქავი ანევრიზმა შესაძლოა დააწვეს თავის ტვინის ქსოვილებსა და ნერვებს და გამოიწვიოს:
- ტკივილი თვალის ზედა და უკანა ნაწილებში
- თვალის გუგის დიამეტრის გადიდება
- მხედველობის გაორება ან მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები
- გაშეშება, სისუსტე ან პარალიზი სახის ცალ მხარეს
- ჩამოკიდებული ქუთუთო
მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნება:
- უცაბედი, ძალიან ძლიერი თავის ტკივილი
- თუ თქვენთან იმყოფება პიროვნება, რომელიც აღნიშნავს უეცარ, გაუსაძლის თვის ტკივილს და კარგავს ცნობიერებას ან აქვს ეპილეფსიური ტიპის შეტევა აუცილებლად აკრიფეთ 112 და მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.