გატეხილი გულის სინდრომი

დაავადების აღწერა

გატეხილი გულის სინდრომი გულის დროებითი მდგომარეობაა, რომელიც ხშირად გამოწვეულია სტრესით:მაგალითად, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით. გატეხლი გულის სინდრომის მქონე ადამიანებს შესაძლოა განუვითარდეთ მკერდის მოულოდნელი ტკივილი ან ეგონოთ, რომ აქვთ გულის შეტევა. გატეხილი გულის სინდრომის მქონე პაციენტებში დროებით დარღვეულია გულის ნორმალური ტუმბვის ფუნქცია, თუმცა გულის დანარჩენი ფუნქციური ნაწილი ნორმალურად მოქმედებს, ზოგჯერ გაძლიერებულადაც კი.

გატეხილი გულის სინდრომი შეიძლება იყოს რეაქცია ორგანიზმში სტრესული ჰორმონების ჭარბ გამომუშავებაზე. ამ მდგომარეობას ზოგჯერ ტაკოცუბოს კარდიომიოპათიას, აპიკალურ ბალონირების სინდრომს ან სტრესულ კარდიომიოპათიას უწოდებენ. გატეხილ გულის სინდრომის ისმპტომების მკურნალობა შესაძლებელა.

მდგომარეობა, როგორც წესი, უმჯობესდება დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ.

გამომწვევი მიზეზი

გატეხილი გულის სინდრომის ზუსტი მიზეზები უცნობია. მიჩნეულია, რომ ზოგიერთი სტრესული ჰორმონი, როგორიცაა ადრენალინი, დროებით იწვევს გულის დაზიანებას რიგ ადამიანებში. ჰორმონების მიერ გულის დაზიანების მოქმედების მექანიზმი უცნობია. დიდი და მცირე ზომის არტერიების დროებითი შევიწროება შესაძლოა სინდრომის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

გატეხილი გულის სინდრომის განვითარებას წინ უძღვის ძლიერი ფიზიკური და ემოციური მოვლენა. გატეხილი გულის სინდრომის ზოგიერთი შესაძლო გამომწვევი მიზეზი:

  • საყვარელი ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალება
  • გამაოგნებელი სამედიცინო დიაგნოზი
  • ოჯახში ძალადობა
  • დიდი რაოდენობით თანხის დაკარგვა
  • ბუნებრივი მოვლენები
  • მოულოდნელი წვეულება
  • საჯაროდ გამოსვლა
  • სამსახურის დაკარგვა
  • განქორწინება
  • ფიზიკური სტრესი, როგორიცაა ასთმური შეტევა, ავტოავარია, ან სერიოზული ქირურგიული ოპერაცია



შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა წამალმა, სტრესული ჰორმონების გამოთვისუფლების საშუალებით გამოიწვიოს გატეხილი გულის სინდრომი. წამლები, რომლებიც დაკავშირებულია გატეხილი გულის სინდრომთან:

  • ეპინეფრინი, რომელიც გამოიყენება ძლიერი ალერგიული რეაქციების ან ასთმური შეტევის მოსახსნელად
  • დულოქსეტინი(ციმბალტა), მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის მქონე პაციენტებში ნერვეის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია.
  • დეპრესიის სამკურნალო წამალ ვენლაფაქსინი
  • ლევოთიროქსინი, წამალი, რომელიც გამოიყენება პაციენტებში, რომელთა ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად არ ფუნქციონირებს



რითი განსხვავდება გატეხილი გულის სინდრომი გულის შეტევისგან?

გულის შეტევა ძირითდად გამოწვეულია გულის არტერიის სრული ან ნაწილობრივი დახშობით. დახშობას იწვევს არტერიის კედელში ჩალაგებული ცხიმოვანი ქსოვილისგან(ათეროსკლეროზი) ჩამოყალიბებული სისხლის კოლტი. ეს პროცესი იწვევს არტერიის შევიწროებას. გატეხილი გულის სინდრომის დროს, გულის არტერიები არ არის დახშული, თუმცა ამ სისხლძარღვებში სისხლის დინება მაინც შემცირებულია.

სიმპტომები

გატეხილი გულის სინდრომის სიმპტომები ჰგავს გულის შეტევის სიმპტომებს. ხშირი სიმპტომები:

  • მკერდის ტკივილი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • მკერდის ხანგრძლივი, პერსისტენტული ტკივილი შეიძლება იყოს გულის შეტევის ნიშანი, ამიტომ აუცილებელია მდგომარეობის ადეკვატური შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოთხოვნა



როდის მივმართოთ ექიმს
სტრესული მდგომარეობის შედეგად, თუ თქვენ აღნიშნავთ მკერდის ტკივილს, სწაფ, არარეგულარულ გულისცემას ან სუნთქვის უკმარისობას აკრიფეთ 112 და მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება დაუვყოვნებლივ