მაჯის ან მტევნის მოტეხილობა
დაავადების აღწერა
მაჯის ან მტევნის მოტეხილობის რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს როგორც ზოგიერთ სპორტში მონაწილეობა, მაგალითად სკეითბორდი ან სნოუბორდი, ასევე მდგომარეობა, როდესაც ძვლები თხელდება და ხდება მყიფე(ოსტეოპოროზი)
აუცილებელია მოტეხილი მაჯის ან მტევნის დროული მკურნალობა. სხვა შემთხვევაშ, ძვლები შესაძოლა არ შეხორცდნენ სწორი მიმართულებით, რაც იწვევს პრობლემებს ყოველდღიურ ცხოვრებაში: კალმის ხმარება, პერანგის ღილების შეკვრა. ადრეული მკურნალობა ასევე შეამცირებს გაშეშების დონესა და ტკივილს.
გამომწვევი მიზეზი
პირდაპირი მექანიკური დაზიანება ან შეჯახება შესაძლოა მიზეზი იყოს მტევნის ან მაჯის ნებისმიერი ძვლის მოტეხილობისა.
- ძირს დაცემა. გაშლილ ხელზე დაცემა მაჯის ან მტევნის მოტეხილობის ყველაზე ხშირი მიზეზია.
- სპორტული ტრავმები. მაჯის ან მტევნის მოტეხილობები ვითრდება კონტაქტურ სპორტებში მონაწილეობის შედეგადაც. ასეთი ტიპის მოტეიხლობები აგრეთვე იმ სპორტებში მონაწლეობისას ვითარდება, რომლებშიც გაშლილ ხელზე დაცემის რისკი დიდია. ასეთებია მაგალითად: სქეითინგი ან სნოუბორდინგი.
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები. მაღალი სიჩქარით სიარულის შედეგად მომხდარი ავტოავარიების შემდგომ მტევნის და მაჯის ძვლები შესაძლოა ნაწლებად დაიშალონ. ეს მდგომარეობა ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
სიმპტომები
მაჯის ან მტევნის მოტეხილობების შესაძლო სიმპტომები:
- ძლიერი ტკივილი, რომელიც უარესდება მტევნით რაიმე საგნის ძლიერად მოჭერის დროს.
- შეშუპება
- ტკივილი შეხებაზე
- ჩალურჯება
- თვალსაჩინო დეფორმაცია, როგორიცაა მოხრილი მაჯა ან გამრუდებული თითი
- თითების ან ცერა თითის გახევება და მოძრაობის შეზღუდვა
- მტევნის გაშეშება
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ თვლით, რომ მოიტეხეთ მაჯა ან მტევანი, მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ განსაკუთრებით მაშნ, როდესაც აღინიშნება გაშეშება, შეშუპება ან თითების მოძრაობის გართულება. დიაგნოსტირების და მკურნალობის დაგვიანება იწვევს არასათანადო შეხორცებას, მოძრაობის შეზღუდვას და ხელით რაიმეს დაჭერის ფუნქციის შესუსტებას.