ბრუცელოზი

დაავადების აღწერა

ბრუცელოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანებზე, ყველაზე ხშირად არაპასტერიზებული რძის, ყველის ან სხვა რძის პროდუქტების მეშვეობით. უფრო იშვიათად, ბაქტერია ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით ან ინფიცირებულ ცხოველებთან შეხებით.

ბრუცელოზის სიმპტომები ხშირად სიცხე, სახსრების ტკივილი და დაღლილობაა. ინფექცია იკურნება ანტიბიოტიკებით. მკურნალობას რამდენიმე კვირა ან თვე შეიძლება დასჭირდეს და განმეორებითი შემთხვევები ხშირია.

ბრუცელოზი იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა მთელ მსოფლიოში იგი ათასობით ადამიანს აინფიცირებს. მნიშვნელოვანია არაპასტერიზებული რძის პროდუქტებისაგან თავის არიდება და შინაურ ცხოველებთან ან ლაბორატორიაში მუშაობის დროს სანიტარული ნორმების დაცვა.

გამომწვევი მიზეზი

ბრუცელოზი ეხება მრავალ გარეულ და შინაურ ცხოველს. ძროხა, თხა, ცხვარი, ძაღლი, აქლემი, ტახი, ირმები– ამ ცხოველებში ხშირია ბრუცელოზის შემთხვევები. ბრუცელოზის ერთ–ერთი ფორმა ასევე აინფიცირებს სელაპებს, ზღვის კუსა და ვეშაპებს. ბაქტერია ადამიანზე ვრცელდება სამი გზიდან ერთ–ერთის საშუალებით:

  • უმი რძის პროდუქტები. ცხოველის რძეში არსებული ბრუცელას ბაქტერია შესაძლოა მიიღოს ადამიანმა არაპასტერიზებული რძით, ნაყინით, კარაქით ან ყველით. ბაქტერია შესაძლოა ცხოველის უმი ან ცუდად მოხარშული ხორცის მიღებითაც გავრცელდეს.
  • ჩასუნთქვა. ბრუცელას ბაქტერია მარტივად ვრცელდება ჰაერშიც. ფერმერები, ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალი და სასაკლაოების თანამშრომლები შესაძლოა ჰაერ–წვეთოვანი გზით დაინფიცირდნენ.
  • პირდაპირი კონტაქტი. ბაქტერია ცხოველის სისხლში, სპერმაში ან პლაცენტაში შეაღწევს ადამიანის კანზე არსებული ჭრილობის გავლით. რადგან ცხოველებთან ნორმალური კონტაქტი– შეხება, დავარცხნა ან თამაში არ იწვევს გადადებას, ადამიანები იშვიათად ინფიცირდებიან შინაური ცხოველებისგან. ამის მიუხედავად, იმუნოდეფიციტურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები უნდა მოერიდონ დაავადების რისკის მქონე ცხოველებს.
  • ბრუცელოზი ნორმაში არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს ინფიცირდება ჩვილი. ასევე იშვიათად, ბრუცელოზი შესაძლოა გავრცელდეს სქესობრივი კავშირით ან დაბინძურებული სისხლით ან ძვლის ტვინის გადანერგვით.

სიმპტომები

ბრუცელოზის სიმპტომები ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში ან თვეში შეიძლება გამოვლინდეს. ნიშნები და სიმპტომები გავს გრიპის სურათს. ესენია:

  • სიცხე
  • შეციება
  • ოფლიანობა
  • სისუსტე
  • დაღლილობა
  • სახსრების, კუნთებისა და წელის ტკივილი
  • თავის ტკივილი


 
ბრუცელოზის სიმპტომები შესაძლოა გაქრეს რამდენიმე კვირის ან თვის მანძილზე და შემდეგ დაბრუნდეს. ზოგ შემთხვევაში, ბრუცელოზი ქრონიკული ხდება, გრძელდება რამდენიმე წლის მანძილზე ან მკურნალობის შემდეგაც კი. გრძელვადიანი ნიშნები და სიმპტომებია: დაღლილობა, სიცხე და სპონდილიტი– ანთებითი ართრიტი, რომელიც ხერხემალსა და ახლომდებარე სახსრებშია გავრცელებული.

როდის მივმართოთ ექიმს
ბრუცელოზის დიაგნოსტირება რთულია, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე, როცა იგი წააგავს სხვა მდგომარეობებს (გრიპს). მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ სწრაფად მზარდი სიცხე, კუნთების ტკივილი ან უჩვეულო სისუსტე, თუ გაქვთ დამატებითი რისკ–ფაქტორები (კონტაქტი ცხოველებთან) ან პერსისტირებადი სიცხიანობა.