ბერგერის დაავადება

დაავადების აღწერა

ბერგერის დაავადება (ობლიტერაციული თრომბოანგიიტი) ფეხისა და ხელების არტერიებისა და ვენების იშვიათი პათოლოგიაა. ამ დაავადების დროს, კიდურების სისხლძარღვები ანთებითი, შეშუპებულია და შესაძლოა დაეცოს მათი ღრუ თრომბოზის გამო. ეს იწვევს კანის ქსოვილების კვდომას და ვითარდება ინფიცირება და განგრენა. ბერგერის დაავადება ხშირად პირველად ხელებში ან ტერფებში ვლინდება და შესაძლოა უფრო დიდ რეგიონებზეც გავრცელდეს.

ბერგერის დაავადება იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა ხშირია ახლო აღმოსავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთში. დაავადება ძირითადად 40 წლამდე მამაკაცებს ეხება, თუმცა შემთხვევები იმატებს ქალებშიც.

თითქმის ყველა, ვისაც აქვს ბერგერის დაავადება, მწეველია ან მოიხმარს თამბაქოს სხვა ფორმით (საღეჭი). თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა მკურნალობის ერთადერთი საშუალებაა. იმ ადამიანებს, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, ხშირად ჭირდებათ კიდურის ამპუტაციის ოპერაციის ჩატარება.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, რა იწვევს ბერგერის დაავადებას. შესაძლოა, ზოგ ადამიანს ჰქონდეს გენეტიკური წინასწარგანწყობა. დაავადება ხასიათდება არტერიებისა და ვენების შესიებით კიდურებში. უჯრედები, რომლებიც იწვევს ანთებასა და შეშუპებას (შემდეგში, თრომბების წარმოქმნას) გროვდებიან სისხლძარღვების ღრუებში და ბლოკავენ სისხლის ნორმალურ დინებას შესაბამის ადგილებში.

შემცირებული დინების გამო კანი ხელებსა და ფეხებში ვერ იღებს საკმარის ჟანგბადსა და ნივთიერებებს. ეს იწვევს ბერგერის დაავადების სიმპტომების გამოვლენას, როგორიცაა ტკივილი, სისუსტე თითებში, რომელიც ვრცელდება მთელ კიდურებზე.

სიმპტომები

ბერგერის დაავადების სიმპტომებია:

  • ტკივილი ქვედა ან ზედა კიდურებში, რომელიც ქრება და ჩნდება. ამ ტიპის ტკივილი ძირითადად კიდურების დატვირთვის დროს გვხვდება და ქრება მოსვენებისას (კლაუდიკაცია).
  • ვენის ანთება კანქვეშ (სისხლის შედედების გამო)
  • სიცივეში თითებისა და ფეხის თითების გაფერმკრთალება (რეინოს ფენომენი)
  • მტკივნეული წყლულები თითებზე და ფეხის თითებზე



როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს , თუ ფიქრობთ რომ გაქვთ ბერგერის დაავადების ნიშნები და სიმპტომები.