ცელულიტი (ფორთოხლის ქერქისებრი კანი, სტრია)
დაავადების აღწერა
ცელულიტი არ არის მძიმე კლინიკური დაავადება, მაგრამ ვიზუალურად ქმნის დისკომფორტს. ცელულიტის გამო შეიძლება გიჭირდეთ მოკლე ტანსაცმლის ან საცურაო კოსტუმის მოხმარება.
ცელულიტის მრავალი რეკლამირებული სამკურნალო მეთოდი (კრემები, მასაჟები) არსებობს, თუმცა საეჭვოა მათი ეფექტურობა.
მკვლევარები ცდილობენ, დაადგინონ სწორი სამედიცინო მკურნალობა. ჯერჯერობით, თქვენ შეგიძლიათ გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი ცელულიტის ვიზუალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
მსუბუქი ცელულიტი მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა კანს მოვუჭერთ– ჩაღრმავება ჩნდება მოყოლილ კანზე. უფრო მძიმე ცელულიტი კი მუდმივად ავლენს კანის დეფექტებს, ჩაღრმავებების სახით.
ცელულიტი ყველაზე ხშირია ბარძაყების მიმდებარედ და დუნდულებზე, მაგრამ შესაძლოა შეგვხვდეს მკერდზე, მუცლის ქვედა არეში და მკლავებზეც.
როდის მივმართოთ ექიმს
ცელულიტი არ არის კლინიკური პრობლემა, მკურნალობა არ არის აუცილებელი. ზოგიერთ ექიმს ცელულიტი ნორმალურ მდგომარეობად მიაჩნია. თუმცა, თუ გაწუხებთ ვიზუალური მხარე, მიმართეთ ექიმს, დერმატოლოგს ან პლასტიკურ ქირურგს.