ცერებრალური დამბლა
დაავადების აღწერა
დაავადების სიმპტომები ძირითადად ადრეულ ბავშვობაში და სკოლამდელ ასაკში ვლინდება. როგორც წესი, ცერებრალური დამბლა იწვევს მოძრაობების შეცვლას, მაგალითად: გადაჭარბებული რეფლექსები, კიდურებისა და ტანის მოშვება ან დაჭიმულობა, არანორმალური დგომის მანერა, უნებლიე მოძრაობები, გაუწონასწორებელი სიარული. სიმპტომები ზოგჯერ კომბინაციაშიც გვხვდება.
ცერებრალური დამბლით დაავადებულებს უჭირთ ყლაპვა და ხშირად აქვთ თვალის კუნთის დისბალანსი. კუნთების დაჭიმილობის გამო, ამ დაავადების მქონე პაციენტებს ბევრ სახსარში აღენიშნებათ შეზღუდული მოძრაობა.
ცერებრალური დამბლის ზეგავლენა ადამიანის ფუნქციურ შესაძლებლობებზე განსხვავებულია. ზოგიერთს შეუძლია სიარული, ზოგს კი არა. პაციენტების ნაწილს ნორმალური ან თითქმის ნორმალური ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს, დანარჩნებს კი გონებრივი შესაძლებლობები დაქვეითებული აქვთ. დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს ეპილეფსია, სიბრმავე ან სიყრუვე.
ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი ხშირად თავის ტვინის განვითარების დროს წარმოშობილი პათოლოგიაა.
გამომწვევი მიზეზი
ცერებრალური დამბლა გამოწვეულია თავის ტვინის განვითარების დარღვევით, განსაკუთრებით მუცლად ყოფნის პერიოდში. უმეტეს შემთხვევაში, მდგომარეობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. თავის ტვინის განვითარების დარღვევასთან დაკავშირებული ფაქტორები:
- თავის ტვინის განვითარებასთან ასოცირებული გენების მუტაციები
- დედის ინფექციები, რომელიც მოქმედებს განვითარებად ნაყოფზე.
- ნაყოფის ინსულტი, რომლის დროსაც განვითარებად თავის ტვინს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით სისხლი.
- არასაკმარისი ჟანგბადის მიწოდება თავის ტვინში(ასფიქსია), რომელიც გამოწვეულია რთული მშობიარობით. თუმცა ეს პროცესი იშვიათადაა მდგომარეობის გამომწვევი.
- ბავშვის ინფექცია, რომელიც იწვევს ანთებას თავის ტვინში ან მის მიმდებარე სტრუქტურებში.
- ახალშობილის თავის ტრავმული დაზიანება სატრანსპორტო შემთხვევის ან ძირს დავარდნის შედეგად.
სიმპტომები
დაავადების სიმპტომები განსხვავებულია. ცერებრალურ დამბლასთან დაკავშირებული მოძრაობისა და წონასწორობის პრობლემები:
- კუნთის ტონუსის განსხვავებული ხარისხები. მაგ: ძალიან დაჭიმული ან ძალიან მოდუნებული კუნთი
- დაჭიმული კუნთები და გადაჭარბებული რეფლექსები(სპასტიკა)
- დაჭიმული კუნთები ნორმალური რეფლექსებით (რიგიდულობა)
- კუნთის კოორდინაციის დარღვევა(ატაქსია)
- კანკალი ან უნებლიე მოძრაობები
- ნელი, დაკლაკნილი(ჭიისებრი) მოძრაობები (ათეტოზი)
- მოძრაობის უნარ-ჩვევების დაგვიანებული ათვისება. მაგალითად დამოუკიდებლად წამოდგომა ან ძირს ხოხვა.
- სხეულის მხოლოდ ერთი მხარის გამოყენება. მაგ: მხოლოდ ერთი ხელის მტევნის გამოყენება ან ხოხვისას ცალი ფეხის თრევა.
- გართულებული სიარული, მაგალითად ფეხის ცერა თითზე სიარული, მოხრილი სიარული, მაკრატლისებრი სიარული, რომლის დროსაც მუხლები არის გადაჯვარედინებულ მდგომარეობაში.
- ჭარბი ნერწყვდენა ან ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემებ
- გართულებული წოვა ან კვეა
- მეტყველების უნარის გვიანი ათვისება ან მეტყველების უნარის დაქვეითება
- ნატიფი მოძრაობების შესრულების დაქვეითება, როგორიცაა კოვზის ან ფანქრის აღება.
- ცერებრალური დამბლით გამოწვეული უუნარობა შესაძლოა აზიანებდეს სხეულის ცალ ან ორივე მხარეს. ცერებრალურ დამბლით გამოწვეული თავის ტვინის დაზიანება დროთა განმავლობაში არ იცვლება, ამიტომაც სიმპტომეი ასაკთან ერთად არ იცვლება. თუმცა ძლიერი თერაპიის გარეშე, დროთა განმავლობაში ხდება კუნთების დამოკლება და კუნთის დაჭიმულობის გაუარესება.
სხვა ნევროლოგიური პრობლემებ
ცერებრალურ დამბლას შესაძლოა ახდეს სხვა ნევროლოგიური პრობლემები, მაგალითად:
- სმენის ან მხედველობის დაქვეითება
- ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება
- ეპილეფსიური ტიპის შეტევები
- შეხების ან ტკივილის არანორმალური აღქმა
- პირის ღრუს დაავადებები
- მენტალური (ფსიქიატრიული) პრობლემები
- შარდის შეუკავებლობა
როდის მივმართოთ ექიმს
მოძრაობის ნებისმიერი შეზღუდვის ან ბავშვის დაგვიანებული განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დროული დიაგნოზის დასმა. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ კითხვები დაკავშირებული თქვენი შვილის კუნთის ტონუსთან, კუნთების მოძრაობასთან, წონასწორობასთან და ა.შ.