ჩუტყვავილა
დაავადების აღწერა
უმეტესად, ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, საჭიროა ვაქცინაცია. ჩუტყვავილას ვაქცინა უსაფრთხი, ეფექტური გზაა პრევენციისა და გართულების თავიდან აცილებისთვის.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
ჩუტყვავილა ძირითადად 5–10 დღე გრძელდება. გამონაყარი დამახასიათებელია ამ დიაგნოზისათვის. სხვა ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ჩნდება გამონაყარამდე 1–2 დღით ადრე:
- სიცხე
- უმადობა
- თავის ტკივილი
- მტკივნეულობა და ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება
როცა გამონაყარი ჩნდება, მას ახასიათებს სამი ფაზა:
- ამობურცული ვარდისფერი ან წითელი დაზიანებები (პაპულა), რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ჩნდება
- სითხით სავსე გამონაყარი (ვეზიკულები), რომლებიც მანამდე არსებულ პაპულებში ჩნდება და დაახლოებით ერთ დღეში სკდება და სითხე გამოდის
- ქერქი, რომელიც იქმნება გამსკდარ ვეზიკულებზე და რამდენიმე დღის შემდეგ გაივლის
- ახალი გამონაყარი ჩნდება რამდენიმე დღის მანძილზე. შედეგად, კანზე შესაძლოა იყოს სამი სხვადასხვა ფაზის გამონაყარი ერთდროულად. ინფიცირების შემდეგ, ვირუსის გავრცელება ხდება გამონაყარის გაჩენამდე 48 საათით ადრე და შემდეგ გამონაყარის გაქრობამდე.
- ავადმყოფობა ძირითადად მსუბუქია ჯანმრთელ ბავშვებში. მძიმე შემთხვევებში, გამონაყარი მთელ სხეულზე ვრცელდება და გვხვდება პირში, თვალებზე, ლოწროვან გარსებზე შარდსადინარში, ანუსსა და ვაგინაში. ახალი გამონაყარი ჩნდება რამდენიმე დღის განმავლობაში.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, ესაუბრეთ ექიმს. იგი დასვამს ჩუტყვავილის დიაგნოზს გამონაყარისა და სიმპტომების ანალიზის გზით. ექიმმა შესაძლებელია გამოგიწეროთ მედიკამენტები სიმპტომების შესამსუბუქებლად და გართულებების პრევენციისათვის.
აუცილებლად დაურეკეთ ექიმს და გააფრთხილეთ, რომ ეჭვი გაქვთ ჩუტყვავილაზე, რათა არ მოხვდეთ ექიმის კაბინეტში და დააინფიციროთ სხვა პაციენტები.
ასევე, შეატყობინეთ ექიმს, თუ აღინიშნა გართულებები:
- გამონაყარი გავრცელდა ერთ ან ორივე თვალზე
- გამონაყარი გაწითლდა, თბილი და მტკივნეულია, სავარაუდო ბაქტერიული ინფიცირებით
- გამონაყარს ახლავს თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, სწრაფი გულისცემა, სუნთქვის უკმარისობა, კანკალი, კუნთის კოორდინაციის დარღვევა, გაუარესებული ხველა, ღებინება, კისრის გაშეშება ან სიცხე, რომელიც აღემატება 39,4 გრადუსს ცელსიუსით.
- ოჯახის რომელიმე წევრი იმუნოდეფიციტური ან 6 თვეზე ნაკლები ხნისაა.