ძალადობა ბავშვზე
დაავადების აღწერა
ფიზიკური ძალადობა. ბავშვის მიზნობრივი ფიზიკური შეურაცხყოფა მიჩნეულია ფიზიკურ ძალადობად.
სექსუალური ძალადობა. სექსუალური ძალადობა არის ნებისმიერი სექსუალური კონტაქტი ბავშვთან, მაგალითად: მოფერება, ორალურ-გენიტალური კონტაქტი, სექსი და პორნოგრაფიის ჩვენება.
ემოციური ძალადობა. ბავშვის თვითშეფასებასა და ემოციურ მყუდროებაზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა ემოციურ ძალადობად ითვლება. ემოციური ძალადობა მოიცავს სიტყვიერ და ემოციურ თავდასხმას, მაგ: ბავშვის მუდმივი ლანძღვა, დამცირება, იზოლირება, იგნორირება.
დაუდევრობა. დაუდევრობის დროს ბავშვზე პასუხისმგებელი პირი არ აკმაყოფილებს მზრუნველობით ნორმებს, მაგალითად: სათანადო საკვების მიწოდება, თავშესაფრის მიცემა, ზედამხედველობა, განათლებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.
ბავშვზე ხშირად ძალადობს ის, ვისაც ბავშვი კარგად იცნობს და ენდობა, უმეტესწილად ასეთი პიროვნება მშობელი ან ნათესავია. თუ თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ბავშვზე ძალადობენ, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის ორგანოს.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
ძალადობის მსხვერპლმა ბავშვმა შესაძლოა თავი იგრძნოს დამნაშავედ, ჰქონდეს სირცხვილის შეგრძნება ან იყოს დაბნეული. მას შესაძლოა ეშინოდეს ძალადობის შესახებ სხვებისთვის მოყოლა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოძალადე მშობელი, ნათესავი ან ოჯახის მეგობარია. ზოგჯერ ბავშვის შიში შესაძლოა იყოს აშკარა. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, ბავშვის რომელი ქცევა მიუთითებს იმაზე, რომ ის შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი იყოს:
- მეგობრებისგან გაცლა ან ყოველდღიური, ჩვეული ქცევების(აქტივობების) შეწყვეტა
- შეცვლილი ქცევითი გამოვლინებები: აგრესია, ბრაზი, მტრული განწყობილება, ჰიპერაქტიურობა ცვლილებები სკოლის აკადემიურ მოსწრებაში.
- დეპრესია, შფოთვა ან თვითშეფასების მოულოდნელი დაკარგვა
- ზედამხედველობის აშკარა ნაკლებობა
- სკოლის ხშირი გაცდენა ან სკოლის ავტობუსში ასვლის ზიზღი
- სკოლაში დარჩენის სურვილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას სახლში წასვლა არ უნდა
- გაქცევის მცდელობები
- მეამბოხეობა ან უტიფარი ქცევა
- თვითმკვლელობის მცდელობა
- კონკრეტული სიმპტომები დამოკიდებულია ძალადობის ფორმაზე. დაიმახსოვრეთ, რომ საგანგაშო ნიშნები ყოველთვის ძალადობაზე არ მეტყველებს.
- ფიზიკური ძალადობის სიმპტომები
- მოულოდნელი დაზიანებები, როგორიცაა ჩალურჯებები, მოტეხილობები ან დამწვრობები
- დაზიანებები, რომლის შესახებ ბავშვის მონაყოლი არ ჰგავს რეალობას.
- მოუვლელი სამედიცინო ან სტომატოლოგიური პრობლემები
- სექსუალური ძალადობის სიმპტომები
- სექსუალური ქცევა ან ცოდნა, რომელიც არ შეესაბამება ბავშვის ასაკს
- ფეხმძიმობა ან სქესობრივი გზით გადადებული ინფექცია
- სისხლი ბავშვის ტრუსებზე
- მტკიცება, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს
- გაძნელებული სიარული და დაჯდომა
- დანარჩენ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მცდელობები
- ემოციური ძალადობის სიმპტომები
- დაგვიანებული ან არაადეკვატური ემოციური განვითარება
- თვითშეფასების და თავდაჯერებულობის დაკარგვა
- გარიყვა სოციუმიდან
- დეპრესია
- თავის ან მუცლის ტკივილი სამედიცინო მიზეზის გარეშე
- ზოგიერთი სიტუაციისგან თავის არიდება, მაგალითად სკოლაში წასვლაზე უარის თქმა.
- ძალიან ითხოვს სიყვარულს
დაუდევრობის მსხვერპლი ბავშვის სიმპტომები:
- სიმაღლეში და წონაში არასათანადო ზრდა
- ცუდი ჰიგიენა
- ტანსაცმლის არქონა
- ფულის ან საკვების ნებართვის გარეშე აღება
- ერთ ჭამაზე დიდი რაოდენობით საკვების მიღება ან საკვების სამომავლოდ გადამალვა
- სკოლის ხშირი გაცდენა
- არასაკმარისი სამედიცინო, სტომატოლოგიური ან ფსიქიოლოგიური უზრუნველყოფის ნიშნები, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს მშობლები ჰყავს
- ემოციური ცვალებადობა, რომელიც არ ერგება მოცემულ სიტუაციებს
- გულგრილობა ყველაფრის მიმართ
მშობლების ქცევა
მშობლების ქცევა, ზოგჯერ მიუთითებს ბავშვზე ძალადობაზე. საეჭვოა ქცევა მშობლისა, რომელიც:
- არ ეტყობა, რომ ზრუნავს ბავშვზე
- ვერ ამჩნევს ბავშვის ფიზიკურ ან ემოციურ სტრესს
- უარყოფს სკოლაში და სახლში არსებულ პრობლემებს, ან პრობლემების არსებობაში ადანაშაულებს ბავშვს
- მუდმივად ადანაშაულებს, ლანძღავს, ამცირებს ბავშვს და მოიხსენიებს მას ნეგატიურად, მაგალითად ეძახის “უვარგისს” ან “ბოროტს”
- მოითხოვს ბავშვისაგან ყურადღებას და ეჭვიანობს სხვა ოჯახებზე, რომლებიც ბავშვის მხრიდან ყურადღებს იღებენ.
- იყენებს სასტიკ დისციპლინას ბავშვის მიმართ და მასწავლებლებსაც იმავეს სთხოვს
- ითხოვს ზედმეტად მაღალი დონის ფიზიკურ შესაძლებლობებსა და აკადემიურ მოსწრებას
- ძალიან ზღუდავს ბავშვის ურთიერთობას სხვებთან
- იძლევა არადამაჯერებელ და საეჭვო განმარტებებს ბავშვის ტრავმული დაზიანებების შესახებ, ან საერთოდ არ იძლევა ახსნა-განამრტებას.
- მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის ექსპერტები გმობენ ბავშვზე ძალადობის ნებისმიერ ფორმას, ზოგიერთი ადამიანი მაინც მიმართავს ფიზიკურ დასჯის მეთოდს დისციპლინის დასამყარებლად. ფიზიკური დასჯის მეთოდი არ არის ეფექტური და იწვევს ბავშვის აგრესიულ ქცევას. ფიზიკურმა დასჯამ ბავშვს შესაძლოა ემოციური დაღი დაასვას.
- მშობლის ქცევა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის ან ტკივილის მიყენებას ბავშვზე, თუნდაც ეს ხდებოდეს დისციპლინის სახელით, შესაძლოა ჩაითვალოს ძალადობად.
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი ან სხვისი შვილი არის ძალადობის მსხვერპლი, სასწრაფოდ მოითხოვეთ დახმარება. რაც უფრო სწრაფად მოითხოვთ დახმარებას, ბავშვის გამოჯანმრთელების შანსები გაიზრდება.
- სიტუაციის მიხედვით დაუკავშირდით ბავშვის ექიმს, პოლიციას, ბავშვთა დამცველობით ორგანიზაციას ან დარეკეთ შესაბამის ცხელ ხაზზე.
გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პერსონალი ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოს ბავშვზე ძალადობის ყოველი ფაქტის დაფიქსირებისას.