ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია

დაავადების აღწერა

ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია სისხლის უჯრედების იშვიათი კიბოა. ტერმინი “ქრონიკული” გამოხატავს კიბოს ნელ პროგრესიას, მწვავე ვარიანტებისაგან განსხვავებით, ხოლო ტერმინი “მიელოგენური” გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ კიბოს წარმოქმნაში მონაწილეობს სწორედ ამ ტიპის უჯრედები.

ქრონიკული მიელოგნური ლეიკემია ასევე ცნობილია, როგორც ქლონიკური მიელოიდური ან ქრონიკული გრანულოციტური ლეიკემია. ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია უფრო ხშირია მოზრდილებში და იშვიათად გვხვდება ბავშვებში, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკშიც გამოვლინდეს.

გამომწვევი მიზეზი

ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია სისხლის უჯრედების გენების ფუნქციის დარღვევის შედეგია. უცნობია, რა იწვევს ამ პროცესის ინიცირებას, მაგრამ უკვე აღმოჩენილია, როგორ გადადის ეს დარღვევები ქრონიკულ მიელოგენურ ლეიკემიაში.

თავდაპირველად, ყალიბდება პათოლოგიური ქრომოსომა

ადამიანის უჯრედი ნორმაში ქრომოსომათა 23 წყვილს შეიცავს. ქრომოსომებში მოთავსებულია დნმ, რომელიც შეიცავს გენებს. გენები კი აკონტროლებენ უჯრედების ფუნქციას მთელ ორგანიზმში. ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიის დროს, სისხლის უჯრედების ქრომოსომების ნაწილები ერთმანეთს ადგილს უცვლიან. მეცხრე ქრომოსომის ერთი სეგმენტი ადგილს უცვლის ოცდამეორე ქრომოსომის ერთ–ერთ სეგმენტს, რაც ქმნის მოკლე 22–ე ქრომოსომასა და დაგრძელებულ მე–9 ქრომოსომას.

დამოკლებული 22–ე ქრომოსომას ფილადელფიის ქრომოსომასაც უწოდებენ, რადგან იგი მეცნიერებმა ფილადელფიაში აღმოაჩინეს. ფილადელფიის ქრომოსომა ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიის დროს პაციენტის უჯრედების 90%–ში გვხვდება.

პათოლოგიური ქრომოსომა ქმნის ახალ გენს
ფილადელფიის ქრომოსომა ქმნის ახალ გენს. მეცხრე ქრომოსომისა და ოცდამეორე ქრომოსომის სეგმენტების მოქმედების შედეგად, იქმნება ახალი გენი– BCR-ABL გენი.ეს გენი შეიცავს ინსტრუქციებს, რომლებიც პათოლოგიურ უჯრედებს აძლევს საშუალებას, წარმოქმნას ცილა–თიროზინ კინაზა. თიროზინ კინაზა ხელს უწყობს კიბოს განვითარებას, რადგან სისხლის უჯრედები უკონტროლოდ მრავლდება.

ახალი გენის გამო წარმოიქმნება დიდი რაოდენობით დაზიანებული უჯრედი

სისხლის უჯრედები წარმოიქმნება ძვლის ტვინში–ღრუბლოვან ქსოვილში, ძვლებს შიგნით. როცა ძვლის ტვინი ნორმალურად ფუნქციონირებს,იგი წარმოქმნის უმწიფარ უჯრედებს (ღეროვან უჯრედებს), გაკონტროლებული გზით. ეს უჯრედები შემდეგ მწიფდებიან და სპეციალიზდებიან გარკვეულ ტიპებად, რომლებიც შემდეგ სისხლში ცირკულირებენ როგორც სისხლის წითელი, თეთრი უჯრედები ან თრომბოციტები.

ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიის დროს, ეს პროცესი დარღვეულია. თიროზინ კინაზა, რომელიც BCR-ABL გენის გამო წარმოიქმნება დიდი რაოდენობით, ეხმარება სისხლის თეთრი უჯრედების უკონტროლო გამრავლებას. ამ უჯრედების უმეტესობა შეიცავს ფილადელფიის ქრომოსომს. დაზიანებული უჯრედები ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით არ კვდებიან. ისინი გროვდებიან დიდი რაოდენობით, ხელს უშლიან ჯანმრთელ უჯრედებს და აზიანებენ ძვლის ტვინს.

სიმპტომები

ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიის შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:

  • მარტივად სისხლდენა
  • გადაღლა, დაღლილობა
  • სიცხე
  • უმიზეზოდ კლება წონაში
  • უმადობა
  • ტკივილი ან სისავსის შეგრძნება მარცხნივ, ნეკნებს ქვეშ
  • ფერმკრთალი კანი
  • მოჭარბებული ოფლიანობა ღამის განმავლობაში



როდის მივმართოთ ექიმს

  • ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია ყოველთვის არ ვლინდება შესამჩნევი სიმპტომებით ადრეულ ფაზაში. ამ მდგომარეობით შესაძლოა თვეების ან წლების განმავლობაში იცხოვროს პაციენტმა, სიმპტომების გამოვლენის გარეშე.
  • რადგანაც ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიის მკურნალობა ბევრად უფრო ეფექტურია თუ ადრეულად იწყება, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან თუ გაქვთ შესაბამისი ნიშნები და სიმპტომები გარკვეული პერიოდის განმავლობაში.