ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია

დაავადების აღწერა

ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია გამოწვეულია თავის ხანგრძლივი, განმეორებითი სახის ტრავმული დაზიანებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში იწვევენ ტვინის შერყევას. ეს დაზიანებები იწვევენ ფიქრის(ცნობიერების), ემოციების და ქცევების დარღვევას, რომელიც გვიანდელ ეტაპებზე იჩენს თავს. დაავადებას აგრეთვე შეუძლია ფიზიკური პრობლემების გამოწვევა. ტვინის შერყევის ერთი ან მეტი შემთხვევის შემდეგ ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის განვითარება აუცილებელი არ არის.

დაავადება მიმდინარეობს ნერვული უჯრედების თანდათანობითი დაზიანებით (ნეიროდეგენერაციული დაავადება). დაზიანება თავის ტვინში ხილვად ცვლილებებს იძლევა. ასეთი დაზიანებების დანახვა შესაძლებელია თავის ტვინის გადაღების შემდეგ, თუმცა დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ სიკვდილის შემდგომ დაკვირვებისას(აუტოფსია). მკვლევარები მუშაობენ, რათა იპოვონ ამ დაავადების დიაგნოზის სიცოცხლეშივე დასმის გზა.

დაავადებამ, თავდაპირველად, თავი იჩინა ბოქსიორებში. ექიმებმა უკვე იციან, რომ კონტაქტურ სპორტებში, როგორიცაა ფეხბურთი, მონაწილე სპორტსმენებს თავის განმეორებითი ტრავმების შედეგად შესაძლოა განუვითარდეს ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია. აფეთქებების შედეგად ტრავმული დაზიანებები ხშირია აგრეთვე სამხედრო პერსონალშიც.

მკლვევარები ბოლომდე ვერ ადგენენ დაავადების ზუსტ მიზეზებს. ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია არ იკურნება.

გამომწვევი მიზეზი

თავდაპირველი დაზიანება

დაავადების მიზეზი არის თავის განმეორებითი ხასიათის ტრავმული დაზიანება. დაავადების კვლევის ობიექტები ყველაზე ხშირად ფეხბურთის მოთამაშეები იყვნენ. თუმცა პროცესი შესაძლოა განვითარდეს სხვა სპორტის სახეობებში მონაწილე სპორტსმენებშიც. ასეთი სპორტებია: 

  • ჰოკეი, რაგბი, ბოქსი, რესლინგი, კალათბურთი, მინდვრის ჰოკეი, მხარდამჭერ გოგონათა გუნდში ყოფნა და ფრენბურთი.
  • აფეთქებების შედეგად მიღებული ტრავმული დაზიანებები სამხედროებში აგრეთვე ზრდის დაავადების განვითარების რისკს.
  • თუმცა, განმეორებითი ტრავმების მქონე ყველა ათლეტსა და სამხედროს არ უვითარდება ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია



დაზიანების ეფექტი
დაავადება იწვევს თავის ტვინის ნაწილების განლევას(ატროფიას). ტრავმები აზიანებენ ნერვული უჯრედების იმ ნაწილს, რომელიც მონაწილეობას იღებს ელექტრული იმპულსის გადაცემაში, შედეგად ირღვევა უჯრედშორისი ურთიერთობა. აგრეთვე შესაძლებელია თავის ტვინში ჩალაგდეს არანორმალური ცილა ტაუ და TDP-43. ცვლილებები გვხვდება აგრეთვე თავის ტვინის თეთრ ნივთიერებაში, რომელიც შედგება ნერვული ბოჭკოებისგან. ალცჰეიმერისგან განსხვავებით, არ ხდება სხვა არანორმალური ცილის, ბეტა ამილოიდის ჩალაგება.

ამ დაავადების მქონე პაციენტების ერთ მესამედზე მეტს აღენიშნება სხვა ნეიროდეგენერაციული პათოლოგიების მსგავსი სიმპტომები. ასეთი დაავადებებია: ალცჰეიმერის დაავადება, მამოძრავებელი ნეირონების დაავადება, პარკინოსნის დაავადება და ფრონტოტემპორალური წილოვანი დეგენერაცია.

სიმპტომები

ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის სიმპტომები გავს სხვა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს, რომლის დროსაც ხდება ნერვების სტრუქტურის ან ფუნქციების თანდათანობითი დაქვეითება. ასეთი დაავადებებია:

  • ალცჰეიმერის დაავადება
  • პარკინსონის დაავადება
  • ფრონტოტემპორალური დემენცია
  • ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი



საბოლოო ჯამში, ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში პირველად თავს იჩენს ფიქრებთან, ხასიათთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს ფიზიკური პრობლემებიც.

სამხედროებმა, რომლებმაც გადაიტანეს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, შესაძლოა განუვითარდეთ პოსტ ტრავმატული სტრესული აშლილობა
დაავადების სიმპტომები ძირითადად თავს იჩენს თავის ტვინის განმეორებითი, ტრავმული დაზიანებებიდან 8-10 წლის განმავლობაში. შესაძლო სიმპტომები:

  • აზროვნების პრობლემები(ცნობიერების დარღვევა)
  • იმპულსური ქცევა
  • დეპრესია ან გულგრილობა
  • ახლო მეხსიერების დაკარგვა
  • დაგეგმვისა და დავალებების შესრულების პრობლემები
  • ემოციური არასტაბილურობა
  • მავნე ნივთიერებების მოხმარება
  • სუიციდური ფიქრები და ქცევები



დროთა განმავლობაში მეხსიერებითი და შემსრულებითი ფუნქციები შესაძლოა გაუარესდეს და განვითარდეს სხვა სიმპტომები, მათ შორის:

  • ადვილად გაღიზიანებადობა
  • აგრესია
  • გაძნელებული გამოთქმის უნარი
  • მოძრაობების დარღვევა, მაგალითად გაძნელებული სიარული, კანკალი, კუნთის მოძრაობის სრული შეზღუდვა, სისუსტე ან დაჭიმულობა
  • გაძნელებული ყლაპვა (დისფაგია)
  • მხედველობის და ფოკუსირების პრობლემები
  • ყნოსვის პრობლემები
  • დემენცია



მკველვარები იყენებენ შემდეგ ეტაპებს, რათა აღწერონ ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის სიმპტომათა განვითარება:

  1. პირველი ეტაპი. თავის ტკივილი, ყურადღებისა და კონცენტრაციის დაქვეითება
  2. მეორე ეტაპი. დეპრესია, იმპულსურობა და ახლო მეხსიერების კარგვა
  3. მესამე ეტაპი. გადაწყვეტილების მიღების უუნარობა და ცნობიერების დარღვევა
  4. მეოთხე ეტაპი. დემენცია, გამოთქმის უნარის დაქვეითება და აგრესია

არსებობს აგრეთვე თავის ტვინის ქსოვილის დაზიანების აღსაწერი ეტაპები:

  • დაავადება დაწყების მომენტიდან იწვევს მუდმივ პათოლოგიურ ცვლილებებს, რომლის ეფექტი შესაძლოა გამოვლინდეს დაზიანებიდან ძალიან გვიან. სიმპტომები პროგრესირებს ინდივიდის მთლიანი ცხოვრების განმავლობაში.
  • ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია პროგრესირებს ორი გზით. ახალგაზრდებშ, ეს პროცესი ვლინდება ქცევითი და ხასიათის ცვლილებებით. მოზრდილებში კი სიმპტომები გამოიხატება ცნობიერების დარღვევით და დემენციით. ერთმანეთისგან დამოუკიდებელია თუ არა პროცესები, რომლებიც იწვევენ ასეთ განსხვავებულ გამოვლინებებს, თუ ეს ცვლილებები დამოკიდებულია მხოლოდ ასაკზე, ამის მიზეზი უცნობია.



როდის მივმართოთ ექიმს

ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია ვითარდება მრავალი წლის განმავლობაში, თავის ტვინის განმეორებითი ტრავმული დაზიანებებიდან დიდი ხნის შემდგომ.

მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

  • სუიციდური ფიქრები. კვლევები აჩვენებს, რომ ამ დაავადების მქონე პაციენტებში თვითმკვლელობის რისკი მაღალია. თუ თქვენ გაწუხებთ ფიქრები, რომლებიც მიმართულია საკუთარი თავის დაზიანებისკენ, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება.
  • თავის ტრავმული დაზიანება. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გადაიტანეთ თავის ტრავმული დაზიანება. მიმართეთ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ არ თვლით, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ბავშვს აღენიშნება თავის ტრავმული დაზიანება. სიმპტომებისა და ნიშნების მიხედვით, ექიმმა შესაძლოა საჭირო ჩათვალოს საწრაფო სამედიცინო ჩარევა.
  • მეხსიერების პრობლემები. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაწუხებთ ცნობიერების, მეხსიერების ან ქცევითი პრობლემები.
  • ხასიათის ან პიროვნული ცვლილებები. დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ თქვენ აღგენიშნებათ დეპრესია, შფოთვა, აგრესია ან ფეთქებადობა.