ტერფის თანდაყოლილი დეფორმაცია
დაავადების აღწერა
ტერფის თანდაყოლილი დეფორმაცია შესაძლაო იყოს მსუბუქიც და მძიმეც. პაციენტების ნახევარს დეფექტი ორივე ტერფზე აღენიშნება. თუ თქვენს შვილს აღენიშნება მსგავსი დეფექტი, მას გაურთულდება ნორმალურად სიარული, ამიტომ ექიმები სწორად მიიჩნევენ სასწრაფო მკურნალობას.
ექიმები, უმეტეს შემთხვევაში დეფექტს წარმატებულად მკრუნალობენ, თუმცა ბავშვებს ზოგჯერ შემდგომი კვლევა და დაკვირვება სჭირდებათ.
გამომწვევი მიზეზი
გარემო ფაქტორები მონაწილეობას იღებენ დეფორმირებული ტერფის ჩამოყალიბებაში. კვლევებმა ნათლად აჩვენს, რომ დეფექტი უკავშირდება სიგარეტის მოწევას ორსულობის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი დაავადება წინა თაობებშიც აღინიშნება.
სიმპტომები
თუ თქვენ შვილს აღენიშნება ტერფის თანდაყოლილი დეფორმაცია, სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ტერფის ზედა ნაწილი ძირითადად არის მოხრილი ქვემოთ და შიგნით, რაც ზრდის ფეხის გულის რკალს და ხრის ქუსლს შიდა მხარეს.
- მძიმე ფორმებში ტერფი ისე გამოიყურება, თითოს იგი უკუღმა დევს
- წვივის კუნთები დაზიანებული ქვედა კიდურში ძირითადად განუვითარებელია
- დაზიანებული ტერფი შესაძლოა იყოს დაახლოებით ერთი სანტიმეტრით მოკლე, ვიდრე მეორე ტერფი
- მიუხედავად გარეგნობისა, დეფორმაცაი არ იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს
როდის მივმართოთ ექიმს
ექიმი დიდი ალბათობით პრობლემას დაბადებისთანავე შეამჩნევს და ოპტიმალურ მკურნალობას დანიშნავს