სიცივით ინდუცირებული თავის ტკივილი
დაავადების აღწერა
სიცივით ინდუცირებული თავის ტკივილი არის ხანმოკლე, ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც ვითარდება რაიმე ცივის ჭამის, დალევის ან ჩასუნთქვის დროს. იგი ხშირად ვითარდება ნაყინის ჩაკბეჩისას, თუმცა სხვა ცივ საკვებს და სასმელს აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს „ტვინის გაყინვის“ ეფექტი.
სიცივით ინდუცირებული თავის ტკივილი, რომელსაც აგრეთვე ეწოდება ნაყინით გამოწვეული თავის ტკივილი, შეიძლება განვითარდეს შიშველ თავზე ცივი ტემპერატურის ზემოქმედებისას, მაგალითად ცივ წყალში ჩაყვინთვისას.
სიცივით ინდუცირებული თავის ტკივილების უმეტესობა მალევე ქრება.
გამომწვევი მიზეზი
სიცივით ინდუცირებული თავის ტკივილი ვითარდება პირის და ყელის თბილ ნაწილებთან ცივი საგნის, ხშირად ნაყინის ამ ცივი სასმლის კონტაქტის შედეგად. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, თუ რა მექანიზმით ვითარდება ტკივილი.
ერთი თეორიის თანახმად ცივი საჭმელი ან სასმელი დროებით ცვლის სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში, რაც იწვევს ხანმოკლე თავის ტკივილს. სისხლძარღვები იკუმშება, რათა თავიდან აირიდონ სითბოს დაკარგვა, შემდეგ კი დუნდებიან რათა იმოძრაოს სისხლმა. ეს იწვევს ხანმოკლე თავის ტკივილს, რომელიც ქრება როგორც კი ორგანიზმი შეეჩვევა ტემპერატურის ცვლილებას.
სიმპტომები
სიცივით ინდუცირებული თავის ტკივილის სიმპტომებია:
- მწვავე, მჭრელი ტკივილი შუბლში
- ტკივილი, რომელიც მაქსიმუმს აღწევს 20-60 წამში და დაახლოებით იმავე დროში ქრება
- ტკივილი, რომელიც იშვიათად გრძელდება 5 წუთზე დიდხანს
როდის მივმართოთ ექიმს
იმის გამო, რომ სიცივით ინდუცირებული თავის ტკივილი თავისით ქრება მალევე, არ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი.