რეტენირებული სიბრძნის კბილები

დაავადების აღწერა

რეტენირებული სიბრძნის კბილები ეწოდება სიბრძნის კბილებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ადგილი ამოსვლისთვის და განვითარებისთვის.

სიბრძნის კბილები ბოლო კბილებია, რომლებიც ზრდასრულ ასაკში ამოდის. ადამიანების უმეტესობას ოთხი სიბრძნის კბილი აქვს, ორი ზემოთ და ორი ქვემოთ.

სიბრძნის კბილის რეტენციას შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი, სხვა კბილების დაზიანება და სხვა სტომატოლოგიური პრობლემები. ზოგ შემთხვევაში, რეტენციამ შეიძლება არ გამოიწვიოს პრობლემები. იმის გამო, რომ ისინი რთული გასაწმენდები არიან, ამ კბილებს უფრო დიდი რისკი აქვთ კარიესის და ღრძილების დაავადების.

რეტენირებულ სიბრძნის კბილებს, რომლებიც ტკივილს იწვევენ, ხშირად იღებენ. ზოგიერთი სტომატოლოგი და პირის ღრუს ქირურგი რეკომენდაციას უწევს მომავალში პრობლემების თავიდან არიდების მიზნით უმტკივნეულო რეტენირებული სიბრძნის კბილების ამოღებას.

გამომწვევი მიზეზი

სიბრძნის კბილები (მესამე დიდი ძირითადი კბილი) რეტენციას განიცდის იმის გამო, რომ მას არ აქვს ადგილი ამოსასვლელად ან ნორმალურად განსავითარებლად.

სიბრძნის კბილები ამოდის 17-25 წლის ასაკში. ზოგიერთ ადამიანში სიბრძნის კბილები უპრობლემოდ ამოდის მეორე დიდი ძირითადი კბილის უკან, თუმცა ხშირ შემთხვევაში, პირში არ არის ადგილი სიბრძნის კბილის ამოსასვლელად. ეს კბილები შეიძლება გაიჭედნონ.

რეტენირებული სიბრძნის კბილი შეიძლება ნაწილობრივ ამოვიდეს, რა დროსაც გამოჩნდება გვირგვინი (ნაწილობრივ რეტენირებული) ან იგი შეიძლება ღრძილებიდან არასდროს ამოვიდეს (სრულად რეტენირებული). ნაწილობრივად და სრულად რეტენირებული კბილი შეიძლება იზრდებოდეს:

  • გვერდითა კბილის მიმართულებით
  • პირის უკანა ნაწილის მიმართულებით
  • სხვა კბილების პერპენდიკულარულად
  • ზემოთ ან ქვემოთ მაგრამ რჩებოდეს ყბაში

სიმპტომები

სიბრძნის კბილების რეტენცია ყოველთვის არ იწვევს სიმპტომების გაჩენას. როდესაც რეტენირებულ სიბრძნის კბილებში ვითარდება ინფექცია ან ისინი აზიანებენ სხვა კბილებს, შეიძლება გაჩნდეს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • წითელი ან შესიებული ღრძილები
  • მგრძნობიარე ღრძილები ან სისხლდენა ღრძილებიდან
  • ყბის ტკივილი
  • შეშუპება ყბის გარშემო
  • უსიამოვნო სუნი პირში
  • უსიამოვნო გემოს შეგრძნება პირში
  • პირის გაღების გაძნელება



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ სიმპტომები ბოლო დიდი ძირითადი კბილის უკან, რაც შეიძება რეტენირებული სიბრძნის კბილის ნიშანი იყოს