საშვილოსნოს ყელის უკმარისობა
დაავადების აღწერა
საშვილოსნოს ყელის უკმარისობა არის მდგომაროება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელის ქსოვილების შესუსტება იწვევს ან ხელს უწყობს ნაადრევ მშობიარობას ან სხვა მშობიარობის პათოლოგიას.
ორსულობამდე საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოს ქვედა ნაწილი რომელიც მას საშოსთან აკავშირებს, ნორმაში დახურული და მკვრივია. ორსულობის პროგრესირებასა და მშობიარობის მოახლოვებასთან ერთად, საშვილოსნოს ყელი თანდათან რბილდება, მცირდება სიგრძეში და ფართოვდება.
საშვილოსნოს ყელის უკმარისობა შეიძლება რთული სადიაგნოზო და სამკურნალო იყოს. თუ თქვენი საშვილოსნოს ყელი ნაადრევად დაიწყებს გახსნას, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამის საწინააღმდეგოდ ხშირი ულტრაბგერის ჩატარება და პროცედურება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელს ნაკერების საშუალებით ხურავენ.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
საშვილოსნოს ყელის უკმარისობის დროს ორსულობის დასაწყისში შეიძლება გქონდეთ რამდენიმე დღიანი დისკომფორტი და სისხლის ლაქები ან შეიძლება არ გქონდეთ სიმპტომები. ორსულობის 14-20 კვირიდან ყურადღებით იყავით შემდეგ სიმპტომებზე:
- მენჯის არეში სიმძიმის შეგრძნება
- ზურგის ტკივილი
- მუცლის მსუბუქი კრუნჩხვები
- საშოს გამონადენის ცვლილება
- მსუბუქი სისხლდენა საშოდან