გულის თანდაყოლილი დაავადება მოზრდილებში
დაავადების აღწერა
გულის თანდაყოლილი დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობის მუდმივი კვლევა ხშირად არ ხერხდება. თუ თვენ აღმოგაჩნდათ დაბადებისას გულის რაიმე მანკი ან სხვა დეფექტი, თქვენ მოზრდილ ასაკშიც დაგჭირდებათ ჯანმრთელობის ხრისი შემოწმება.
თუ თქვენ ხართ გართულებების ან გულის სხვა პრობლემების რისკის ქვეშ, გაარკვიეთ, თუ როდის არის საჭირო ექიმთან შემოწმების გავლა.
გამომწვევი მიზეზი
როგორ მოქმედებს გული
- გული გაყოფილია ოთხ საკნად, მათგან ორი მარჯვნივ მდებარეობს ორი კი მარცხნივ. გული სისხლის გადასატყორცნად მარცხენა და მარჯვენა საკნებს სხვადასხვა მიზნით იყენებს
- გულის მარჯვენა ნაწილი სიხლს ფილტვებისკენ გადატყორცნის ფილტვის არტერიების საშუალებით. ფილტვებში სისხლი მარაგდება ჟანგბადით და ბრუნდება გულის მარცხენა მხარეს ფილტვის ვენების საშუალებით. გულის მარცხენა ნაწილი სისხლს აორტის საშუალებით მთელ ორგანიზმში აგზავნის
როგორ ყალიბდება გულის დეფექტი
- გულის დეფექტების უმრავლესობა ყალიბდება მუცლად ყოფნის პერიოდში. ორსულობის პირველ თვეში გული იწყებს ფეთქვას. ამ დროს გულს ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილი გარეგნობა. მცირე პერიოდის შემდეგ ყალიბდება გულის ორი მხარე და მასში შემავალი სტრუქტურები, აგრეთვე ყალიბდება სისხლძარღვები რომლებიც მიემართებიან გულისკენ და შემდგომ გამოდიან მისგან.
- განვითარების სწორედ ამ დროს ყალიბდება გულის დეფექტები. მკვლევარებს უჭირთ ახსნან დეფექტების ზუსტი მიზეზი. თუმცა მათ მიაჩნიათ რომ გენეტიკა, ზოგიერთი დაავადება, წამლები და გარემო პირობები, როგორიცაა სიგარეტის მოწევა მონაწილეობას იღებენ დაავადების ჩამოყალიბებაში
- რატომ იჩენს თავს ხელახლა გულის თანდაყოლილი დაავადება მოზრდილებში
- მიუხედავად ბავშვობაში მკურნალობისა, ზოგიერთ მოზრდილ ადამიანში პრობლემები ხელახლა იჩენს თავს. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გულის პათოლოგიის სრული განკურნება ძალიან იშვიათია, მათი გამოსწორება შეიძლება და შედეგად გულის ფუნქციები უმჯობესდება, თუმცა ნორმალური მოქმედების სრული აღდგენა ხშირი არ არის.
- ბევრი მიზეზი არსებობს გულის თანდაყოლილი დაავადებების ხელახლა გამოვლინებისა მოზრდილებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვობაში ჩატარებული მკურნალობა წარმატებულია, თუმცა პრობლემა სიცოცხლის გვიანდელ ეტაპებზე თავს მაინც იჩენს. ზოგჯერ ის პრობლემები, რომლებიც ბავშობაში უმნიშნველო იყო, ხდება სერიოზული და საჭიროებს მკურნალობას.
- გულის თანდაყოლილი დაავადებების სამკურნალოდ ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები სიცოცხლის გვიანდელ პერიოდში. ქირურგიული ჩარევა, ზოგჯერ, ტოვებს ნაწიბუროვან ქსოვილს გულში, რის შედეგადაც იზრდება შანსი გულის არანორმალური რითმის განვითარებისა(არითმია).
სიმპტომები
გულის თანდაყოლილი დაავადების სიმპტომები ზოგჯერ სიცოცხლის გვიანდელ პერიოდებამდე არ ვლინდება. სიმპტომები გულის დეფექტის მკურნალობიდან შესაძლოა წლების მერე ახლიდან აღმოცენდეს. მოზარდებში გულის თანდაყოლილი დაავადებების ხშირი სიმპტომეიბ:
- გულის არანორმალური რითმები(არითმიები)
- კანის მოლურჯო შეფერილობა(ციანოზი)
- სუნთქვის უკმარისობა კვების დროს, რაც იწვევს წონაში არასათანადო მატებას.
- ადვილად დაღლილობა ფიზიკური დატვირთვის პრიბოებში
- თავბრუსხვევა და გულის წასვლა
- სხეულის ქსოვილებისა და ორგანოების შეშუპება(ედემა)
როდის მივმართოთ ექიმს
- თუ თვქენ აღნიშნავთ საგანგაშო სიმპტომებს, როგორიცაა მკერდის ტკივილი და სუნთქვის მძიმე უკმარისობა, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
- თუი თქვქენ გაქვთ გულის თანდაყოლილი დეფექტის რაიმე სიმპტომები ან წარსულში გიმკურნალიათ გულის თანდაყოლილ დაავადებაზე, დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.