კრაინოფარინგიომა
დაავადების აღწერა
კრანიოფარინგიომა ყალიბდება თავის ტვინში ჰიპოფიზთან ახლოს. ჰიპოფიზი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც აკონტროლებენ სხეულის ბევრ ფუნქციას. კრანიოფარინგიომის ზრდა იწვევს ჰიპოფიზზე და სხვა მიმდებარე სტრუქტურებზე ზეწოლას და შედეგად აქვეითებს მათ ფუნქციებს.
კრანიოფარინგიომა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა დაავადება ყველაზე ხშირად ბავშვებში და მოხუცებში გვხვდება.