კრანიოსინოსტოზი

დაავადების აღწერა

კრანიოსინოსტოზი თანდაყოლილი დაავადებაა, რომლის დროსაც ბავშვის თავის ქალის ძვლებს შორის არსებული სახსრები იხურება ნაადრევად, თავის ტვინის საბოლოო ჩამოყალიბებამდე. დაავადების დროს, თავის ტვინს არასწორი ფორმა აქვს მიღბული და თავიც დეფორმირებულ მდგომარეობაშია.

კრანიოსინოსტოზი თავის ქალის ერთ ან მეტ სახსარს აზიანებს. ზოგიერთ შემთხვევაში, კრანიოსისტოზი დაკავშირებულია თავის ტვინის პრობლემასთან, რომლის გამოც არ ხდება თავის ტვინის ნორმალური ზრდა-განვითარება.

კრანიოსინოსტოზის მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, რათა მოხდეს შეერთებული ძვლების გაყოფა. თუ დაავადება არ არის გამოწვეული ტვინის პათოლოგიით, ქირირურგიული ჩარევა ათავისუფლებს სივრცეს, სადაც თავის ტვინის ნორმალური ზრდა-განვითარების გაგრძელება შესაძლებელი ხდება.

გამომწვევი მიზეზი

კრანიოსინოსტოზის კლასიფიკაცია: არასინდრომული და სინდრომული. არასინდრომული კრანიოსინოსტოზი არის ყველაზე ხშირი ფორმა, მისი მიზეზი უცნობია.

სინდრომული კრანიოსინოსტოზი გართულებაა ზოგიერთი გენეტიკური სინდრომისა, როგორიცაა აპერტის სინდრომი, პფაიფერის სინდრომი და კრუზონის სინდრომი. ეს პათოლოგიები ზემოქმედებენ თავის ქალის განვითარებაზე. კრანიოსინოსტოზის გარდა, ამ სინდრომებს შესაძლოა თან ახლდეს სხვა პათოლოგიები, მაგ: ხელის მტევნის და ტერფის დეფორმაციები, კბილების პრობლემები და გულთან დაკავშირებული პათოლოგიები.

სიმპტომები

ბავშვის თავის ქალა 7 ძვლისგან შედგება. ნორმალურ პირობებში ეს ძვლები 2 წლამდე არ ერთდება და ტვინს ეძლევა ნორმალური ზრდის საშუალება. სახრებს აგრეთვე ეწოდებათ კრანიალური ნაკერები, ისინი შედგებიან ძლიერი, ფიბროზული ქსოვილით და ძვლებს ერთმანეთთან ამაგრებენ. ბავშვის თავის ქალის წინა ნაწილში ნაკერები ერთმანეტს ხვდებიან დიდი ზომის რბილ წერტილში, თავის ქალის ზედა მხარეს. ნორმალურ პირობებში, ნაკერები ძვლების შეერთებამდე მოქნილ მდგომარეობაში არიან.

 

კრანიოსინოსტოზის ნიშნები

კრანიოსინოსტოზის ისმპტომები:

  • დეფორმირებული თავის ქალა, იმის მიხედვით თუ რომელი კრანიალური ნაკერია დაზიანებული
  • თავის ქალის რბილი წერტილის არასწორი ფორმა
  • თავის არასაკმარისი ზრდა ბავშვის ზრდასთან ერთად
  • დაზიანებულ ნაკერებთან ამოზნექილი კიდეების წარმოქმნა
  • თავის ქალაში გაზრდილი წნევა(ინტრაკრანიალური წნევა)
  • კრანიოსინოსტოზის ნიშნები შესაძლოა არ იყოს აშკარა დაბადებისთანავე, თუმცა გამოვლინენები თვალსაჩინოა რამოდენიმე თვის შემდგომ

კრანიოსინოსტოზის ტიპები და მახასიათებლები

კრანიოსინოსტოზის ბევრი ფორმა არსებობს. სახელები დამოკიდებულია, იმაზე თუ რომელი ნაკერია დაზიანებული. კრანიოსინოსტოზის ხშირი ფორმები:

  • საგიტალური სინოსტოზი(სკაფოცეფალია). თავის ზედა ნაწილში ნაკრეების ნაადრები შეერთება იწვევს თავის ვიწროდ და გრძლად ზრდას. სკაფოცეფალია კრანიოსინოსტოზის ყველაზე ხშირი ფორმაა.
  • კორონარული სინოსტოზი(წინამდებარე პლაგიოცეფალია). კორონარული ნაკერები ყურებიდან მიემართება საგიტალური ნაკერისკენ თავის ზედა ნაწილში. მათი ნაადრევი შეერთება იწვევს შუბლის დაბრტყელებას დაზიანებულ მხარეს. ამ პათოლოგიამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ბუდის გამოზნექა და შედეგად ცხვირის გამრუდება ან თავის ირიბი ფორმის ჩამოყალიბება.
  • ბიკორონარული სინოსტოზი(ბრაქიცეფალია). ამ პათოლოგიის დროს ორივე კორონარული ნაკერი ნაადრევად ერთდება და იწვეფვს შუბლის დაბრტყელებას და მის ზემოთ გადაადგილებას, შედეგად ბავშვის წარბის მდებარეობაც ზედა მხარეს ინაცვლებს

იშვიათი ტიპები და მათი მახასიათებლები

კრანიოსინოსტოზის იშვიათი ფორმები: 

  • მეტოპიური სინოსტოზი(ტრიგონოცეფალია). მეტოპიური ნაკერები ბავშვის ცხვირიდან მიემართება საგიტალური ნაკერებისკენ. მათი ნაადრები შეერთება იწვევს სკალპის სამკუთხა გარეგნობის ჩამოყალიბებას.
  • ლამბდისებრი სინოსტოზი(პოსტერიორული პლაგიოცეფალია). ეს იშვიათი ფორმა აზიანებს ლამბდისებრ ნაკერს, , რომელიც მდებარეობს თავის ქალის თითქმის უკანა ნაწილში. ეს დაავადება იწვევს თავის დაბრტყელებას დაზიანებულ მხარეს
  • თავის დეფორმაცია ყოველთვის კრანიოსინოსტოზზე არ მიუთითბს
  • თავის დეფორმაცია ყოველთვის კრანიოსინოსტოზზე არ მიუთითბეს. მაგალითად, თუ ბავშვის თავის უკანა ნაწილი დაბრტყელებულია, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მშობიარობისას მიღებული ტრავმის შედეგად. თავის უკანა ნაწილის დაბრტყელებას აგრეთვე იწვევს ბავშვის ხშირი წოლა ზრუგზე. მდგომარეობის გამოსწორება,ზოგჯერ შესაძლებელია სპეციალური ჩაფხუტით, რომლის საშუალებითაც თავს ნორმალური ფორმა უბრუნდება

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ პედიატრს, თუ ბავშვის თავი არ იზრდება ნორმალურად ან აქვს არასწორი ფორმა.