შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბო
დაავადების აღწერა
შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბო არის ძუძუს კიბოს იშვიათი ფორმა, რომელიც სწრაფად ვითარდება და იწვევს დაზიანებული ძუძუს სიწითლეს, შეშუპებას და მგრძნობელობის მომატება.
შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბო ვითარდება, როდესაც სიმსივნური უჯრედები ახშობენ ძუძუს მფარავ კანში არსებულ ლიმფურ სისხლძარღვებს, რის შედეგადაც ვითარდება დამახასიათებელი სიწითლე და შეშუპება.
შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბო მიიჩნევა ადგილობრივად გავრცელებულ კიბოდ, რაც ნიშნავს, რომ იგი საწყისი წერტილიდან გავრცელდა ახლომდებარე ქსოვილებში და შესაძლოა ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში.
შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბო მარტივად შეიძლება აგვერიოს ძუძუს ინფექციაში. ძუძუს კანის ცვლილებების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს, რათა გაირკვეს ეს ძუძუს ინფექციაა თუ სხვა უფრო სერიოზული პათოლოგია, მაგალითად შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბო.
გამომწვევი მიზეზი
შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბოს ზუსტი განვითარების მიზეზი უცნობია.
ექიმებმა იციან, რომ შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბო იწყება ძუძუს სადინარში ერთი პათოლოგიური უჯრედით. ამ უჯრედის დნმ-ში მომხდარი მუტაციები იწვევენ მის სწრაფ ზრდას და გაყოფას. პათოლოგიური უჯრედები გროვდება და ახშობს ძუძუს კანში არსებულ ლიმფურ ძარღვებს. ლიმფური ძარღვების დახშობა იწვევს შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბოს კლასიკურ სიმპტომებს, სიწითლეს, შეშუპებას და ფორთოხლის კანის სიმპტომს.
სიმპტომები
შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბოს ნიშნები და სიმპტომებია:
- ერთი ძუძუს შესახედაობის სწრაფი ცვლილება, რამდენიმე კვირაში
- ერთერთი ძუძუს შესიება, სიმძიმის შეგრძნება ან თვალით ხილული ზომაში გაზრდა
- ფერის ცვლილება, რომლის დროსაც ძუძუს წითელი, იასამნისფერი, ვარდისფერი ან სისხლჩაქცეული ფერი აქვს
- დაზიანებული ძუძუს უჩვეულო სიმხურვალე
- ძუძუს კანი აქერცვლა, რასაც ფორთოხლის ეფექტი ეწოდება.
- მრგძნობელობის მომატება და ტკივილი
- მხრის ქვეშ, ლავიწის ზემოთ ან ქვემოთ ლიმფური კვანძების გადიდება
- ძუძუს დვრილის გაბრტყელება ან შიგნით შებრუნება
- შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბო სხვა ფორმებისგან განსხვავებით არ წარმოქმნის კვანძს.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ნიშნებს ან სიმპტომებს, რომლებიც გაშფოთებთ.
შეშუპებით – ინფილტრაციული ძუძუს კიბოს მსგავსი ნიშნები და სიმპტომები სხვა მდგომარეობების დროსაც გვხვდება. ძუძუს ტრავმას ან ინფექციას (მასტიტი) აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს სიწითლე, შეშუპება და ტკივილი.
თუ თქვენ იმკურნალეთ ძუძუს ინფექციაზე მაგრამ ნიშნები და სიმპტომები არ გამქრალა, მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მამოგრაფია და სხვა გამოკვლევები, რომლებიც დაადგენენ მიზეზს.