ხანგამოშვებითი აფეთქებითი აშლილობა

დაავადების აღწერა

ხანგამოშვებითი აფეთქებითი აშლილობა მოიცავს იმპულსური, აგრესიული ქცევის და სიტუაციასთან შეუსაბამო ვერბალური აფეთქებების რეგულარულ ეპიზოდებს. საჭესთან ჯდომის დროს აგრესია, ოჯახში ჯდომა, საგნების სროლა ან დამტვრევა და სხვა გაცხარებები შეიძლება ხანგამოშვებითი აფეთქებითი აშლილობის ნიშნები იყოს.

ხანგამოშვებითი აფეთქებითი აშლილობის მქონე ადამიანებმა შეიძლება სხვა ადამიანებს ან მათ ქონებას შეუტიონ და გამოიწვიონ სხეულისა და ქონების დაზიანება. მათ აგრეთვე შეიძლება საკუთარ თავს მიაყენონ ზიანი. მოგვიანებით, ხანგამოშვებითი აფეთქებითი აშლილობის მქონე ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ სინანული ან სირცხვილის გრძნობა.

თუ თქვენ ხანგამოშვებითი აფეთქებითი აშლილობა გაქვთ, აგრესიული იმპულსების გასაკონტროლებლად მედიკამენტები და ფსიქოთერაპია დაგჭირდებათ.

გამომწვევი მიზეზი

ხანგამოშვებითი აფეთქებითი აშლილობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით იგი გამოწვეულია მრავალი გარემო და ბიოლოგიური ფაქტორით.

  • გარემო. ამ აშლილობის მქონე ადამიანების უმეტესობა გაიზარდა ოჯახებში, სადაც აგრესია და იმპულსური ქმედება ხშირი იყო. ძალადობის ამ ფორმასთან ადრეულ ასაკში კონტაქტი ზრდის ზრდასრულობის ასაკში იმავე თვისებების გამოვლინების შანსს.
  • გენეტიკა. შეიძლება არსებობდეს გენეტიკური კომპონენტი, რაც იწვევს აშლილობის მშობლებისგან შვილებისთვის გადაცემას.
  • ტვინი. ხანგამოშვებითი აფეთქებითი აშლილობის მქონე ადამიანებში შეიძლება სხვანაირად მუშაობდეს სეროტონინი, რომელიც მნიშვნელოვანი ქიმიური ტრანსმიტერია ტვინში.



სხვა ფსიქიკური დაავადებების (ხასიათის, შფოთვის და პიროვნების აშლილობა) ან სხვა მდგომარეობის (პარკინსონის დაავადება, ტვინის ტრავმული დაზიანება) მქონე ადამიანებში შეიძლება გამოვლინდეს აგრესიული ქმედებები, მაგრამ ამ დროს ხანგამოშვებითი აფეთქებითი აშლილობის დიაგნოზი არ დაისმება, რადგან მათში აგრესიას სხვა დაავადება იწვევს.

სიმპტომები

ხანგამოშვებითი აფეთქებითი აშლილობის ნიშანია უეცარი გაცხარება, რომელიც 30 წუთზე ნაკლები გრძელდება და რომელიც მოიცავს ვერბალურ შეურაცხყოფას, ტრავმას და ქონების განზრახ დაზიანებას. ეს ეპიზოდები შეიძლება დაჯგუფებულად ან თვეების შუალედით იყოს. აფეთქებებს შორის ადამიანი შეიძლება გაღიზიანებული, იმპულსური, აგრესიული და გაბრაზებული იყოს.

აგრესიის ეპიზოდებს შეიძლება წინ უძღოდეს ან თან ერთვოდეს:

  • გაღიზიანებულობა
  • ენერგიის მომატება
  • გააფთრება
  • ფიქრების ნიაღვარი
  • ყურში ღარუნის შეგრძნება
  • კანკალი
  • გულის ფანცქალი
  • მკერდის არეში დაძაბულობა
  • წნევის შეგრძნება თავში
  • ეპიზოდის შემდეგ შეიძლება განვითარდეს დეპრესია, დაღლილობა ან შვება.