ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა

დაავადების აღწერა

ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა არის ძუძუს კიბოს ერთერთი ფორმა, რომელიც იწყება მკერდის რძის წარმომქნელ ჯირკვლებში (წილაკებში).

ინვაზიური კიბო ნიშნავს იმას, რომ სიმსივნური უჯრედები გამოვიდნენ თავდაპირველი წილაკიდან და აქვთ უნარი გავრცელდნენ ლიმფურ კვანძებში და სხეულის სხვა ნაწილებში.

ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა ძუძუს კიბოების მცირე პროცენტს შეადგენს. ძუძუს კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა ძუძუს სადინრებში იწყება (სადინრის ინვაზიური კარცინომა).

ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა არ წარმოქმნის კვანძს, რომელიც ხშირია ძუძუს კიბოს დროს. ამ დროს ძუძუს ერთ ნაწილში ვითარდება შესიება და სიმკვრივე, რომელიც განსხვავებულია გარშემო არსებული ქსოვილისგან.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია რა იწვევს ინვაზიური წილაკოვანი კარცინომას.

როგორ წარმოიქმნება ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა

ექიმებმა იციან, რომ ინვაზიური წილაკოვანი კარცინომის წარმოქმნა იწყება, როდესაც ერთი ან რამდენიმე რძის წარმომქმნელი ჯირკვლების უჯრედებში ვითარდება დნმ მუტაცია. ამ მუტაციების გამო უჯრედები ვერ აკონტროლებს ზრდას, რაც იწვევს უჯრედების სწრაფ ზრდას და გაყოფას. სიმსივნის აგრესიულობისდა მიხედვით, ეს სიმსივნური უჯრედები შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდეს.

წილაკოვანი კარცინომის უჯრედები ვარსკვლავის მსგავსად შემოსაზღვრავს გარშემომყოფ ქსოვილებს. დაზიანებულ არე შეიძლება ხელით შეხებისას სხვანაირად შეიგრძნობოდეს, უფრო მკვირად და სავსედ, მაგრამ არა კვანძისნაირად.

სიმპტომები

ადრეულ სტადიებზე ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა ნიშნებისა და სიმპტომებიც გარეშე მიმდინარეობს. ზომაში ზრდასთან ერთად, მან შეიძლება გამოიწვიოს:

  • ძუძუს ნაწილში შესიება
  • სიმკვრივე და შეშუპება ძუძუს ნაწილში
  • ძუძუს გარშემო კანის შესახედაობის ან სტრუქტურის ცვლილება, მაგალითად გასქელება
  • დვრილის ჩაბრუნება



ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა ძუძუს სხვა სიმსივნეებისგან განსხვავებით გაცილებით იშვიათად იწვევს ძუძუში კვანძის გაჩენას.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაშფოთებთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი. თქვენ ექიმი გამოგიკვლევთ და გეტყვით საჭიროა თუ არა მამოგრაფიის ან მკერდის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება.

ჰკითხეთ ექიმს როდის არის სასურველი ძუძუს კიბოს სკრინინგის დაწყება, რათა შეძლოთ ძუძუს კიბოს აღმოჩენა მისი ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებამდე. სკრინინგის ტესტები შეიძლება მოიცავდეს ხელით გამოკვლევას და მკერდის რენტგენს (მამოგრამა).

ორგანიზაციების უმეტესობა გვირჩევს, რომ ძუძუს კიბოს საშუალო რისკის მქონე ადამიანებმა მამოგრამები 40 წლის შემდეგ ყოველწლიურად უნდა გადაიღონ.

თუ გაქვთ ძუძუს კიბოს ოჯახური ისტორია ან სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ძუძუს კიბოს რისკს, შეიძლება დაგჭირდეთ სკრინინგის და სხვა გამოკვლევების უფრო ადრეული ასაკიდან ჩატარება.