საზარდულის არეს სოკოვანი ინფექცია
დაავადების აღწერა
საზარდულის არეს სოკოვანი ინფექცია აზიანებს გენიტალიების, საზარდულისა და დუნდულოს კანს. ინფექცია იწვევს ქავილს, წითელ, ხშირად ბეჭდის ფორმის გამონაყარს, კანის თბილ, ნოტიო ადგილებში.
საზარდულის არეს სოკოვანი ინფექცია ცნობილია “ათლეტის ქავილის” სახელით, რადგან ეს მდგომარეობა ხშირია ათლეტებში, რომლებიც ვარჯიშობენ და ჭარბად ოფლიანობენ. ინფექციის რისკი მაღალია ჭარბწონიან ადამიანებში, ასევე ოფლიანობის გამო.
მდგომარეობა არაკომფორტული და შემაწუხებელია, მაგრამ მძიმე არ არის. საზარდულის რეგიონის ხშირი დაბანა და ტოპიკალური ანტისოკოვანი პრეპარატები ხშირად საკმარისია ინფექციის სრულად სამკურნალოდ..
გამომწვევი მიზეზი
საზარდულის არეს სოკოვანი ინფექცია გამოწვეულია ადამიანიდან ადამიანზე ან საზიარო პირსახოცის ან ტანსაცმლის შედეგად გავრცელებადი სოკოვანი მიკროორგანიზმით. საზარდულის არეს სოკოვანი ინფექცია იმავე სოკოთია გამოწვეული, რომელიც ათლეტის ტერფის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. ინფექცია ზოგჯერ ტერფიდან საზარდულზეც ვრცელდება, რადგან სოკო ხელების ან პირსახოცის მეშვეობითაც გადავა.
რისკ–ფაქტორები
ორგანიზმი, რომელიც იწვევს საზარდულის არეს სოკოვანი ინფექციას, არსებობს ნოტიო, თბილ გარემოში. დაინფიცირების რისკი მაღალია, თუ აკმაყოფილებთ ამ რისკ–ფაქტორებს:
- მამრობითი სქესი
- ვიწრო ქვედა საცვალი
- ჭარბწონიანობა
- ჭარბი ოფლიანობა
- სუსტი იმუნური სისტემა
- კანის სხვა დაავადებები
სიმპტომები
ინფექცია ძირითადად იწყება კანის შეწითლებით, რომელიც ვრცელდება საზარდულიდან, ნახევარმთვარის ფორმით, ბარძაყის შიდა ნაწილებზე. გამონაყრის საზღვარი შესაძლოა მცირე ზომის, ამოწეული მუწუკებით იყოს მოფენილი. გამონაყარი ხშირად იწვევს წვასა და ქავილს, კანი კი იქერცლება.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გამონაყარი 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა ურეცეპტო პრეპარატებით მკურნალობის მიუხედავად, ან განმეორდა რამდენიმე კვირის შემდეგ. შესაძლოა დაგჭირდეთ რეცეპტით გაცემული მედიკამენტის გამოყენება.