ქერტლი
დაავადების აღწერა
ქერტლი ძირითადად ემორჩილება კონტროლს. ქერტლის მსუბუქ შემთხვევებს მხოლოდ ყოველდღიური დაბანა და რბილი გამწმენდი ესაჭიროება. უფრო რთულ შემთხვევებში, გამოიყენება მედიკამენტური შამპუნები.
გამომწვევი მიზეზი
ქერტლს რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ესენია:
- მშრალი კანი. მშრალი კანი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. აქერცლილი კანი ამ დროს მცირე ზომის და ნაკლებ ცხიმიანია, ვიდრე სხვა შემთხვევებში. ასევე, შეინიშნება მშრალი კანის სიმპტომები სხეულის სხვა ნაწილებშიც– ფეხებში, მკლავებში.
- გაღიზიანებული, ცხიმიანი კანი (სებორეული დერმატიტი). ეს მდგომარეობა ქერტლის ხშირი გამომწვევი პათოლოგიაა და ახასიათებს გამოხატული წითელი, ცხიმიანი კანი, რომელსაც ეკვრის თეთრი ან ყვითელი ქერქი. სებორეული დერმატიტი აზიანებს სკალპს და კანის სხვა ნაწილებს, რომლებიც მდიდარია ცხიმოვანი ჯირკვლებით: წარბებს, ცხვირის გვერდებს, ყურის უკანა ნაწილებს, მკერდის ძვალს, საზარდულს და ზოგჯერ იღლიებსაც.
- დაბანის ნაკლებობა. თუ ხშირად არ იბანთ თმას, ცხიმი და კანის მკვდარი უჯრედები გროვდება, რაც იწვევს ქერტლს.
- კანის სხვა მდგომარეობები. პაციენტებს, რომელთაც აქვთ ეგზემა– ქრონიკული, ანთებითი მდგომარეობა ან ფსორიაზი– უხეში, მკვდარი უჯრედების გროვები და ქერქები, ხშირად აღენიშნებათ ქერტლიც.
- საფუარასებრი სოკო– მალასენცია. მალასენცია მოზრდილთა უმეტესობის სკალპზე არსებობს, მაგრამ ზოგჯერ, აღიზიანებს სკალპს. ეს იწვევს კანის უჯრედების მეტ ზრდას და ზედმეტი კანის კვდომასა და ჩამოშორებას, ანუ ქერტლს. რატომ იწვევს მალასენცია ზოგიერთი ადამიანის კანის გაღიზიანებას, უცნობია.
- ჰიპერმგრძნობელობა თმის მოვლის პროდუქტებზე– კონტაქტური დერმატიტი. ზოგჯერ თმის მოვლის საშუალებების შემცველ ნივთიერებებზე, განსაკუთრებით პარაფენილენედიამინზე, ადამიანს მომატებული მგრძნობელობა აქვს, რაც იწვევს წითელ, აქერცლილ სკალპს, ქავილით. ხშირი დაბანა ან თმის მოვლის სხვა პროდუქტების გამოყენება ამ დროს პირიქით, აღიზიანებს სკალპს და იწვევს ქერტლს.
სიმპტომები
ქერტლის ერთ–ერთი ტიპი ეხება ჩვილებსაც. ამ დროს შეინიშნება აქერცლილი, ქერქოვანი სკალპი, ძირითადად ახალშობილებში, თუმცა ჩვილობის ნებისმიერ პერიოდშიც. მდგომარეობა აშფოთებთ მშობლებს, მაგრამ ეს არ არის სერიოზული პრობლემა და უმეტესად თავისით გაივლის სანამ ბავშვი 3 წლის გახდება.
როდის მივმართოთ ექიმს
ქერტლის შემთხვევათა უმეტესობა არ საჭიროებს ექიმის კონსულტაციას. თუ ქავილის შეგრძნება გაქვთ რამდენიმე კვირის ურეცეპტო, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნების გამოყენების შემდეგ, ან თუ სკალპი შესიებული ან წითელია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან დერმატოლოგს. შესაძლოა გქონდეთ სებორეული დერმატიტი ან რაიმე სხვა მდგომარეობა, რომელიც გავს ქერტლს. ექიმი ხშირად დიაგნოზს უბრალოდ სკალპზე შეხედვითაც სვამს.