პილარული კერატოზი
დაავადების აღწერა
პილარული კერატოზი კანის ხშირი დაავადებაა, რომელიც იწვევს უხეში, მცირე ზომის, აკნესმაგვარ გამობურცულობებსა და ლაქებს კანზე, ძირითადად მკლავებზე, ფეხებზე, დუნდულებსა და ლოყებზე. პილარული კერატოზის გამონაყარი ზოგჯერ თეთრი ან წითელია მაგრამ იშვიათადაა მტკივნეული ან ახლავს ქავილი. პილარული კერატოზის მკურნალობა რთულია და ამიტომ მდგომარეობა შემაწუხებელია. მდგომარეობა არ არის მძიმე და 30 წლამდე თავად გაივლის. ვიზუალური მკურნალობისათვის დაგეხმარებათ მედიკამენტები და კანის მოვლის წესები.
გამომწვევი მიზეზი
პილარული კერატოზი გამოწვეულია კერატინის დაგროვებით. კერატინი მაგარი ცილაა, რომელიც კანს მავნე ნივთიერებებისა და ინფექციისაგან იცავს. კერატინი ქმნის საცობს, რომელიც თმის ფოლიკულის ამოსავალს კეტავს. საცობების გამო კანს უხეში, ამობურცული შეხედულება აქვს.
რატომ გროვდება კერატინი, უცნობია. სავარაუდოა გენეტიკური ფაქტორებისა და კანის სხვა დაავადებების როლი, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი. კერატოზი სხვამხრივ ჯანმრთელ ადამიანებშიც ჩნდება. მშრალი კანი მდგომარეობას ამძიმებს.
სიმპტომები
პილარული კერატოზი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ უფრო ხშირია ბავშვებში. ნიშნები და სიმპტომებია:
- მცირე ზომის თეთრი ან წითელი ამობურცულობა მკლავებზე, ფეხებზე, დუნდულებზე ან ლოყებზე
- მშრალი, უხეში კანი, ზოგჯერ ქავილით
- გამონაყარი უარესდება ზამთარში, როცა ჰაერი მშრალია და კანიც შრება
- პილარული კერატოზი შესაძლოა მხოლოდ ერთეული, ქვიშისებრი ლაქებით (ბატის კანის მსგავსად) გამოიხატოს. ზოგჯერ, ლაქები ანთებითია და იწვევს ნაწიბურების გაჩენას, განსაკუთრებით სახეზე.
თანდათან, პილარული კერატოზი უმეტესად თავად გაივლის.
როდის მივმართოთ ექიმს
პილარული კერატოზი უმეტესად არ არის მძიმე დაავადება და მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა, თუ გაღელვებთ კანის ვიზუალური მხარე, ესაუბრეთ ოჯახის ექიმს ან დერმატოლოგს. ექიმი გირჩევთ, რა მოიმოქმედოთ, მას შემდეგ რაც გამოიკვლევს გამონაყარს და დასვამს პილარული კერატოზის დიაგნოზს.