დეპერსონალიზაციის–დერეალიზაციის აშლილობა

დაავადების აღწერა

დეპერსონალიზაციის–დერეალიზაციის აშლილობის დროს ადამიანს ხშირად აქვს განცდა, რომ საკუთარ თავს გარედან აკვირდება ან მის გარშემო არსებული გარემო არარეალურია. დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის შეგრძნებები საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტს. მდგომარეობა წააგავს სიზმარში ცხოვრების შეგრძნებას.

მრავალ ადამიანს ჰქონია დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის ხანმოკლე ეპიზოდი გადატანილი, მაგრამ როცა ეს შეგრძნებები ზედმეტად ხშირია ან საერთოდაც მუდმივია, პაციენტს აქვს აშლილობა. აშლილობა უფრო ხშირად გვხვდება ტრავმატული გამოცდილების მქონე ადამიანებში.

დეპერსონალიზაციის–დერეალიზაციის აშლილობა შესაძლოა მძიმე იყოს და ხელს უშლიდეს ურთიერთობებს, სამსახურს ან ყოველდღიურ აქტივობებს. მთავარი მკურნალობის მეთოდი ფსიქოთერაპიაა, თუმცა ზოგჯერ ერთვება მედიკამენტებიც.

გამომწვევი მიზეზი

დეპერსონალიზაცია–დერეალიზაციის აშლილობის მიზეზი გაურკვევლია, თუმცა უკავშირდება ქიმიური ნივთიერების–ნეიროტრანსმიტერების დისბალანსს, რაც ტვინს ხდის მიდრეკილს სტრესის ან შიშის პირობებში დერეალიზაციის განვითარებისაკენ.

სიმპტომები შესაძლოა უკავშირდებოდეს:

  • ბავშვობისდროიინდელ ტრავმას, როგორიცაა სიტყვიერი ან ფიზიკური ძალადობა ან ოჯახური ძალადობის შემსწრე ბავშვი
  • მენტალური აშლილობით მძიმე ავადმყოფ მშობელთან ერთად გაზრდა
  • ახლობელი ადამიანის თვითმკვლელობა
  • ძლიერი სტრესი, როგროციაა ურთიერთობები, ფინანსური ან სამსახურეობრივი პრობლემები
  • ძლიერი ტრავმა, როგორიცაა ავტოავარიაია

სიმპტომები

ხშირი, განმეორებითი ეპიზოდები იწვევს დისტრესსა და პრობლემებს ნორმალურ ფუნქციონირებაში. ეპიზოდების დროს, ადამიანს არ ესმის, რომ ეს მხოლოდ შეგრძნებაა და არა რეალობა.

შეგრძნებებისა და გამოცდილების აღწერა ზოგჯერ რთულია. ადამიანი ფიქრობს, რომ “გაგიჟდა” და ცდილობს დაადგინოს, მართლა არსებობს თუ არა იგი და არის თუ არა მის გარშემო არსებული გარემო რეალური.

დეპერსონალიზაციის სიმპტომები

დეპერსონალიზაციისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • შეგრძნება, თითქოს გარედან აკვირდებით თქვენს ფიქრებს, სხეულს ან სხეულის ნაწილებს, თითქოს ჰაერში დაფრინავთ თქვენს თავზე
  • შეგრძნება, თითქოს რობოტული არსება ხართ, ვერ აკონტროლებთ მეტყველებას და მოძრაობას
  • კიდურები გეჩვენებათ არასწორი, გადიდებული ან მცირე ზომის ან თავზე გაქვთ უცნაური შეგრძნება
  • ემოციური და ფიზიკური დაბუჟება, გარემოსადმი რეაქციის არარსებობა
  • შეგრძნება, რომ მოგონებები არ ასოცირდება ემოციასთან, თითქოს ეს მოგონება თქვენი არც არის

დერეალიზაციის სიმპტომები

დერეალიზაციისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • გაუცხოება, გარემოდან გარიყვა, შეგრძნება, რომ ცხოვრობთ ფილმში და არ იცით, რა ხდება გარშემო
  • ემოციური კავშირის დაკარგვა საყვარელ ადამიანებთან, თითქოს რაღაც მათ გაშორებთ
  • გარემო აღიქმება არასწორად, ბუნდოვნად, უფერულად, ორგანზომილებიანად ან ხელოვნურად, ან პირიქით, ზუსტად ხედავთ რა ხდება გარშემო
  • არასწორად აღიქმება დრო, მაგ. ახლახანს მომხდარი მოვლენა გგონიათ წარსულის ნაწილი
  • ნივთების ზომისა და ფორმის სწორი აღქმის დაქვეითება
  • დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის აშლილობის ეპიზოდები ზოგჯერ საათობით, კვირებით ან თვეებით გრძელდება. ზოგიერთ პაციენტში, ეპიზოდები მუდმივია, მაგრამ მდგომარეობა პერიოდულად მძიმდება ან მსუბუქდება.
  • ამ აშლილობის დროს, შეგრძნებები არ არის გამოწვეული ნარკოტიკებით, ალკოჰოლით ან მენტალური დარღვევით და დაავადებით.



როდის მივმართოთ ექიმს

მსგავსი დროებითი შეგრძნებები ხშირია და არ საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. თუ დეპერსონალიზაციის ან დერეალიზაციის სიმპტომები ხშირია, მიმართეთ ექიმს, სხვა აშლილობების გამოსარიცხადაც.

მიმართეთ ექიმს თუ თქვენი სიმპტომები:

  • გაწუხებთ, ემოციურად გღლით
  • არ გაივლის, ხშირად ბრუნდება
  • ხელს გიშლით მუშაობაში, ურთიერთობებში, ყოველდღიურობაში