დერმატიტი
დაავადების აღწერა
დაზიანებულ კანზე შესაძლოა გაჩნდეს სითხიანი, ჩირქიანი გამონაყარი, ქერქი და აქერცვლა. დერმატიტის მაგალითებია ატოპიური დერმატიტი (ეგზემა), ქერტლი და კონტაქტური დერმატიტი, რომელიც ვითარდება გარკვეულ გამღიზიანებელთან (ჭინჭარი, საპონი, სამკაული) შეხების შემდეგ.
დერმატიტი ხშირია, არ არის გადამდები და სიცოცხლისათვის საშიში. მდგომარეობა ქმნის დისკომფორტს. სახლის პირობებში მკურნალობითა და მედიკამენტებით შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება.
გამომწვევი მიზეზი
მრავალი დაავადება, ალერგია, სხვა ფაქტორი და გამღიზიანებელი შესაძლოა იყოს დერმატიტის სხვადასხვა ტიპის გამომწვევი მიზეზი:
- ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) – დაკავშირებულია მრავლობით ფაქტორებთან, მათ შორის მშრალი კანი, გენეტიკური ვარიაცია, იმუნური სისტემის დისფუნქცია, კანის ბაქტერია და გარემო–ფაქტორები.
- კონტაქტური დერმატიტი– დაკავშირებულია პირდაპირ კონტაქტტთან რომელიმე ალერგენთან ან გამღიზიანებელთან, როგორიცაა ჭინჭარი, სამკაულები, ჰიგიენის პროდუქტები, სუნამოები და ზოგჯერ კონსერვანტები.
- სებორეული დერმატიტი– გამოწვეულია საფუარა სოკოვანი ინფექციით, რომელიც კანის ცხიმოვან ნაწილებში ჩნდება. სებორეულ დერმატიტის ახასიათებს სეზონური გამწვავება და შემსუბუქება.
სიმპტომები
დერმატიტის თითოეული ტიპი სხვადასხვაგვარად გამოიყურება და სხეულის განსხვავებულ ნაწილში ჩნდება. ყველაზე ხშირი ტიპებია:
- ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)– ძირითადად იწყება ჩვილობის ასაკში, ახასიათებს მოწითალო გამონაყარი, ქავილით, უმეტესად კანის მოკეცვის ადგილებში (იდაყვის შიგნით, მუხლს უკან, კისერში). ქავილის შემდეგ, გამონაყარში სითხე დგება და ქერქი კეთდება. ეგზემას ახასიათებს გამოკეთება და შემდეგ კვლავ გამწვავება.
- კონტაქტური დერმატიტი– გამონაყარი ვითარდება გამღიზიანებელთან ან ალერგენთან კონტაქტის გამო, როგორიცაა ჭინჭარი. წითელი გამონაყარი ხასიათდება წვის შეგრძნებითა და ქავილით. შესაძლებელია სითხის დაგროვებაც.
- სებორეული დერმატიტი. ეს მდგომარეობა იწვევს აქერცლილ ლაქებს, შეწითლებულ კანსა და გართულებულ ქერტლს. დერმატიტი ეხება კანის ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ ნაწილებს, როგორიცაა სახე, გულმკერდი და ზურგი. შესაძლოა იყოს ხანგრძლივი მდგომარეობა, უსიმპტომო პერიოდებითა და გამწვავებებით. ახალშობილებში, ამ მდგომარეობას ბავშვთა სებორეულ დერმატიტსაც უწოდებენ.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ:
- იმდენად არაკომფორტულად გრძნობთ თავს, რომ ვერ იძინებთ და ხელი გეშლებათ ყოველდღე
- კანი მტკივნეულია
- კანი ინფიცირებულია
- სახლის პირობებში მკურნალობამ არ გიშველათ