დერმატოგრაფია
დაავადების აღწერა
დერმატოგრაფიის მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთ პაციენტში იწვევს ინფექცია, ემოციური სტრესი ან მედიკამენტები, როგორიცაა პენიცილინი.
პაციენტების უმრავლესობა არ საჭიროებს მკურნალობას. თუ ნიშნები და სიმპტომები ზედმეტად შემაწუხებელია, ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ ანტიალერგიული მედიკამენტები, როგორიცაა დიფენჰიდრამინი.
გამომწვევი მიზეზი
მარტივ შეხებას შეუძლია დერმატოგრაფიის გამოწვევა, მაგ.: ტანსაცმლის ან ზეწრის შეხება კანთან. ზოგჯერ, დერმატოგრაფიას წინ უძღვის ინფექცია, ემოციური სტრესი ან მედიკამენტის მიღება, როგორიცაა პენიცილინი.
სიმპტომები
დერმატოგრაფიის ნიშნები და სიმპტომებია:
- ამოწეული, წითელი ხაზები
- შესიება
- ანთება
- წამოწეული, ალერგიის მაგვარი გამონაყარი
- ქავილი
ნიშნები და სიმპტომები კანზე შეხების ან მოქავების შემდეგ რამდენიმე წუთში ჩნდება და 30 წუთში გაივლის. იშვიათად, დერმატოგრაფია უფრო ნელა ვითარდება და რამდენიმე საათს ან დღეს გრძელდება.
თავად მდგომარეობა შესაძლოა თვეების ან წლების განმავლობაში დარჩეს.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები შემაწუხებელია.