დერმატომიოზიტი

დაავადების აღწერა

დერმატომიოზიტი იშვიათი ანთებითი დაავადებაა, რომელსაც ახლავს კუნთის სისუსტე და სპეციფიკური გამონაყარი კანზე.

დერმატომიოზიტი მსგავსად ვლინდება მოზრდილებშიც და ბავშვებშიც.მოზრდილებში, მდგომარეობა გამოიხატება 40–60 წლის ასაკში, ხოლო ბავშვებში 5–15 წლის ასაკში. დერმატომიოზიტი უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

დერმატომიოზიტი არ იკურნება, მაგრამ რემისიის –უსიმპტომო პერიოდის–ეპიზოდების გახანგრძლივება შესაძლებელია. მკურნალობა ეხმარება გამონაყრის შემსუბუქებასა და კუნთის ძალის მომატებასა და ფუნქციის აღდგენას.

გამომწვევი მიზეზი

დერმატომიოზიტის ზუსტ მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადება წააგავს აუტოიმუნურ დარღვევას, როცა იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილებს ებრძვის.

მცირე ზომის სისხლძარღვები კუნთოვან ქსოვილში განსაკუთრებით ზიანდება. ანთება ამ სისხლძარღვების გარშემო დროთა განმავლობაში კუნთის ბოჭკოების დეგენერაციას იწვევს.

სიმპტომები

დერმატომიოზიტის ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ცვლილებები კანზე. იისფერი ან მოწითალო გამონაყარი, უმეტესად სახეზე, ქუთუთოებზე, ფრჩხილებს გარშემო, მუხლებზე, თითებზე, გულმკერდზე, იდაყვებზე, წელზე. გამონაყარი შესაძლოა იყოს ჯგუფებად, მოლურჯო–მოიასამნისფრო ფერით და ხშირად დერმატომიოზიტის პირველი ნიშანია.
  • კუნთების სისუსტე. პროგრესიული სისუსტე კუნთებში, რომლებიც ახლოა სხეულთან– ბარძაყი, თეძო, მხარი, მკლავი ან კისერი. სისუსტე ორმხრივია და თანდათანობით მძიმდება.



როდის მივმართოთ ექიმს

მაშინვე მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა გამონაყარი და კუნთების სისუსტე.