იდაყვის ამოვარდნა

დაავადების აღწერა

იდაყვის ამოვარდნა ძირითადად ვითარდება მაშინ, როდესაც სახსრის შემქმნელი ძვლები რაიმე ძალის ზემოქმედების შედეგად დისლოცირდებიან თავდაპირველი ადგილიდან, მაგალითად გაშლილ ხელზე დაცემის დროს. მხრის შემდეგ, იდაყვის სახსრის ამოვარდნა ყველაზე ხშირი ფორმაა ამ ტიპის დაზიანებებისა ბავშვებში.

1-2 წლის ბავშვებმა, აგრეთვე შეიძლება ამოიგდონ იდაყვი, თუ მათ წინამხრებით ხელში წინამხრებით ავიყვანთ.

თუ თქვენ შვილს ამოუვარდა იდაყვი, მოთხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. შესაძლოა განვითარდეს გართულებები, თუ ამოვარდნილი იდაყვი დააწვება ხელის მტევნისკენ მიმავალ სისხლძარღვებსა და ნერვებს.

ამოვარდნილი იდაყვის გასოწრება, ძირითად შემთხვევებში, ქირურგიული ჩარევის გარეშეა შესაძლებელი. თუმცა იდაყვის მოტეხილობის შემთხვევაში ზოგჯერ ქირირგიული ოპერაცია საჭირო ხდება

გამომწვევი მიზეზი

მოზრდილებში, იდაყვის ამოვარდნის ყველაზე ხშირი მიზეზეიბ:

  • დაცემა. გაშლილ ხელზე დაცემამ შესაძლოა გამოიწვიოს მხრის ძვლის ამოვარდან იდაყვის სახსრიდან
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები. ავარიის დროს, ადამიანები ზოგჯერ დაზიანებისგან თვის არიდებას ხელების საშუალებით ცდილობენ, რამაც შესაძლოა იდაყვის ამოვარდნა გამოიწვიოს.
  • ბავშვებში და თინეიჯერებში, იდაყვის ამოვარდნის ყველაზე ხშირი მიზეზი გაშლილ ხელზე დაცემაა.



1-2 წლის ბავშვებში, დაზიანება ყველაზე ხშირად გამოწვეულია გაშლილ მკლავზე აყვანის დროს მოქაჩვით. ასეთი დაზიანებების მიზეზებია:

  • არასწორი აყვანა ხელში. მკლავებით არასწორად ბავშვის ხელში აყვანამ შეიძლება გამოიწვიოს იდაყვის ამოვარდნა.
  • უცაბედად გამოქაჩვა. თუ თქვენ ასეირნებთ ბავშვს ხელჩაკიდებული და უეცრად მას ფეხი დაუცდა, შესაძლოა განვითარდეს იდაყვის ამოვარდნა.

სიმპტომები

ამოვარდნილი იდაყვის სიმპტომები:

  • ძლიერი ტკივილი
  • სახსრის აშკარა დეფორმაცია
  • 1-2 წლის ბავშვებმა იდაყვის ამოვარდნის ტკივილი მხოლოდ მისი გამოძრავების შემდეგ შეიძლება იგრძნონ.ბავშვი, როგორც წესი თავიდან ირიდებს დაზიანებული მკლავის მოძრაობას და დაათრევს მას.
  • ზოგიერთ შემთხვევაში, იდაყვი ნაწილობრივაა ამოვარდნილი. ნაწილობრივმა ამოვარდნამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩალურჯება ან ტკივილი დაჭიმული ან გახეული იოგების არეში



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება ძლიერი ტკივილი და იდაყვის სახსრის აშკარა დეფორმაცია.