თავბრუსხვევა

დაავადების აღწერა

თავბრუსხვევა ზოგადი ტერმინია, რომელსაც ბევრი სიმპტომის გამოვლენის დროს იყენებენ, როგორიცაა გულის წასვლის შეგრძნება, წონასწორობის კარგვა, სისუსტე და ა.შ. თავბრუსხვევის ფორმას, რომლის დროსაც ადამიანს ჰგონია, რომ ბრუნავს ან საგნები ბრუნავენ მის გარშემო, ვერტიგო ეწოდება.

თავბრუსხვევა მოზრდილებში ექიმებთან ჩივილის ერთ-ერთ ხშირი მიზეზია დაღლილობასთან და მკერდის ტკივლთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თავბრუსხვევამ შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი ხშირად შეგიშალოთ, მდგომარეობა,როგორც წესი, არ მიუთითებს რაიმე მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებაზე. თავბრუსხვევის მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზსა და სიმპტომებზე, თუმცა როგორც წესი იგი ეფექტურია.

გამომწვევი მიზეზი

თავბრუსხვევის კონკრეტული აღქმის ფორმები, მაგ: ვერტიგოს შეგრძნება, გულის წასვლის შეგრძნება, წონასწორობის დაკარგივს შეგრძნება შეიძლება იყვნენ გასაღები გამომწვევი მიზეზის დასადგენად. კონკრეტული გამომწვევები, როგორიცაა ზოგიერთი აქტივობა ან პოზიცია, შეიძლება იყოს მიმანიშნებელი თავბრუსხვევის მიზეზზე. თავბრუსხვევის ეპიზოდების ხანგრძლივობა და რაიმე დამატებითი სიმპტომები აგრეთვე ეხმარება ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასმაში

ვერტიგო

ვერტიგო, როგორც წესი, გამოწვეულია შიდა ყურში არსებული წონასწორობის სტრუქტურების ან შიდა ყურის თავის ტვინთან დამაკავშრებელი წონასწორობის სტრუქტურების(ვესტიბულური აპარატი) მოქმედების უცაბედი ან დროებითი ცვლილებით. ეს კავშირები აღიქვამენ თავის პოზიციის და მოძრაობის ცვლილებებს. წამოდგომამ ან წრეზე ბრუნვამ მდგომარეობა შეიძლება გააუარესოს. ზოგჯერ ვერტიგო იმდენად ძლიერია, რომ იწვევს გულისრევის შეგრძნებას, ღებინებასა და წონასწორობის პრობლემებს. თუმცა, ვერტიგოს დადებითი მხარე არის ის, რომ იგი არ გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში. რამოდენიმე კვირის შემდეგ, როგორც წესი, ორგანიზმი ეგუება თავბრუსხვევის გამომწვევ მიზეზს.
ვერტიგოის მიზეზები:

  • კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო. კპპვ იწვევს ვერტიგოს ინტენსიურ, ხანმოკლე ეპიზოდებს, რომელიც მოჰყვება თავის პოზიციის უცაბედ ცვლილებას, მაგალითდ საწოლში გადატრიალების დროს, ან საწოლიდან ადგომის დროს. კპპვ ვერტიგოს ყველაზე ხშირი მიზეზია.
  • შიდა ყურის ანთება. შიდა ყურის ანთების(მწვავე ვესტიბულური ნევრიტი) სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც უცაბედი დაწყება ინტენსიურ, მუდმივი ვერტიგოსი, რომელიც გრძელდება რამოდენიმე დღე და თან ახლავს: გულისრევისგრძნება, ღებინება და წონასწორობის პრობლემები. ეს სიმპტომები შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ პაციენტს საწოლში დარჩენა მოუწიოს. რიოდესაც მდგომარეობას ახლავს სმენის უცაბედი დაკარგვა, დაავადებას ლაბირინთიტი ეწოდება. საბედნიეროდ, ვესტიბულური ნევრიტი ხშირად თავისით გაივლის. თუმცა ადრეულმა მკურნალობამ შესაძლოა დააჩქაროს გამოჯანმრთელება.
  • მენიერის დაავადება. დაავადების დროს, შიდა ყურში ხდება ზედმეტი სითხის დაგროვება. მდგოამრეობას ახასიათებს ვერტიგოს უცაბედი ეპიზოდები, რომლებიც გრძელდება რამოდენიმე საათი, ახლავს სმენის ხანგამოშვებითი დაკარგვა, ზარის რეკვის ხმის შეგრზნება ყრებში და დაზიანებული ყურის მხარეს სისავსის შეგრძნება.
  • ვესტიბულური შაკიკი. შაკიკი თავის ტკივილზე ბევრად სერიოზული პრობლემაა. ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა მხოლოდ ვიზუალური “აურა” განიცადოს, თუმცა ზოგიერთი პაციენტს აღენიშნება ვერტიგო და თავბრუსხვევის სხვა ფორმები, მაშინაც კი როდესაც მდგოამრეობას თან არა ხლავს მძიმე თავის ტკივილი. ასეთი ეპიზოდები შესაძლოა გაგრძელდეს საათებიდან დღეების განმავლობაში და დაკავშირებული იყოს თავის ტკივილთან და შუქზე ან ხმაურზე ჰიპერმგრძნობელობასთან.
  • სასმენი ნერვის ნევრომა. სასმენი ნერვის ნევრომა(ვესტიბულური შვანომა) კეთილთვისებიანი წარმონაქმნია ნერვზე, რომელიც აკავშირებს შიდა ყურს თავის ტვინთან. სამენი ნერვის ნევრომის სიმპტომები ძირითადად წარმოადგენენ სმენის პროგრესიულ კარგვას ან ზარის რეკვის შეგრძნებას ყურში ცალ მხარეს, როემლსაც თან ახლავს წონასწორობის კარგვა ან თავბრუსხვევა.
  • სხვა მიზეზები. იშვიათად, ვერტიგო შეიძლება იყოს სერიოზული ნევროლოგიური პრობლემის გამოვლინება, როგორიცაა ინსულტი, სისხლდენა თავის ტვინში ან გაფანტული სკლეროზი. ამ შემთხვევებში არსებობს სხვა ნევროლოგიური სიმპტომებიც, როგორიცაა გაორებული მხედველბოის არე, გაძნელებული მეტყველება, სახის სისუსტე ან გაშეშება, კიდურების კოორდინაციის დარღვევა ან წონასწორობის პრობლემები.



გულის წასვლის შეგრძნება

თავბრუსხვევის დროს, პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს გულის წასვლის შეგრძნება ცნობიერების დაკარგვის გარეშე. ზოგჯერ, გულისრევის შეგრძნება, ფერკმრთალი ან წებოვანი კანი თან ახლავს გულისრევის შეგრძნებას. თავბრუსხვევის ამ ფორმის მიზეზები:

  • სისხლის წნევის დავარდნა(ორთოსტატული ჰიპოტენზია). სისხლის სისტოლური წნევის ძლიერმა ვარდნამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის წასვლის შეგრძნება. ეს მდგომარეობა ხშირად ვითარდება სწრაფი წამოჯდომით ან ფეხზე ადგომით.
  • არასაკმარისი სისხლის გადატყორცნა გულიდან. გულიდან არასაკმარისი სისხლის გადატყორცნის მიზეზი შესაძლოა იყოს მრავალგვარი: გულის კუნთის დაავადებები(კარდიომიოპათიები) გულის არანორმალური რითმი(არითმია) ან სიხლის მოცულობის კლება



წონასწორობის კარგვა

წონასწორობის კარგვის დროს პაციენტი თავს არასტაბილურად გრძნობს სიარულისას. მიზეზები:

  • შიდა ყურის(ვესტიბულური) პრობლემები. შიდა ყურის პრობლემებმა შესაძლოა გამოიწვიონ არასტაბილურობის შეგრძნება სიარულისას, განსაკუთრებით კი სიბნელეში.
  • მგრძნობელობითი პრობლემები. მხედველობის ან კიდურების ნერვების (პერიფერიული ნეიროპათია) დაზიანებები ხშირია მოხუცებში. ეს მდგომარეობა აგრეთვე არღვევს წონასწორობის შენარჩუნების ფუნქციას
  • კუნთისა და სახსრის პრობლემები. წონასწორობის კარგვის მიზეზი შეიძლება იყოს კუნთის სისუსტე და ოსტეოართრიტი- ართრიტის ფორმა რომლის დროსაც სახსარი ცვდება და ზიანდება სიმძიმის მატარებელი მთავარი სახსრები.
  • ნევროლოგიური პრობლემები. ნევროლოგიურმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს:წონასწორობის პროგრესიული დაკარგვა, როგორიცაა პარკინსონის დაავადება და ნათხემოვანი ატაქსია.
  • მედიკამენტები. წონასწორობის დაკარგვა შესაძლებელიაგამოწვეული იყოს ზოგიერთი წამლის გვერდითი ეფექტებით. ასეთი წამლებია:ეპილეფსიური შეტევის საწინააღმდეგო წამლები, ტრანკვილიზატორები და დამამშვიდებლები.
  • თავბრუსხვევისმაგვარი სხვა შეგრძნებები, როგორიცაა: ლივლივის, ცურვის ან თავის დამძიმების შეგრძნება

სხვა თავბრუსხვევისმაგვარი შეგრძნებების აღწერა რთულია. ექიმმა ასეთი ფორმის შეგრძნებები შესაძლოა განსაზღვროს, როგორც არასპეციფიური თავბრუსხვევა. მიზეზები:

  • მედიკამენტები. სისხლის წნევის დამწევმა მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიონ გულის წასვლა. ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს თავბრუსხვევის არასპეციფიურ შეგრძნებებს, რომლებიც წყდებიან წამლის მიღების შეჩერების შემდგომ.
  • შიდა ყურის დაავადებები. შიდა ყურის პრობლემებმა შესაძლოა გამოიწვიონ მუდმივი, არავერტიგოსმაგვარი ტიპის თავბრუსხვევები.
  • შფოთვითი აშლილობები. ნებისმიერმა შფოთვითმა აშლილობამ, როგორიცაა პანიკური შეტევა ან სახლიდან დიდ სივრცეებში გასვლის შიში(აგორაფობია), შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ზოგჯერ ერთი მიზეზი, მაგალითდ შიდა ყურის პრობლემა იწვევს სიმპტომებს, თუმცა თან დართული შფოთი განაპირობებს თავბრუსხვევის შეგრძნების დარჩენას მაშინაც კი, როდესაც შიდა ყურის პრობლემა მოხსნილია.
  • რკინის დაბალი შემცველობა სისხლში(ანემია). ანემიას თავბრუსხვევის გარდა სხვა სიმპტომებიც შეიძლება ახლდეს: დაღლილობა, სისუსტე და ფერმკრთალი კანი.
  • შაქრის დაბბალი შემცველობა სისხლში(ჰიპოგლიკემია). ეს მდოგმარეობა ძირითადად დიაბეტიან პაციენტებში გვხვდება, ვინც მოიხმარს ინსულინს. თავბრუსხვევას შესაძლოა თან ახლდეს ოფლიანობა და დაბნეულობა.
  • ყურის ინფექციები. ზოგჯერ, ყურის ინფექციები იწვევენ თავბრუსხვევას. ინფექციის მორჩენასთან ერთად თავბრუსხვევაც გაივლის.
  • გადახურება და დეჰიდრატაცია. თუ თვენ ფიზიკურათ იტვირთებით ცხელ ამინდებში ან არ იღებთ საკმარისი რაოდენობის სითხეებს, შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა გადახურებისგან(ჰიპერთერმია) ან დეჰიდრატაციისგან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ იღებთ გულის ზოგიერთ მედიკამენტს. გრილ ადგილებში ყოფნა და სითხეების მიღება ამცირებს თავბრუსხვევის შეგრძნებას.
  • ქრონიკული თავბრუსხვევა(სუბიექტური). ეს კლინიკური სინდრომი ხასიათდება არასპეფიციური თავბრუსხვევით, რომლის აშკარა სამედიცინო მიზეზი არ არსებობს. ქრონიკული თავბრუსხვევა დაკავშირებულია საკუთარ მოძრაობებზე ჰიპერმგრძნობელობით. თავბრსხვევის ეს ფორმა უარესდება კომპლექსურ ვიზუალურ გარემოში ყოფნისას(მაგ. სუპერმარკეტში), მხედველობის არეში მოძრავი საგნების არსებობით(ფილმის ყურებისას) ან რაიმე დავალებისგან, რომელსაც მხედველობითი დაკვირვება სჭირდება.

სიმპტომები

თავბრუსხვევა შესაძლებელია კონკრეტულად აღიწეროს, როგორც ერთ-ერთი შემდეგი შეგრძნება:

  • არარეალური შეგრძნება მოძრაობისა ან ბრუნვისა (ვერტიგო)
  • გულის წასვლის შეგრძნება
  • წონასწორობის დაკარგვა
  • სხვა შეგრძნებები, როგორიცაა ტივტივი, ცურვა ან თავის დამძიმება.



თავბრუსხვევასა და მის მსგავს შეგრძნებებს ბევრი დაავადება იწვევს. ზოგიერთი ასეთი დაავადების ან მდგომარეობის დროს, თავის ტვინისკენ მიმავალი მგრძნობელობითი სისტემის ნაწილები ზიანდება ან თავის ტვინს გადაეცემა არასწორი სიგნალები. ასეთი მგრძნობელობითი სისტემებია:

  • თვალები, რომლები განსაზღვრავენ სხეულის მდებარეობას სივრცეში და მის მოძრაობას.
  • სენსორული ნერვები, რომლებიც აგზავნიან სიგნალებს ტვინის მიმართულებით სხეულის მოძრაობისა და პოზიციების შესახებ
  • შიდა ყური. მასში მდებარეობენ სენსორები, რომლებიც გრძნობენ გრავიტაციას და აკონტროლებენ წინ და უკან მოძრაობებს



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ გაქვთ მოულოდნელი, აუხსნელი თავბრუსხვევა მიმართეთ ექიმს.

აკრიფეთ 112 და მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ თქვენ აღგენიშნებათ ახლად დაწყებული, მძიმე თავბრუსხვევა ან ვერტიგო და მას თან ახლავს ან გამოწვეულია:

  • თავის მძიმე ტრავმული დაზიანება
  • ახლახანს დაწყებული, განსხვავებული ტიპის ან ძლიერი თავის ტკივილი
  • გაშეშებული კისერი
  • გაბუნდოვანებული მხედველობის არე
  • სმენის უცაბედი დაკარგვა
  • გართულებული მეტყველება
  • ქვედა კიდურის ან მკლავის სისუსტე
  • ცნობიერების დაკარგვა
  • წაქცევა ან გაძნელებული სიარული
  • მკერდის ტკივილი ან არარეგულარული გულისცემა