ლეგ–კალვე–პერტესის დაავადება

დაავადების აღწერა

ლეგ–კალვე–პერტესის დაავადება ბავშვებისათვის დამახასიათებელი მდგომარეობაა, რომლის დროსაც დაზიანებულია თეძო,კერძოდ სახსარი, სადაც ბარძაყის ძვალი და მენჯის ძვლები ერთმანეთს უერთდება.

ლეგ–კალვე პერტესის დაავადების მიზეზი თეძოს სახსარში ბარძაყის ძვლის თავის სისხლით მომარაგების დროებითი შეწყვეტა–დაქვეითებაა. სისხლის გარეშე, ძვალი იწყებს კვდომას, ამიტომ ადვილად ტყდება და რთულად ხორცდება.

სახსარში ბარძაყის ძვლის თავი რაც შეიძლება მრგვალი ფორმის უნდა იყოს, ამისთვის ექიმები იყენებენ მკურნალობის გარკვეულ მეთოდებს. სახსარში ბარძაყის თავის დაფიქსირება აუცილებელია შეხორცების პროცესისათვის.

გამომწვევი მიზეზი

ლეგ–კალვე–პერტესის დაავადების მიზეზი ბარძაყის ძვლის თავის სისხლით მომარაგების დარღვევაა. ადეკვატური მომარაგების გარეშე, ძვალი არასტაბილურია და ადვილად ტყდება, შემდეგ რთულად ხორცდება.რა იწვევს სისხლით მომარაგების დროებით დაქვეითება–შეწყვეტას, ჯერ კიდევ უცნობია.

სიმპტომები

ლეგ–კალვე–პერტესის დაავადების ნიშნები და სიმპტომებია:

  • კოჭლობა
  • ტკივილი ან გაშეშება თეძოს, საზარდულის, ბარძაყის, მუხლის მიდამოში
  • მენჯ–ბარძაყის სახსრის მოძრაობის შეზღუდვა



ლეგ–კალვე–პერტესის დაავადება ძირითადად მხოლოდ ცალ მხარეს ვითარდება. ორმხრივი დაზიანება გვხვდება ზოგიერთ ბავშვში, ძირითადად სხვადასხვა დროს.

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ ბავშვმა დაიწყო კოჭლობა ან უჩივის თეძოს, საზარდულის ან მუხლის ტკივილს. თუ ბავშვს სიცხე აქვს და ფეხს ვერ მართავს, დარეკეთ სასწრაფოში.