ტილები
დაავადების აღწერა
ტილები მცირე ზომის, უფრთო, პარაზიტული მწერებია, რომლებიც სისხლით იკვებებიან. ტილები მარტივად ვრცელდება, განსაკუთრებით სკოლებში– პერსონალური კონტაქტითა და ნივთების გაზიარებით.
არსებობს ტილების რამდენიმე ტიპი:
- თავის ტილები. ეს ტილები ბინადრობენ სკალპზე. მათი დანახვა შესაძლებელია როგორც კისრის დასაწყისში, ასევე ყურებთან.
- სხეულის ტილები. ამ ტიპის ტილები ბინადრობენ ტანსაცმელზე, საწოლებზე და კანიდან იკვებებიან. სხეულის ტილები ყველაზე ხშირად იმ ადამიანებში გვხვდება, რომლებიც ხშირად არ ბანაობენ, არიან უსახლკარონი ან ხშირად იცვლიან საცხოვრებელს.
- საზარდულის ტილები. საზარდულის ტილები გვხვდება გენიტალიების მიდამოში არსებულ თმაზე და უფრო იშვიათად, გულმკერდის, წარბების ან წამწამების თმებზეც.
თუ თქვენ ან თქვენს შვილს ჰიგიენის ყველა ნორმა დაცული გაქვთ, მაინც შესაძლებელია გადმოგედოთ ტილები. მკურნალობის გარეშე, ეს მდგომარეობა შეიძლება გახანგრძლივდეს.
გამომწვევი მიზეზი
ტილებით დაინფიცირება შესაძლებელია ტილებთან ან კვერცხთან პირდაპირი კონტაქტით. კვერცხები გამოიჩეკება დაახლოებით 1 კვირაში. ტილები ვერ დაფრინავენ და ვერ მოძრაობენ მიწაზე. ისინი ვრცელდებიან:
- თავიდან თავზე ან ტანიდან ტანზე. ეს შესაძლოა მოხდეს ბავშვების ან ოჯახის წევრების ახლო კონტაქტით თამაშის დროს.
- ნივთების ერთად შენახვა.ზოგჯერ შენახული ნივთები, როგორიცაა ტილებიანი ტანისამოსი ახლოს ხვდება სხვა ნივთებთან სკოლაში ან სხვა დაწესებულებებში. ნივთები, როგორიცაა ბალიში, სავარცხელი და სათამაშოები განსაკუთრებით სახიფათოა.
- ნივთების გაზიარება ოჯახში ან მეგობრებში. ეს ნივთებია: ტანისამოსი, ყურსასმენი, სავარცხელი, თმის დეკორაცია, პირსახოცი, საბანი, ბალიში ან სათამაშო.
- დაინფიცირებული ავეჯი. საწოლი ან ნაჭრით დაფარული ავეჯი შესაძლოა იყოს ტილების გადადების მიზეზი. ტილები სხეულის გარეშე, სხვადასხვა ზედაპირებზე, ერთ–ორ დღეს ძლებენ.
- სქესობრივი კონტაქტი. საზარდულის არეს ტილები ვრცელდებიან სქესობრივი კონტაქტით მოზრდილებში. ბავშვებში ტილების პოვნა შესაძლოა ძალადობის ნიშანი იყოს.
სიმპტომები
ტილების ნიშნები და სიმპტომებია:
- ძლიერი ქავილი
- თმის მოძრაობით გამოწვეული მოღუტუნების შეგრძნება
- ტილები შესაძლოა იპოვოთ სკალპზე, ტანზე, ტანისამოსზე, საზარდულის არეში. მოზრდილი ტილები დაახლოებით მზესუმზირის მარცვლის ხელა იზრდებიან, მათი მოშორება თმიდან ადვილი არ არის.
- ტილების კვერცხების პოვნა შესაძლებელია თმის ძირებში. კვერცხები წააგავს ქერტლს, მაგრამ ქერტლისგან განსხვავებით, ვერ შორდება თმიდან მარტივად.
- მცირე ზომის წითელი შესიებები სკალპზე, კისერზე ან მხრებზე.
როდის მივმართოთ ექიმს
ტილებისაგან გათავისუფლებისათვის უმეტესად საკმარისია სპეციალური, ტილების საწინააღმდეგო შამპუნების გამოყენება.
მიმართეთ ექიმს, თუ:
- ტილების საწინააღმდეგო შამპუნი არ მოქმედებს– ექიმმა შესაძლოა უფრო ძლიერი მედიკამენტი გამოგიწეროთ
- ორსულად ხართ– არ გამოიყენოთ შამპუნი ექიმთან კონსულტაციის გარეშე
- გაქვთ ინფიცირებული გამონაყარი ან აბრაზიები ქავილის გამო