კბილის ბუდის სიმშრალე

დაავადების აღწერა

კბილის ბუდის სიმშრალე (ალვეოლური ოსტეიტი) მტკივნეული დაავადებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მუდმივი კბილის ამოღების შემდეგ. კბილის ბუდის სიმშრალე ყველაზე ხშირი გართულებაა კბილის ამოღებისა, როგორიცაა დაზიანებული სიბრძნის კბილის ამოღება. თუ თქვენ გაგივითარდას კბილის ბუდის სიმშრალე, ტკივილი იწყება კბილის ამოღებიდან დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ.

ნორმალურ შემთხვევებში, ამოღებული კბილის ადგილას ყალიბდება სისხლის კოლტი. სისხლის კოლტი დამცავი ბარიერია მის უკან მდებარე ძვლისა და ნერვული დაბოლოებებისა კბილის ცარიელ ბუდეში. კოლტი აგრეთვე წარმოადგენს საფუძველს ახალი ძვლის ზრდისთვის და რბილი ქსოვილის ჩამოყალიბებისთვის.

კბილის ბუდის სიმშრალე ვითარდება მაშინ, როდესაც ამოღბული კბილის ადგილიდან სისხლის კოლტი წყდება ან განილევა ჭრილობის შეხორცებამდე. უკან მდებარე ძვლისა და ნერვების პირდაპირი კონტაქტი გარემოსთან იწვევს ძლიერ ტკივილს არა მარტო ბუდესი, არამედ ნერვების გაყოლებაზეც. ტკივილი შესაძლოა გადადიოდეს სახის გვერდითა ნაწილში.

ურეცეპტო გაცემული მედიკამენტები არ არის საკმარისი კბილის ბუდის სიმშრალის ტკივილის გასაყუჩებლად. სტომატოლოგმა ან პირის ღრუს ქირურგმა უნდა გამოგიწეროთ წამალი, რომელიც უზრუნველყოფს ტკივილს შემსუბუქებას და ნორმალურ შეხორცებას.

გამომწვევი მიზეზი

კბილის ბუდის სიმშრალის ზუსტი მიზეზები ჯერ-ჯერობით შესწავლის საგანია. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობის განვითარებაში რამოდენიმე მიზეზი შეიძლება იღებდეს მონაწილეობას:

  • კბილის ბუდის ბაქტერიული დაბინძურება
  • ძვლის ან რბილი ქსოვილის ძლიერი ტრავმული დაზიანება ქირურგიულ წერტილში კბილის ამოღების გაძნელების გამო
  • ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჭრილობაში ფესვის ან ძვლის მცირე ზომის ნარჩენების არსებობა

სიმპტომები

კბილის ბუდის სიმშრალის სიმპტომები:

  • კბილის ამოღებიდან 3-4 დღის შემდეგ განვითარებული ძლიერი ტკივილი
  • ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა სისხლის კოლტისა კბილის ამოღბის ადგილას. კბილის ბუდეში სიცარიელე მიუთითებს კოლტის დაკარგვაზე.
  • კბილის ბუდეში ძვლის დანახვა
  • ტკივილი, რომელიც კბილის ბუდიდან ვრცელდება ყურის, თვალების, საფეთქლის ან კისრის არეში სახის იმავე მხარეს, სადაც ამოღებულია კბილი
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
  • უსიამოვნო გემო პირის ღრუში
  • გასიებული ლიმფური კვანზბი ყბის ან კისრის ირგვლივ
  • სიცხის ოდნავი მატება



როდის მივმართოთ ექიმს

კბილის ამოღების შემდეგ მცირეოდენი ტკივილი და დისკომფორტი ნორმალურია. თუმცა, ნორმალური ტკივილის გაკონტროლება შესაძლებელია სტომატოლოგის მიერ გამოწერილი ტკივილგამაყუჩებლებით და შედეგად ტკივილი დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს. თუ თვენ უცაბედად დაგეწყებათ ტკივილი ან კბილის ამოღების შემდეგ რამოდენიმე დღეში ტკივილი მწვავდება, მიმართეტ სტომატოლოგს ან პირის ღრუს ქირურგს სასწრაფოდ.