დიზართრია

დაავადების აღწერა

დიზართრია დაავადებაა, რომლის დროსაც მეტყველების კუნთები სუსტია ან პაციენტს უჭირს სამეტყველო კუნთების ნებითი გაკონტროლება. დიზართრიას, ხშირად, ახასიათებს ბუნდოვანი ან ნელი მეტყველება, რომელიც ძნელია გასაგებად.

დიზართრიის ძირითადი მიზეზები ნევროლოგიურია:ინსულტი, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, თავის ტვინის სიმსივნეები და მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ სახის პარალიზს ან ენის და ყელის კუნთების სისუსტეს. დიზართრიას ზოგიერთი მედიკამენტიც იწვევს.

დიზართრიის მკურნალობა მიმართულია გამომწვევ მიზეზზე, თუ იგი არსებობს. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ მეტყველების თრაპია რათა გაუმჯობესდეს გამოთქმა. მედიკამენტებით გამოწვეული დიზართრია შეწყდება მაშინ, როდესაც პაციენტი ამ წამლების მიღებას შეაჩერებს.

გამომწვევი მიზეზი

დიზართრიის დროს შესაძლოა გაძნელებული იყოს მეტყველებაში მონაწილე პირის ღრუს, სახის ან ზედა სასუნთქი გზების კუნთებზე კონტროლი. დაავადებები, რომლებიც იწვევენ დიზართრიას:

  • ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი
  • თავის ტვინის ტრავმული დაზიანება
  • თავის ტვინის სიმსივნე
  • ცერებრალური დამბლა
  • გიიენ-ბარეს სინდრომი
  • თავის ტრავმული დაზიანება
  • ჰანტინგტონის დავადება
  • ლაიმის დაავადება
  • გაფანტული სკლეროზი
  • კუნთების დისტროფია
  • მიასთენია გრავისი(კუნთები სისუსტე)
  • პარკინოსნის დაავადება
  • ინსულტი
  • ვილსონის დაავადება



ზოგიერთი მედიკამენტი:ნარკოტიკები, დამამშვიდებლები აგრეთვე იწვევენ დიზართრიას

სიმპტომები

დიზართრიის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია დიზართრიის მიზეზსა და ფორმაზე. სიმპტომები:

  • ბუნდოვანი მეტყველება
  • ნელი მეტყველება
  • ჩურჩულზე უფრო ხმამაღლა საუბარის შეზღუდვა ან ძალიან ხმამაღლა საუბარი
  • სწრაფი მეტყველება, რომელიც რთულია გასაგებად
  • ჟღარუნა ხმიანობის ან ცხვირში საუბარი
  • მეტყველების არათანაბარი რითმი
  • მეტყველების არათანაბარი ხმიანობა
  • მონოტონური საუბარი
  • ენის ან სახის კუნთების მოძრაობის გაძნელება


 
როდის მივმართოთ ექიმს

დიზართრია ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ უცაბედად და მოულოდნელად დაგეწყოთ ცვლილებები მეტყველებაში.