დისლექსია

დაავადების აღწერა

დისლექსიის დროს ადამიანს უჭირს წაკითხვა, რადგან ვერ აღიქვამს წარმოთქმულ ბგერებს და ვერ უკავშირებს მათ ასოებთან და წერილობით სიტყვებთან. დისლექსია, რომელსაც ასევე კითხვის სპეციფიურ უუნარობას უწოდებენ, დასწავლის ხშირი დაავადებაა ბავშვებში.

დისლექსია გვხვდება ბავშვებში, ვისაც ნორმალური მხედველობა და ინტელექტი აქვთ. ზოგჯერ, დისლექსია შეუმჩნებლად მიმდინარეობს წლების განმავლობაში და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ხდება.

დისლექსიის მკურნალობა არ არსებობს. დაავადება მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. მდგომარეობა მემკვიდრულია და ზემოქმედებს თავის ტივინის მოქმედების მექანიზმზე. თუმცა, დისლექსიის მქონე ბავშვების უმრავლესობა ახერხებს სკოლაში ნორმალურად სწავლას სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის პირობებში. ემოციური მხარდაჭერა აგრეთვე დიდ როლს თამაშობს.

გამომწვევი მიზეზი

დისლექსია უკავშირდება ზოგიერთ გენს, რომელიც აკონტროლებს თავის ტვინის გავნითარებას, შესაბამისად დაავადება მემკვიდრულია.

ხსენებული მემკვიდრული პრობლემები ზემოქმედებენ თავის ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც პასუხს აგებს ენისა და მეტყველების განვითარებაზე. შედეგად პაციენტებს უჭირთ დაწერილი ასოების სიტყვებად გადატანა მეტყველებაში.

სიმპტომები

სკოლის ასაკამდე დისლექსიის სიმპტომების შემჩნება რთულია, თუმცა არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ პრობლემაზე. სკოლის ასაკში მასწავლებელი შეიძლება იყოს პირველი, ვინც შეამჩნევს მდგომარეობას. დაავადება თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი კითხვას სწავლობს.

სკოლამდე

სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ დისლექსიის განვითარების რისკზე ბავშვებში:

  • მეტყველების გვიან დაწყება
  • ახალი სიტყვების ნელა დასწავლა
  • საბავშვო, რითმული სიმღერების ათვისების გაძნელება
  • რითმული თამაშების ათვისებიის გაძნელება



სკოლის ასაკი

სკოლაში შესვლის შემდეგ დისლექსიის სიმპტომები უფრო თვალსაჩინო ხდება:

  • ასაკთან შეუსაბამოდ კითხვის დაქვეითებული უნარი
  • მოსმენილი წინადადებების დამუშავების და გაგების პრობლემები
  • სწრაფი დავალებების აღქმის უნარის დაქვეითება
  • მოვლენათა თანმიმდევრობის დამახსოვრების პრობლემები
  • ასოებსა და სიტყვებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების თვალით(ზოგჯერ სმენით) გარჩევა
  • უცნობი სიტყვის გამოთქმის უუნარობა
  • გამოთქმის დაქვეითებული უნარი
  • უცხო ენის შესწავლის დაქვეითებული უნარი



თინეიჯერობისა და ზრდასრულობის პერიოდი

თინეიჯერებსა და ზრდასრულებში დისლექსიის სიმპტომები წააგავს ბავშვობის სიმპტომებს. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ჩარევა სასაერგებლოა დისლექსიის მკურნალობისთვის, დახმარება მაინც არასდროსაა გვიანი. დისლექსიის ზოგიერთი საერთო სიმპტომი თინეიჯერებსა და მოზრდილებში:

  • წაკითხვის, მათ შორის ხმამაღლა წაკითხვის პრობლემები
  • გამოთქმებისა და ხუმრობების აღქმის დაქვეითებული უნარი. გადატანითი მნიშვნელობით გაგონილი წინადადებების ან სიტყვების აღქმის უნარის დაქვეითება.
  • დროის გადანაწილების პრობლემები
  • მონათხრობიდან დასკვნის გამოტანის დაქვეითებული უნარი
  • უცხო ენის შესწავლის დაქვეითებული უნარი
  • მახსოვრობის პრობლემები
  • მათემატიკური ამოცანების ამოხსნის პრობლემები


 
როდის მივმართოთ ექიმს

  • დისლექსიის დროს, ბავშვები კითხვას გვიანდელ ასაკში იწყებენ. ბავშვების უმრავლესობა კითხვას საბავშვო ბაღში ან პირველ კლასში იწყებენ, თუმცა დისლექსიით დაავადებული ბავშვები ამ ასაკში კითხვის საფუძვლებს ვერ ითვისებენ.
  • მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი შვილის კითხვის უნარი შეუსაბამოდ დაბალია მის ასაკთან მიმართებაში. ასევე მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ დისლექსიის ხსენებულ სხვა სიმპტომებსა და გამოვლინებებს. დიაგნოზისა და მკურნალობის გარეშე, დისლექსიით გამოწვეული კითხვის სირთულეები ბავშვობიდან მოზრდილ ასაკშიც გადადის.