დისტონია
დაავადების აღწერა
ექიმები დისტონიას შემდეგ კატეგორიებად ყოფენ:გენერალიზებული, ფოკალური და სეგემენტური. ფოკალური დისტონია, რომელიც არის ყველაზე ხშირი კატეგორია, აზიანებს სხეულის ერთ ნაწილს. გენერალიზებული დისტონია ზემოქმედებს სხეულის ყველა ნაწილზე. სეგმენტური დისტონიის დროს კი სხეულის ორი ან მეტი ახლომდებარე ნაწილებია დაზიანებული. დისტონიის ზოგიერთი ტიპი მემკვიდრულია.
მედიკამენტები, ზოგჯერ, აუმჯობესებენ დისტონიის სიმპტომებს, მაგრამ არა სამუდამოდ. უფრო მძიმე შემთხვევებში, თვის ტვინის რეგიონებისა და ნერვების დასარეგულირებლად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა
გამომწვევი მიზეზი
დისტონიის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა შესაძლოა რამოდენიმე ფაქტორი იღებდეს ავადმყოფობის განვითარებაში მონაწილეობას.
ნერვული უჯრედების შეცვლილი ურთიერთკავშირი
დისტონია შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბაზალურ განგლიაში ნერვული უჯრედების ურთიერთკავშირის შეცვლით. ბაზალური განგლიის ნაწილი თავის ტვინში უზრუნველყოფს კუნთის შეკუმშვის დაწყებას.
გენეტიკური ცვლილებები
დისტონია ზოგჯერ მემკვიდრულია. მკვლევარებმა დისტონიის მემკვიდრულ ფორმასთან დაკავშირებული რამოდენიმე გენეტიკური ცვლილება აღმოაჩინეს.
სხვა დაავადებები
ზოგჯერ დისტონია შეიძლება იყოს სხვა დაავადების სიმპტომი. ასეთი დაავადებებია:
- პარკინსონის დაავადება
- ჰანტინგტონის დავადება
- ვილსონის დაავადება
- თავის ტვინის ტრავმული დაზიანება
- ტრავმული დაზიანება მშობიარობისას
- ინსულტი
- თავის ტვინის სიმსივნე
- პარანეოპლასტიური სინდრომები
- ჟანგბადის დაკარგვა
- ინფექციები, როგორიცაა ტუბერკულოზი ან ენცეფალიტი
- რეაქცია ზოგიერთ მედიკამენტებზე
- მძიმე მეტალით ან ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა
სიმპტომები
დისტონიის სიმპტომები:
- კუნთების უნებლიე შეკუმშვები, რაც იწვევს განმეორებით მოძრაობებს ან ადამაინის პოზის დაგრეხვას
- იწყება ერთ წერტილში, მაგალითად ტერფის, ხელის მტევნის ან კისრის არეში
- შესაძლოა განვითარდეს კონკრეტული აქტის დროს, როგორიცაა ხელით წერა
- უარესდება სტრესის, დაღლილობის ან შფოთვის დროს
- ხდება უფროდაუფრო შესამჩნევი დროთა განმავლობაში
დისტონიის ზეგავლენა ცხოვრებაზე დამოკიდებულია დაზიანების მდებარეობაზე, დისტონიის ტიპზე და კუნთის შეკუმშვების სიძლიერეზე. სხეულის დაზიანებული ადგილები შეიძლება იყოს:
- ქუთუთოები. სწრაფი დახამხამება ან უნებლიე სპაზმები იწვევენ თვალების დახუჭვას(ბლეფაროსპაზმი), რაც პაციენტს ფაქტობრივად აბრმავებს.
- კისერი. კისრის დისტონიის დროს, კუნთის შეკუმშვები იწვევენ თავის ერთ მხარეს გადაგრიხვას, წინ ან უკან გადაქაჩვას და ზოგჯერ ტკივილსაც.
- სახე, თავი და კისერი. კრანიოფაციალური დისტონიის დროს, პაციენტის სახის, კისრისა და თავის კუნთები იკუმშება. ორომანდიბულარული დისტონია ზემოქმედებს ქვედა ყბის ან ენის მოძარობებზე და იწვევს ბუნდოვან მეტყველებას ან ყლაპვის გაძნელებას.
- ხმის იოგები. დისტონიის ზოგიერთი ფორმა აზიანებს ხმის იოგების მაკონტროლირებელ კუნთებს(სპაზმოდური დისფონია). შედეგად პაციენტის ხმა წააგავს ჩურჩულს ან იგი საუბრობს დაძაბული ხმით.
- ხელის მტევანი და წინამხარი.ზოგიერთი დისტონია თავს იჩენს მხოლოდ კონკრეტული, განმეორებითი საქმიანობის დროს. მუსიკოსის დისტონიის დროს, პაციენტმა შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ ვეღარ შეძლოს საკუთარ ინსტრუმენტზე დაკვრა. მწერლის დისტონიის დროს, ხელის მტევნისა და წინამხრის კუნთები უნებლიედ იკუმშება წერისას. დისტონია შესაძლოა გაჩნდეს სხვა სპეციფიური საქმიანობების დროსაც.
როდის მივმართოთ ექიმს
რადგანაც დისტონიის სიმტომები ხშირად მსუბუქია, განგამოშვებითი და უკავშირდება კონრეტულ საქმიანობას, ზოგიერთ ადამიანს თავდაპირველად მიაჩნია, რომ ისინი თავად იგონებენ პრობლემას. თუ თქვენ ან თქვენ ნაცნობს აღენიშნება კუნთების უნებლიე შეკუმშვები, მიმართეთ ექიმს.