დივერტიკულიტი
დაავადების აღწერა
დივერტიკულა მცირე ზომის ჩანთისებრი ამობურცულობაა, რომელიც ყალიბდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენ შრეზე. დივერტიკულები ყველაზე ხშირად მსხვილი ნაწლავის(კოლინჯის) ქვედა ნაწილში გვხვდება. დივერტიკულები ხშირია, განსაკუთრებით 40 წელს ზემოთ, თუმცა დაავადება იშვიათად იწვევს გართულებებს.
მიუხედავად პრობლემის უმნიშვნელობისა, შესაძლოა განვითარდეს დივერტიკულის ანთება ან ინფექცია. მდგომარეობას დივერტიკულიტი ეწოდება. დივერტიკულიტი იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლის არეში, სიცხეს, გულისრების შეგრძნებას და ნაწლავის მოქმედების ცვლილებებს.
მსუბუქი დივერტიკულიტის მკურნალობა შესაძლებელია მოსვენებით, საკვები რაციონის შეცვლითა და ანტიბოიტიკებით. დივერტიკულიტის მძიმე ფორმა ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
გამომწვევი მიზეზი
დივერტიკულები ძირითადად ვითარდება ნაწლავის ბუნებრივად სუსტ ადგილებში ზეწოლის შედეგად. ეს პროცესი იწვევს ამოზნექილობების გაჩენას მსხვილი ნაწლავის კედელზე.
დივერტიკულიტი ვითარდება დივერტიკულის სტრუქტურის დარღვევის შედეგად, რაც განაპირობებს მის ანთებას, ინფექციას ან ორივეს.
სიმპტომები
დივერტიკულიტის სიმპტომები:
- ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი და გრძელდებოდეს რამოდენიმე დღის განმავლობაში. ტკივილი ძირითადად აღიქმება მუცლის ქვედა მარცხენა მხარეს, თუმცა შესაძლებელია ლოკალიზდებოდეს მარჯვნივაც, განსაკუთრებით აზიელ მოსახლეობაში.
- გულისრევის შეგრძნება და ღებინება.
- სიცხე
- ტკივილი შეხებისას მუცლის არეში
- ყაბზობა, იშვიათ შემთხვევებში კი ფაღარათი