გაზები და გაზის ტკივილები
დაავადების აღწერა
გაზებმა და გაზის ტკივილებმა შეიძლება ყველაზე ცუდ დროს იჩინონ თავი, მაგალითად მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს ან ხალხმრავალ ლიფტში ყოფნისას. ნაწლავების გაზის გამონთავისუფლება (ფლატუსი) ხშირად სერიოზული პრობლემა არაა, თუმცა იგი შეიძლება შემარცხვენელი იყოს.
ყველაფერს, რაც იწვევს ნაწლავების გაზს ან დაკავშირებულია ყაბზობასთან და ფაღარათთან, შეუძლია გამოიწვიოს გაზის ტკივილები. ეს ძირითადად ხდება, როდესაც გაზი დაგროვდება ნაწლავებში და ვერ ახერხებთ მის გამოშვებას. ადამიანთა უმეტესობა გაზს დღეში 10ჯერ მაინც უშვებს.
სასიხარულო ამბავია, რომ იმის მიუხედავად, რომ გაზისა და გაზის ტკივილების შეჩერება შეუძლებელია, რამდენიმე მარტივ ღონისძიებას შეუძლია შეამციროს წარმოქმნილი გაზის რაოდენობა და გაგანთავისუფლოთ დისკომფორტისგან და სირცხვილის გრძნობისგან.
გამომწვევი მიზეზი
გაზები ფორმირდება, როდესაც თქვენს მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიები გარდაქმნიან წვრილ ნაწლავში მოუნელებელ ნახშირწყლებს. სამწუხაროდ, ჯანმრთელ, უჯრედისის დიდი რაოდენობით შემცვლელ საკვებს ხშირად უარყოფითი როლი მიუძღვით.უჯრედისს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მათ შორის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება და სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის დონის რეგულაცია, მაგრამ უჯრედისს აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს გაზების წარმოქმნა.
უჯრედისის დიდი რაოდენობით შემცვლელი საკვები, რომლებიც იწვევენ გაზს და გაზის ტკივილებს:
- ხილი
- ბოსტნეული
- ბურღულეული
- ლობიო და ბარდა
უჯრედისის დანამატები, რომლებიც შეიცავს ფსილიუმს, მაგალითად მეტამუცილს, იწვევენ ასეთ პრობლემებს, განსაკუთრებით თუ მათი დიეტაში ჩართვა სწრაფად მოხდება. გაზიანი სასმელები და ლუდი აგრეთვე იწვევენ გაზებს.
ჭარბი გაზის სხვა მიზეზებია:
- ჩაყლაპული ჰაერი. თქვენ ყლაპავთ ჰაერზე ყოველ ჯერზე როცა ჭამთ ან სვამთ. აგრეთვე შეიძლება ჩაყლაპოთ ჰაერი როცა ნერვიულობს, ძალიან სწრაფად ჭამთ, ღეჭავთ საღეჭ რეზინს, ჭამთ კანფეტს ან სვამთ საწრუპით. ამ ჰაერის ნაწილი აღმოჩნდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილში.
- სხვა სამედიცინო მდგომარეობა. ჭარბი გაზები შეიძლება უფრო სერიოზული ქრონიკული დაავადების სიმპტომი იყოს. ამის მაგალითებია დივერტიკულიტი ან ნაწლავის ანთებითი დაავადება, როგორებიცაა წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება. ჭარბი გაზი და შებერილობა შეიძლება იყოს წვრილ ნაწლავებში ბაქტერიების ჭარბი ზრდის სიმპტომი. ეს შეიძლება დიაბეტმა გამოიწვიოს.
- საკვების აუტანლობა. თუ გაზები და შებერილობა გიჩნდებათ რძის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება თქვენი ორგანიზმი ვერ შლიდეს რძის პროდუქტებში არსებულ შაქარს (ლაქტოზა). სხვა საკვების აუტანლობები, განსაკუთრებით გლუტენის, რომელიც არის ფქვილში და სხვა ბურღულეულში შემავალი ცილა, აგრეთვე იწვევენ ჭარბ გაზებს, ფაღარათს და წონაში კლებას.
- ხელოვნური დანამატები. შეიძლება თქვენი ორგანიზმი ვერ იტანდეს ხელოვნურ დამატკბობლებს, როგორებიცაა უშაქრო საჭმელებში, საღეჭ რეზინებში და ტკბილეულობაში შემავალი სორბიტოლი, მანიტოლი და ქსილიტოლი. ბევრ ჯანმრთელ ადამიანს უვითარდება გაზები და ფაღარათი ამ დამატკბობლების მიღების შემდეგ.
- ყაბზობა. ყაბზობამ შეიძლება გაართულოს გაზის გამონთავისუფლება და გამოიწვიოს შებერილობა და დისკომფორტი.
სიმპტომები
ადამიანთა უმეტესობისთვის გაზისა და გაზის ტკივილების სიმპტომები ძალიან ადვილი მისახვედრია. ესენია:
- ნებითი ან უნებლიე გაზების გამონთავისუფლება, ბოყინის ან *კუილის* სახით.
- მწვავე, დარტყმითი ტკივილი ან კრუნჩხვები მუცელში. ეს ტკივილი შეიძლება მუცლის ნებისმიერ ნაწილში განვითარდეს, სწრაფად იცვალოს ადგილმდებარეობა და მალევე გაქრეს.
- კვანძის შეგრძება მუცელში
- შესიება და დაჭიმულობა მუცელში (შებერილობა)
ხანდახან გაზის ტკივილები იმდენად ხანგრძლივი და მძიმეა, რომ შეიძლება იფიქროთ, რომ რაღაც სერიოზული პრობლემაა.
გაზები შეიძლება აგვერიოს შემდეგ მდგომარეობებში:
- გულის დაავადება
- ნაღვლის ბუშტის კენჭები
- აპენდიციტი
როდის მივმართოთ ექიმს
დღეში 10-20ჯერ გაზების გამონთავისუფლება ნორმად ითვლება. ეს რაოდენობა შეიძლება დღიდან დღემდე იცვლებოდეს.
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს გაზებს თან ერთვის:
- გახანგრძლივებული მუცლის ტკივილი
- სისხლიანი განავალი
- განავლის ფერის ან სიხშირის ცვლილება
- წონაში კლება
- ტკივილი გულმკერდის არეში
- მუდმივი ან განმეორებითი გულისრევა და პირღებინება
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი გაზები ან გაზის ტკივილები იმდენად ხანგრძლივი და მწვავეა, რომ ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში. შემთხვევათა უმეტესობაში მკურნალობას შეუძლია შეამსუბუქოს ან გააქროს პრობლემა.