კრონის დაავადება
დაავადების აღწერა
კრონის დაავადება ნაწლავის ანთებითი დაავადებაა. იგი იწვევს მომნელებელი სისტემის ამომფენი შრეების ანთებას, რაც გამოიხატება მუცლის ტკივილით, ძლიერი ფაღარათით, დაღლილობით, წონაში კლებით და მალნუტრიციით. ანთება ეხება მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ნაწილებს განსხვავებულ პაციენტებში.
კრონის დაავადებით გამოწვეული ანთება ვრცელდება დაზიანებული ნაწლავის კედლის შიდა შრეებშიც. კრონის დაავადება მტკივნეულია და დისკომფორტს უქმნის პაციენტს. შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში გართულებებიც.
კრონის დაავადების განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ მკურნალობა ამსუბუქებს ნიშნებსა და სიმპტომებს და ზოგჯერ იწვევს გრძელვადიან რემისიას. მკურნალობის წყალობით, ზოგიერთი დაავადებული ნორმალურ ცხოვრებას ეწევა.
გამომწვევი მიზეზი
- იმუნური სისტემა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ვირუსი ან ბაქტერია იწვევს დაავადების პროვოცირებას.ზოგჯერ, როცა იმუნური სისტემა ცდილობს უცხო მიკროორგანიზმთან ბრძოლას, არასწორი იმუნური პასუხი საკუთარ ორგანოებს ებრძვის, მათ შორის მომნელებელ სისტემას.
- მემკვიდრეობითობა. კრონის დაავადება უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომელთაც დაავადებული ოჯახის წევრები ყავთ, ამიტომ გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანია. თუმცა, კრონის დაავადებით ავადმყოფთა უმეტესობას არ ყავს დაავადებული ოჯახის წევრი.
სიმპტომები
- ფაღარათი. ფაღარათი ხშირი პრობლემაა. ინტენსიური ნაწლავური მოძრაობები ასევე ხელს უწყობს განავლის გათხიერებას.
- სიცხე და დაღლილობა. მრავალი პაციენტი უჩივის დაბალ სიცხეს, სავარაუდოდ ანთების ან ინფექციის გამო. შესაძლოა იყოს დაღლილობაც და უენერგიობა.
- მუცლის ტკივილი და კრუნჩხვითი მოვლა მუცელში. ანთება და დაწყლულება ხელს უშლის საკვების ნორმალურ გადაადგილებას ნაწლავებში და იწვევს ტკივილს. შესაძლოა გამოიხატოს მსუბუქი დისკომფორტი ან ძლიერი ტკივილი, თანდართული გულისრევითა და ღებინებით.
- სისხლიანი განავალი. შესაძლოა გამოვლინდეს ღია ფერის წითელი სისხლი ტუალეტზე ან მუქი ფერის სისხლი, რომელიც განავალშია. ზოგჯერ სისხლი განავალში არ ჩანს.
- პირის ღრუს წყლულები. ჩნდება წყლულები პირის ლორწოვანზე, აფტოზური წყლულის მსგავსად.
- უმადობა და წონაში კლება. მუცლის ტკივილი და ანთებითი რეაქცია აქვეითებს მადას და მონელებისა და აბსორბციის უნარს, რაც იწვევს წონაში კლებას.
- პერიანალური დაავადება. შესაძლოა განვითარდეს ტკივილი ან დაჩირქება ანუსის გარშემო, ფისტულის ჩამოყალიბების გამო.
- კანის, თვალების ან სახსრების ანთება
- ღვიძლის ან ნაღვლის სადინრების ანთება
- გვიანდელი სქესობრივი მომწიფება ან ზრდა ბავშვებში
- მუცლის ტკივილი
- სისხლიანი განავალი.
- ხშირი ფაღარათი, რომელიც არ მსუბუქდება ურეცეპტო მედიკამენტებით
- აუხსნელი სიცხე, რომელიც რამდენიმე დღეზე მეტს გრძელდება
- აუხსნელი კლება წონაში