ლაქტოზას აუტანლობა
დაავადების აღწერა
ლაქტოზის აუტანლობის (ლაქტაზას დეფიციტი) დროს ადამიანს არ შეუძლია რძის შაქრის (ლაქტოზა) შემცველი პროდუქტების მონელება. ეს დაავადება, ძირითადად, არც ისე საშიშია, თუმცა სიმპტომები შესაძლოა შემაწუხებელი იყოს პაციენტისათვის.
წვრილი ნაწლავის კედლის უჯრედები წარმოქმნიან ფერმენტ ლაქტაზას, რომლის დეფიციტიც ლაქტოზის აუტანლობას იწვევს. ლაქტაზის ნაკლებობა ბევრ ადამიანს აღენიშნება, თუმცა ლაქტოზის აუტანლობა, როგორც დაავადება მხოლოდ შესაბამისი სიმპტომებისა და ნიშნების არსებობის შემთხვევაში განიხილება.
ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია საკვებ რაციონში რძის პროდუქტების შეზღუდვის გზით.
გამომწვევი მიზეზი
ლაქტოზის აუტანლობა ვითარდება, როცა წვრილ ნაწლავში არ წარმოიქმნება საკმარის რაოდენობით ლაქტაზა –ფერმენტი, რომელიც ინელებს რძის შაქარს–ლაქტოზას.
ნორმაში, ლაქტაზა შლის ლაქტოზად ორ მარტივ შაქრად– გლუკოზად და გალაქტოზად, რომლებიც შეიწოვება სისხლში ნაწლავებიდან.
თუ გაქვთ ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზა საკვებში უბრალოდ გაივლის ნაწლავებს, არ მოინელება და არ შეიწოვება. ნაწლავში, ნორმალური ბაქტერიული ფლორა შედის ურთიერთქმედებაში ლაქტოზასთან, რაც იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს.
არსებობს სამი ტიპის აუტანლობა. თითოეულ ტიპში არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც პასუხისმგებელია ამ მდგომარეობაზე.
ლაქტოზის პირველადი აუტანლობა
ეს ლაქტოზის აუტანლობის ყველაზე ხშირი ტიპია. ასეთ პაციენტებში, ლაქტაზას დონე ნორმალურია დაბადებისას, რადგან ჩვილებს ლაქტაზა სჭირდებათ რძის შესაწოვად. როცა რძე ჩანაცვლდება სხვა ტიპის საკვებით, ლაქტაზას წარმოქმნა ნორმაში მცირდება, მაგრამ მაინც რჩება საკმარისი ფერმენტი რძის პროდუქტების მოსანელებლად.
პირველადი აუტანლობის დროს, ლაქტაზას წარმოქმნა წყდება სწრაფად– რძის პროდუქტების მონელება რთულება მოზრდილ ასაკში. პირველადი აუტანლობა გენეტიკურად განისაზღვრება და ხშირია აფრიკული, აზიური და ლათინო–ამერიკული წარმოშობის ადამიანებში, მდგომარეობა ასევე ხშირია ხმელთაშუა ზღვისა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში.
ლაქტოზის მეორეული აუტანლობა
ამ ტიპის აუტანლობა ვითარდება ნაწლავში ლაქტაზას წარმოქმნის ავადმყოფობის, ქირურგიული ჩარევის ან დაზიანების შემდგომი შემცირების დროს. დაავადებები, რომლებიც ასოცირებულია მეორეულ აუტანლობასთან აზიანებს ნაწლავებს. ესენია: ცელიაკია, კრონის დაავადება, ბაქტერიული ზრდა. დაავადების მკურნალობა შესაძლოა დაგვეხმაროს ლაქტაზას დონის მომატებასა და სიმპტომების შემსუბუქებაში, თუმცა ამ პროცესს დრო სჭირდება.
თანდაყოლილი აუტანლობა
შესაძლებელია, მაგრამ იშვიათია, ბავშვში დაბადებიდან ლაქტაზას მცირე ან არარსებული წარმოქმნა. ეს დაავადება გენეტიკურია და აუტოსომურ–რეცესიული ტენდენციით გადაეცემა თაობიდან თაობას. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ორივე მშობელს ჰქონდეს მუტაციური გენის ვარიანტი, რათა ბავშვში დაავადება განვითარდეს.დღენაკლულ ჩვილებს შესაძლოა აუტანლობა არასაკმარისი ლაქტაზის გამო ჰქონდეთ.
სიმპტომები
ლაქტოზის აუტანლობის ნიშნები და სიმპტომები უმეტესად იწყება საკვების მიღებიდან 30 წუთიდან 2 საათში. ეს ნიშნებია:
- დიარეა
- გულისრევა და ზოგჯერ ღებინება
- მუცლის მოვლა
- შებერილობა
- აირები ნაწლავებში
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ შენიშნეთ მსგავსი სიმპტომები რძის პროდუქტების შემცველი საკვების ან სასმელის მიღების შემდეგ, განსაკუთრებით თუ ვერ იღებთ საკმარის კალციუმს.