წყლულოვანი კოლიტი

დაავადების აღწერა

წყლულოვანი კოლიტი არის ნაწლავის ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ვითარდება ხანგრძლივი ანთება და წყლულები. წყლულოვანი კოლიტი აზიანებს მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის ამომფენ გარსს. სიმპტომები როგორც წესი დროთა განმავლობაში ჩნდება.

წყლულოვანმა კოლიტმა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს. მისგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა მკურნალობის შედეგად შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება და ხანგრძლივი რემისიის მიღწევა.

გამომწვევი მიზეზი

წყლულოვანი კოლიტის ზუსტი გამოწვევი უცნობია. ადრე დიეტა და სტრესი გამომწვევებად ითვლებდა, ახლა კი ითვლება, რომ ეს ფაქტორები ამწვავებენ, მაგრამ არ იწვევენ წყლულოვან კოლიტს.

ერთი შესაძლო მიზეზი არის იმუნური სისტემის დარღვევა როდესაც იმუნური სისტემა ებრძვის ბაქტერიას ან ვირუსს, პათოლოგიური იმუნური პასუხის შემთხვევაში იმუნურმა სისტემამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედებსაც შეუტიოს.

მემკვიდრეობითობა აგრეთვე თამაშობს როლს. წყლულოვანი კოლიტი უფრო ხშირია ადამიანებში, რომელთა ოჯახის წევრებში არის დაავადების ისტორია.

სიმპტომები

წყლულოვანი კოლიტის სიმპტომები დამოკიდებულია ანთების სიმწვავეზე და ლოკალიზაციაზე. ექიმები ხშირად ყოფენ წყლულოვან კოლიტს ლოკალიზაციის მიხედვით.

იმის მიხედვით, თუ ნაწლავის რა ნაწილია დაზიანებული, შეიძლება გქონდეთ შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • ფაღარათი, ხშირად სისხლიანი ან ჩირქიანი
  • მუცლის ტკივილი და კრუნჩხვები
  • სწორი ნაწლავის ტკივილი
  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან
  • დეფეკაციის სასწრაფო მოთხოვნილება
  • მოთხოვნილების მიუხედავად დეფეკაციის შეუძლებლობა
  • წონაში კლება
  • დაღლილობა
  • ტემპერატურის მომატება
  • ბავშვებში, ზრდის შეფერხება



წყლულოვანი კოლიტის მქონე ადამიანების უმეტესობას მსუბუქი ან საშუალო სიმპტომები აქვთ. წყლულოვანი კოლიტის მიმდინარეობა ცვალებადია. ზოგ ადამიანს ხანგრძლივი რემისიის პერიოდები აქვს.

ფორმები

წყლულოვანი კოლიტის კლასიფიკაცია ხდება დაზიანებული ნაწლავის მოცულობის მიხედვით. დაავადება შეიძლება იყოს მსუბუქი და მოიცავდეს მხოლოდ სწორ ნაწლავს (წყლულოვანი პროქტიტი) ან მან შეიძლება ნაწლავის სხვა ნაწილებიც დააზიანოს და უფრო მწვავე სიმპტომები გაჩნდეს. როგორც წესი, რაც უფრო ადრეულ ასაკში განვითარდება წყლულოვანი კოლიტი, მით უფრო მძიმეა სიმპტომები.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • მუცლის ტკივილი და კრუნჩხვები
  • სისხლი განავალში
  • ფაღარათი, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტებს
  • ფაღარათი რომელიც ღამე გაღვიძებთ
  • ტემპერატურის მომატება, რომელიც 1-2 დღეზე მეტ ხანს გრძელდება



წყლულოვანი კოლიტი არის ერიოზული დაავადება რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს.