გულის უკმარისობა

დაავადების აღწერა

გულის უკმარისობა ვითარებაა, როდესაც გულის კუნთი არასათანადოდ გადაისვრის სისხლს. ზოგიერთ მდგომარეობა, მაგალითად გულის არტერიების შევიწროვება (კორონარული არტერიული დაავადება) და სისხლის მაღალი წნევა დროთა განმავლობაში იწვევს გულის შესუსტებას ან გახისტებას, რის შედეგადაც იგი ნორმალურად ვერ ივსება და ვერ გადაისვრის სისხლს.

გულის უკმარისობის გამოსწორება ყოველთვის ვერ ხერხდება, თუმცა მკურნალობის ხარჯზე შესაძლებელია ნიშნების და სიმპტომების შემსუბუქება და სიცოცხლის გახანგრძლივება. ცხოვრების წესის ცვლილებებს, მაგალითად ვარჯიშს, საკვებში მარილის შემცირებას, სტრესის მართვას და წონაში დაკლებას შეუძლია გაგიუმჯობესოთ ცხოვრება.

გულის უკმარისობის პრევენციის ერთერთი გზაა იმ მდგომარეობების კონტროლი, რომლებიც იწვევენ გულის უკმარისობას. ესენია კორონარული არტერიული დაავადება, სისხლის მაღალი წნევა, დიაბეტი და სიმსუქნე.

გამომწვევი მიზეზი

გულის უკმარისობა ხშირად ვითარდება სხვა გულის დამაზიანებელი ან შემასუსტებელი დაავადებების შემდეგ. გულის დასუსტება არ არის გულის უკმარისობის განვითარების წინაპირობა. იგი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს გულის გამკვრივების შედეგად.

გულის უკმარისობის დროს, პარკუჭები ხისტდება და არ ივსება სათანადოდ დარტყმებს შორის. ზოგიერთ შემთხვევაში გულის კუნთი შეიძლება დაზიანდეს ან დასუსტდეს, ხოლო პარკუჭები გაფართოვდეს იმ დონეზე, რომ გულმა ვეღარ გადაისროლოს სისხლი მთელ სხეულში. დროთა განმავლობაში, გული ვერ გაუმკლავდება ორგანიზმის სისხლით მომარაგების ვალდებულებას.

განდევნის ფრაქცია მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელიც გვიჩვენებს რამდენმად ეფექტურად ისვრის სისხლს გული. იგი გამოიყენება გულის უკმარისობის კლასიფიკაციაში და მკურნალობის დაგეგვმაში. ჯანმრთელი გულის განდევნის ფრაქცია 50% და მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული დარტყმის დროს პარკუჭში არსებული სისხლის 50%-ზე მეტი გადაისროლება. გულის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს ნორმალური განდევნის ფრაქციის ფონზე. ეს ხდება, როდესაც გულის კუნთი ხისტდება, მაგალითად მაღალი წნევის გამო.

დაგროვებითი გულის უკმარისობის დროს სითხე გროვდება ღვიძლში, მუცელში, ქვედა კიდურებში და ფილტვებში. ყველა გულის უკმარისობა არ არის დაგროვებითი. თქვენ შეიძლება გქონდეს სუნთქვის უკმარისობა ან სისუსტე და არ გქონდეთ სითხის დაგროვება.

გულის უკმარისობა შეიძლება მოიცავდეს გულის მარცხენა პარკუჭს, მარჯვენა პარკუჭს ან ორივეს. ზოგადად, გულის უკმარისობა იწყება მარცხენა პარკუჭიდან, რომელიც გულის მთავარი კამერაა.

გულის მარცხენამხრივი უკმარისობა – სითხე გროვდება ფილტვებში და იწვევს სუნთქვის უკმარისობას.

გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა – სითხე გროვდება მუცელში, ფეხებში და ხელებში და იწვევს შეშუპებას.

გულის სისტოლური უკმარისობა. მარცხენა პარკუჭი ვერ იკუმშება საკმარისად ძლიერად.

გულის დიასტოლური უკმარისობა (გულის უკმარისობა შენახული განდევნის ფრაქციით). მარცხენა პარკუჭი ვერ დუნდება ან ბოლომდე ვერ ივსება, რაც ავსების პრობლემაზე მიუთითებს.

შემდეგი მდგომარეობიდან ნებისმიერს შეუძლია დააზიანოს ან შეასუსტოს გულის კუნთი და გამოიწვიოს გულის უკმარისობა. ზოგიერთის არსებობის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ:

  • კორონარული არტერიული დაავადება და გულის შეტევა. კორონარული არტერიული დაავადება არის გულის დაავადების ყველაზე ხშირი ფორმა და გულის უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზი. დროთა განმავლობაში, გულის მკვებავი არტერიები ვიწროვდება ცხიმოვანი ფოლაქების ჩალაგენის გამო. ამ პროცესს ეწოდება ათეროსკლეროზი. ფოლაქების დაგროვებამ შეიძლება შეუმციროს გულს სისხლის მიწოდება.
  • ინფარქტი ვითარდება, თუ არტერიების შიდა კედელზე ჩამოყალიბებული ცხიმოვანი ფოლაქები გასკდა. ამ დროს ყალიბდება თრომბი და იბლოკება გულის მომმარაგებელი სისხლძარღვი, რის გამოც გულის შეკუმშვის ძალა ნაკლებია და ხშირად მუდმივად ზიანდება. თუ დაზიანება მნიშვნელოვანია, გულის კუნთი სუსტდება.
  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია). სისხლის წნევა ძალაა, რომლითაც გული სისხლს არტერიებში გადაისვრის. თუ წნევა მაღალია, გულს უხდება მეტი მუშაობა სისხლის სწორი გადანაწილებისათვის.
  • დროთა განმავლობაში, გულის კუნთი სქელდება და ახდენს კომპენსირებას, ზედმეტი მუშაობის სახით. შედეგად კუნთი სუსტდება და შეიძლება გახდეს ხისტი, სუსტი და ვერ გადაისროლოს საკმარისი სისხლი.
  • გულის სარქველების დეფექტები. გულის სარქველები უზრუნველყოფენ სისხლის სწორ დინებას გულში. დაზიანებული სარქველი (დეფექტის, კორონარული დაავადების, ინფექციის გამო) აიძულებს გულს, მეტად იმუშაოს სისხლის დინების შესანარჩუნებლად.
  • დროთა განმავლობაში, ჭარბი მუშაობა ასუსტებს გულს. დეფექტური სარქველების ჩანაცვლება ან შეკეთება შესაძლებელია დროული დიაგნოზის შემთხვევაში.
  • გულის კუნთის დაზიანება–კარდიომიოპათია. თუ გულის კუნთი დაზიანებულია რაიმე დაავადების, ინფექციის, ალკოჰოლიზმის, მედიკამენტების ან წამლების ტოქსიურობის (კოკაინი ან ქიმიოთერაპიული პრეპარატები) გამო.
  • გენეტიკური ფაქტორები. გენეტიკა გარკვეულ როლს თამაშობს კარდიომიოპათიური დაავადებების განვითარებაში, როგორებიცაა: ჰიპეტროფიული, დილატაციური, არითმოგენული მარჯვენაპარკუჭოვანი კარდიომიოპათიები, მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის დეფექტი ან რესტრიქციული კარდიომიოპათია.
  • მიოკარდიტი. მიოკარდიტი გულის კუნთის ანთებაა. ყველაზე ხშირად მას ვირუსები იწვევენ და შედეგად ვიღებთ გულის მარცხენამხრივ უკმარისობას.
  • გულის თანდაყოლილი დეფექტები. თუ გულის სარქველის ან საკნების დეფექტი გაქვთ, გულის ჯანსაღ ნაწილს უწევს გაძლიერებული მუშაობა, რათა სისხლის საკმარისი რაოდენობა გადაისროლოს, რაც შესაძლოა გახდეს გულის უკმარისობის მიზეზი.
  • გულის პათოლოგიური რითმი–არითმია. გულის რითმის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის აჩქარება, რაც გულს მეტ მუშაობას აკისრებს. დროთა განმავლობაში, გულის კუნთი სუსტდება და ვითარდება უკმარისობა. შენელებული გულისცემა გულიდან საკმარისი რაოდენობის სისხლის გადასროლას უშლის ხელს და ასევე იწვევს გულის უკმარისობას.
  • სხვა დაავადებები. ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, აივ/შიდსი, ჰიპოთიროიდიზმი, ჰიპერთიროიდიზმი, რკინსი დაგროვება, ცილების დაგროვება–ამილოიდოზი.



გულის მწვავე უკმარისობის მიზეზებია გულის დამაზიანებელი ვირუსები, მწვავე ინფექციები, ალერგიული რეაქციები, სისხლის თრომბები ფილტვებში, გარკვეული მედიკამენტები და სისტემური ავადმყოფობები.

სიმპტომები

გულის უკმარისობა შეიძლება იყოს ქრონიკული ან მწვავე.

გულის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომებია:

  • გულის უკმარისობა დატვირთვის ან დაწოლის დროს
  • ზოგადი სისუსტე და დაღლილობა
  • შეშუპება ფეხებში, კოჭებში და ტერფებში
  • სწრაფი და არარეგულარული გულისცემა
  • ვარჯიშის უნარის დაქვეითება
  • ხანგრძლივი ხველა ან მსტვინავი სუნთქვა თეთრი ან ვარდისფერი სისხლნარევი ნახველით
  • გახშირებული შარდვა ღამით
  • მუცლის შეშუპება (ასციტი)
  • წონაში უეწარი მატება სითხის შეკავების გამო
  • მადის დაქვეითება და გულისრევა
  • კონცენტრაციის გაძნელება ან სიფხიზლის დაქვეითება
  • უეცარი, მწვავე სუნთქვის უკმარისობა და ვარდისფერი, ქაფიანი ნახველი
  • მკერდის ტკივილი თუ გულის უკმარისობა გამოწვეულია გულის შეტევით



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ გულის უკმარისობის ნიშნები ან სიმპტომები. დარეკეთ სასწრაფოში, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი მკერდის არეში
  • გულის წასვლა და ძლიერი ზოგადი სისუსტე
  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა რაც დაკავშირებულია სუნთქვის უკმარისობასთან, გულმკერდის ტკივილთან და გულის წასვლასთან
  • უეცარი, ძლიერი სუნთქვის უკმარისობა და მოვარდისფრო, ქაფიანი ნახველი



ეს ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც გულის უკმარისობის, ასევე სხვა სიცოცხლისთვის საშიში გულის და ფილტვის დაავადებების. ნუ დაუსვამთ დიაგნოზს საკუთარ თავს. დარეკეთ სასწრაფოში გადუდებელი დახმარებისთვის. სასწრაფოს ექიმები დაგირეგულირებენ მდგომარეობას და გაარკვევენ არის თუ არა გულის უკმარისობა.

თუ თქვენ დასმული გაქვთ გულის უკმარისობის დიაგნოზი და სიმპტომები უეცრად უარესდება ან გაგიჩნდათ ახალი ნიშანი ან სიმპტომი, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენი არსებული გულის უკმარისობა გაუარესდა ან არ ექვემდებარება მკურნალობას. დაურეკეთ ექიმს სასწრაფოდ.