გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი
დაავადების აღწერა
გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი არის არტიერიების ამომფენი გარსის ანთება. არტერიები არის სისხლძარღვები, რომლებსაც გადააქვთ ჟანგბადით მდიდარი სისხლი გულიდან სხეულის სხვა ნაწილებში. ყველაზე ხშირად დაავადება აზიანებს არტერიებს თავში, განსაკუთრებით საფეთქელში. ამის გამო გიგანტურუჯრედოვან არტერიტს ხანდახან ტემპორალურ არტერიტს და კრანიალურ არტერიტს ეძახიან.
გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი ხშირად იწვევს თავის ტკივილს, ყბის ტკივილს და ბუნდოვან ან გაორმაგებულ ხედვას. სიბრმავე და უფრო იშვიათად ინფარქტი გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის ყველაზე სერიოზული გართულებებია.
ქსოვილების მუდმივი დაზიანების და მხედველობის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის დროული მკურნალობა. კორტიკოსტეროიდები ხშირად ამსუბუქებენ გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის სიმპტომებს და ხელს უშლიან მხედველობის დაკარგვას. თქვენ დიდი ალბათობით თავს უკეთ იგრძნობთ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში.
გამომწვევი მიზეზი
თქვენი არტერიები სქელი, ელასტიური კედლებიანი მილებია. ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი ტოვებს გულს სხეულის მთავარი არტერიით, აორტით. აორტა შემდეგ იყოფა უფრო პატარა არტერიებად, რომლებსაც მიაქვთ სისხლი სხეულის ყველა ნაწილში, მათ შორის ტვინსა და შინაგან ორგანოებში.
გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის დროს, ზოგი არტერიაში ვითარდება ანთება, რაც იწვევს მათ შესიებას და ხანდახან სისხლის დინების შემცირებას. თუ ზუსტად რა იწვევს ამ არტერიების ანთებას უცნობია.
მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი დიდი ან საშუალო ზომის არტერია შეიძლება დაზიანდეს, შესიება ყველაზე ხშირად ვითარდება საფეთქლის არტერიებში, რომლებიც მდებაროებენ ყურების წინ და გრძელდებიან სკაპლში. ზოგ შემთხვევაში, შესიება გვხვდება მხოლოდ არტერის ზოგ ნაწილში და იგი შემოსაზღვრულია არტერიის დაუზიანებელი ნაწილებით.
სიმპტომები
გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის ყველაზე ხშირი სიმპტომებია ხშირ შემთხვევაში მწვავე თავის ტკივილი და მგრძნობელობის მომატება, უმეტესად ორივე საფეთქელში, თუმცა ზოგ ადამიანს აქვს ტკივილი მხოლოდ ცალ საფეთქელში ან თავის წინა ნაწილში.
გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის ნიშნები და სიმპტომები ცვალებადია. ზოგი ადამიანი დაავადების დაწყებას ადარებს გრიპს და აღნიშნავს მხრის და თეძოების გარშემო კუნთების გაშეშებას და ტკივილს (მიალგია), ტემპერატურის მომატებას, დაღლილობას და აგრეთვე თავის ტკივილს.
ზოგადად, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის ნიშნები და სიმპტომებია:
- მუდმივი, მწვავე თავის ტკივილი და მგრძნობელობის მომატება, ძირითადად საფეთქლის არეში
- მხედველობის დაკარგვა ან ორმაგი ხედვა
- სკალპის მგრძნობელობის მომატება – შეიძლება მტკივნეული იყოს თმების დავარცხნა და თავის ბალიშზე დადება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არტერიებში ანთებაა
- ყბის ტკივილი ღეჭვის და პირის ფართოდ გაღების დროს
- უეცარი, სამუდამო მხედველობის დაკარგვა ცალ თვალში
- ტემპერატურის მომატება
- აუხსნელი წონაში კლება
მხრისა და თეძოების არეში ტკივილი და გაშეშება ხშირი სიმპტომია დაავადების, რომელსაც რევმატოიდული პოლიმიალგია ეწოდება. გიგანტურუჯრედოვანი არტერიტით დაავადებულ პაციენტთა ნახევარს აგრეთვე აქვთ რევმატოიდული პოლიმიალგია.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ განგივითარდათ ახალი, ხანგრძლივი თავის ტკივილი და ნებისმიერ ზემოთჩამოთვლილი პრობლემა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ დასმული გაქვთ გიგანტურუჯრედოვანი არტერიტის დიაგნოზი, მკურნალობის სწრაფად დაწყებას ხელს შეუშლის სიბრმავის განვითარებას.