დაძაბული ტიპის თავის ტკივილი

დაავადების აღწერა

დაძაბული ტიპის თავის ტკივილი არის გაფანტული, სუსტი ან საშუალო თავის ტკივილი, რომელიც ჰგავს თავზე მჭიდრო სახვევის მოჭერას. დაძაბული ტიპი თავის ტკივილის ყველაზე ხშირი ფორმაა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები კარგად შესწავლილი არაა. 

არსებობს დაძაბული ტიპის თავის ტკივილის მკურნალობის მეთოდები. მისი მართვა მოიცავს ცხოვრების ჯანსაღი წესის, არამედიკამენტური მკურნალობის და მედიკამენტების კომბინაციას.

გამომწვევი მიზეზი

დაძაბული ტიპის თავის ტკივილის მიზეზი უცნობია. ექსპერტები ადრე მიიჩნევდნენ, რომ იგი დაკავშირებული იყო სტრესის ან ემოციების გამო სახის, კისრის და სკალპის კუნთების შეკუმშვასთან. კვლევებმა აჩვენეს, რომ კუნთების შეკუმშვა არ არის თავის ტკივილის მიზეზი. 

ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად დაძაბული ტიპის თავის ტკივილს იწვევს გაზრდილი მგრნობელობა ტკივილისა და სტრესისადმი. კუნთების მგრძნობელობის მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს მგრძნობიარე ტკივილის სისტემით. 

გამშვები ფაქტორები 

სტრესი არის დაძაბული ტიპის თავის ტკივილის ყველაზე ხშირი გამშვები ფაქტორი.

სიმპტომები

დაძაბული ტიპის თავის ტკივილის ნიშნები და სიმპტომებია: 

  • ყრუ თავის ტკივილი
  • წნევის შეგრძნება შუბლში და თავის გვერდითა ან უკანა ნაწილში
  • მგრძნობელობის მომატება სკალპში, კისერში და მხრის კუნთებში



დაძაბული ტიპის თავის ტკივილი იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: ეპიზოდური და ქრონიკული. 

ეპიზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი 

ეპიზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთიდან 1 კვირამდე. ხშირი ეპიზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი ვითარდება თვეში 15 დღეზე ნაკლებში 3 თვის განმავლობაში და შეიძლება გახდეს ქრონიკული. 

ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილი 

დაძაბული ტიპის თავის ტკივილის ეს ფორმა საათობით გრძელდება და შეიძლება გადაბმული იყოს. თუ თავის ტკივილი 3 თვის განმავლობაში თვეში 15-ზე მეტჯერ გაქვთ, იგი ქრონიკულად მიიჩნევა. 

დაძაბული ტიპის თავის ტკივილის და შაკიკის შედარება 

რთულია თავის ტკივილის ამ ორი ფორმის განსხვავება. თუ თქვენ გაქვთ ხშირი ეპოზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი, თქვენ შეიძლება აგრეთვე გქონდეთ შაკიკი. 

შაკიკის ზოგიერთი ფორმისგან განსხვავებით, დაძაბული ტიპის თავის ტკივილი არ არის დაკავშირებული მხედველობით დარღვევებთან, გულისრევასთან და პირღებინებასთან. ფიზიკური აქტივობა ამწვავებს შაკიკს და არ ამწვავებს დაძაბული ტიპის თავის ტკივილს. იშვიათად, დაძაბული ტიპის თავის ტკივილის დროს შეიძბეა განვითარდეს მომატებული მგრძნობელობა სინათის მიმართ. 

როდის მივმართოთ ექიმს 

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი 

თუ დაძაბული ტიპის თავის ტკივილი ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში ან თავის ტკივილის წამლის დალევა კვირაში ორზე მეტჯერ გიწევთ, მიმართეთ ექიმს. 

მიმართეთ ექიმს თუ თქვენ თავის ტკივილის სიხშირე ან სიმძიმე შეიცვლება. იშვიათად, თავის კივილი შეიძლება სერიოზულ პათოლოგიაზე, მაგლაითად ტვინის სიმსივნეზე ან ანევრიზმის გაგლეჯვაზე მიუთითებდეს. 

როდის დავრეკოთ სასწრაფოში 

დარეკეთ სასწრაფოში, თუ გაქვთ შემდეგი ნიშნები და სიმპტომები: 

  • უეცარი, მწვავე თავის ტკივილ
  • თავის ტკივილი, რომელსაც თან ერთვის ტემპერატურის მომატბეა, კისრის გაშეშება, დაბნეულობა, გულყრები, მხედველობის გაორმაგე, სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა ან ლაპარაკის გაძნებელბა
  • თავის ტკივილი თავის ტრავმის შემდეგ, განსაკუთრებით თუ ტკივილი უარესდება