ჰიპერთიროიდიზმი (ფარისებრის ჰიპერფუნქცია)

დაავადების აღწერა

ჰიპერთიროიდიზმი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ჭარბი რაოდენობით წარქმოქმნის ჰორმონ თიროქსინს. ჰიპერთიროიდიზმს შეუძლია საგრძნობლად ააჩქაროს ორგანიზმის მეტაბოლიზმი და გამოიწვიოს წონაში უეცარი კლება, ჩქარი ან არარეგულარული გულისცემა, ოფლიანობა და ნერვიულობა ან გაღიზიანებულობა.

ჰიპერთიროიდიზმის მრავალი მკურნალობის მეთოდი არსებობს. ექიმები თიროქსინის წარმოქმნის შესანელებლად იყენებენ ანთი-თირეოიდულ მედიკამენტებს და რადოაქტიურ იოდს. ხანდახან, ჰიპერთიროიდიზმის მკურნალობა ხდება ფარისებრი ჯირკვლის ან მისი ნაწილის ამოკვეთით. ჰიპერთიროიდიზმი შეიძლება სერიოზული მდგომარეობა იყოს, თუმცა იგი მკურნალობას ექვემდებარება.

გამომწვევი მიზეზი

ბევრ მდგომარეობას, მათ შორის გრეივსის დაავადებას, ტოქსიურ ადენომას, ტოქსიურ მრავალკვანძოვან ჩიყვს და თირეოიდიტს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერთიროიდიზმი.

ფარისებრი ჯირკვალი არის პატარა, პეპლის ფორმის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ყელის წინა ნაწილის ფუძეში, ადამის ვაშლის ქვეშ. მცირე წონისდა მიუხედავად, ფარისებრ ჯირკვალს დიდი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მეტაბოლიზმის ყველა ნაწილს არეგულირებენ.

ფარისებრი ჯირკვლის წარმოქმნილ ჰორმონებს, ტრიიოდთირონინს (ტ3) და თიროქსინს (ტ4) დიდი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე და მეტაბოლიზმზე. ისინი აკონტროლებენ ორგანიზმის მიერ ნახშირწყლებისა და ცხიმების მოხმარების სიხშირეს, სხეულის ტემპერატურას, გულისცემის სიხშირეს და ცილების სინთეზს. ფარისებრი ჯირკვალი აგრეთვე გამოიმუშავებს კალციტონინს, რომელიც არის ჰორმონი და არეგულირებს სისხლში კალციუმის დონეს.

როგორ მუშაობს

ტ-4 და ტ-3 გამონთავისუფლების სიხშირეს განაგებს ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი, რომელიც არის ტვინის ფუძეში არსებული სტრუქტურა და განაგებს ორგანიზმის თერმორეგულაციას.

ჰიპოთალამუსი აძლევს სიგნალს ჰიპოფიზს, რომ გამოიმუშავებს თირეოიდ-მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH). ჰიპოფიზი შემდეგ გამოიმუშავებს TSH, რომლის რაოდენობა დამოკიდებულია სისხლში ტ-3 და ტ-4 დონეზე. თუ არასაკმარისი ტ3 და ტ4 გაქვთ, TSH დონე გაიზრდება და პირიქით, ჭარბი ტ-3 და ტ-4 პირობებში TSH დაქვეითდება. ფარისებრი ჯირკვალი აკონტროლებს ჰორმონების წარმოქმნას მიღებული TSH მიხედვით. თუ ფარისებრი ჯირკვალი დაზიანებულია და თავისით წარმოქმნის ჭარბ ჰორმონებს, TSH დონე შემცირებული იქნება. თუ ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საკმარის ჰორმონებს, TSH დონე გაიზრდება.

თიროქსინის (ტ-4) სიჭარბის მიზეზი

ნორმაში, ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონების სათანადო რაოდენობას გამოიმუშავებს, თუმცა ხანდახან იგი ჭარბ ტ-4 წარმოქმნის. ამის მიზეზებია:

  • გრეივსის დაავადება არის აუტოიმუნური პათოლოგია, რომლის დროსაც იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები იწვევენ ჭარბი ტ-4 სინთეზს. ეს არის ჰიპერთიროიდიზმის ყველაზე ხშირი მიზეზი. ნორმაში, იმუნური სისტემა გვეხმარება ბაქტერიებთან, ვირუსებთან და სხვა უცხო სხეულებთან ბრძოლაში. გრეივსის დაავადების დროს, ანტისხეულები შეცდომით უტევენ ფარისებრ ჯირკვალს და იშვიათად თვალების უკან არსებულ ქსოვილს (გრეივსის ოფთალმოპათია) და წვივებზე არსებულ კანს (გრეივსის დერმოპათია). მეცნიერებმა ზუსტად არ იციან თუ რა იწვევს გრეივსის დაავადებას, თუმცა დიდი ალბათობით ამ პროცესში მრავალი ფაქტორი, მათ შორის გენეტიკური წინასწარგანწყობა მონაწილეობს.
  • ჰიპერფუნქციური კვანძები (ტოქსიური ადენომა, ტოქსიური მულტიკვანძოვანი ჩიყვი). ეს ფორმა ვითარდება, როდესაც ფარისებრ ჯირკვალში არსებული ერთი ან მეტი ადენომა წარმოქმნის ჭარბ ტ-4. ადენომა არის ჯირკვლის ნაწილი, რომელიც გამოცალკევდა ჯირკვლის დანარჩენი ნაწილისგან და წარმოქმნა კეთილთვისებიანი კვანძი. ყველა ადენომა არ წარმოქმნის ტ-4 და ექიმებმა არ იციან, თუ რატომ წარმოქმნის ზოგიერთი ადენომა ჭარბი რაოდენობით ჰორმონს.
  • თირეოიდიტი. ზოგჯერ ფარისებრ ჯირკვალში შეიძლება უმიზეზოდ ანთება განვითარდეს. ანთება იწვევს ფარისებრ ჯირკვალში შენახული ჰორმონების სისხლში გადასვლას. თირეოიდიტის ერთერთი ტიპი, სახელად ქვემწვავე თირეოიდიტი, იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ტკივილს. სხვა ფორმები უმტკივნეულია და შეიძლება ფეხმძიმობის შემდეგ განვითარდეს.

სიმპტომები

ჰიპერთიროიდიზმი შეიძლება ჰგავდეს სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს, რამაც შეიძლება დაავადების დიაგნოზირება გაართულოს. ჰიპერთიროიდიზმის ნიშნები და სიმპტომებია:

  • წონაში უეცარი კლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მადა ნორმაში გაქვთ და ჩვეულებრივ ან ზედმეტ საკვებს ჭამთ.
  • სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია), ხშირად წუთში 100-ზე მეტი, არითმია და გულის ფრიალი
  • მადის გაძლიერება
  • ნერვიულობა, შფოთვა და გაღიზიანებულობა
  • ტრემორი – ხელების და თითების კანკალი
  • ოფლიანობა
  • მენსტრუალური ციკლის ცვლილებები
  • სითბოსადმი გაძლიერებული მგრძნობელობა
  • დეფეკაციის გახშირება
  • ფარისებრი ჯირკვლის გადიდება (ჩიყვი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყელის ფუძეში შესიება
  • დაღლილობა, კუნთების სისუსტე
  • ძილის გაძნელება
  • კანის შეთხელება
  • მტვრევადი თმა



ხანშიშესული ადამიანებს უფრო მსუბუქი ნიშნები და სიმპტომები აქვთ, მაგალითად გულისცემის აჩქარება, სიცხის აუტანლობა და ყოველდღიური საქმიანობისას მარტივად დაღლა. ბეტაბლოკერები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის და სხვა მდგომარეობების დროს, ფარავს ჰიპერთიროიდიზმის ნიშნებს.

გრეივსის ოფთალმოპათია

ზოგჯერ, განსაკუთრებით მწეველებში, თვალებზე შეიძლება განვითარდეს იშვიათი პათოლოგია, რომელსაც გრეივსის ოფთალმოპათია ეწოდება. ამ პათოლოგიის დროს, თვალის უკან მდებარე ქსოვილის და კუნთების შესიების გამო თვალის კაკლები გამოდის გარეთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალის წინა ზედაპირის გამოშრობა. თვალის პრობლემები ხშირად მკურნალობის გარეშე ქრება.

გრეივსის ოფთალმოპათიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • გარეთ გადმოვარდნილი თვალები
  • წითელი და შესიებული თვალები
  • ჭარბი ცრემლიანობა ან დისკომფორტი ერთ ან ორივე თვალში
  • სინათლისადმი მგრძნობელობა, მხედველობის დაბინდვა ან გაორმაგება, ანთება ან თვალის მოძრაობის შემცირება



როდის მივმართოთ ექიმს

თუ შეამჩნევთ წონაში უმიზეზო კლებას, სწრაფ გულისცემას, უჩვეულო ოფლიანობას, ყელის ფუძეში შესიებას და ჰიპერთიროიდიზმის სხვა სიმპტომებს, მიმართეთ ექიმს. მნიშნვნელოვანია ყველა ცვლილების დეტალურად აღწერა, რადგან ჰიპერთიროიდიზმი შეიძლება ბევრ სხვა დაავადებას ჰგავდეს.

თუ მკურნალობთ ან ნამკურნალები გაქვთ ჰიპერთირეოზზე, რეგულარულად მიმართეთ ექიმს მდგომარეობის გასაკონტროლებლად.