მენისკის გაგლეჯა

დაავადების აღწერა

მენისკის გაგლეჯა არის მუხლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაზიანება. მენისკის გაგლეჯა შეუძლია ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც იწვევს მუხლის შემობრუნებას, განსაკუთრებით სრული წონით ზეწოლისას.

თითოეულ მუხლს აქვს ორი მენისკი. იგი მდებარეობს ბარძაყისა და წვივის ძვლებს შორის. მენისკის გაგლეჯა იწვევს ტკივილს, შეშუპებას და სიხისტეს. თქვენ აგრეთვე შეიძლება გაგიჭირდეთ მუხლის ბოლომდე გაშლა.

კონსერვატიული მკურნალობა, მაგალითად დასვენება, ყინული და მედიკამენტები, ხშირად საკმარისია ტკივილის ჩასაცხრობად სანამ დაზიანება თავისით გამოსწორდება. სხვა შემთხვევებში მენისკის გაგლეჯა ქირურგიულ გამოსწორებას საჭიროებს.

გამომწვევი მიზეზი

მენისკის გაგლეჯა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა მოქმედებამ, რომლის დროსაც მუხლს აბრუნებთ ან ეყრდნობით, მაგალითად უეცარი გაჩერება ან მობრუნება. მენისკის გაგლეჯა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს მუხლის მოხრამ, ჩაჯდომამ და მძიმე საგნის აწევამ. ხანდაზმულ ადამიანებში სახსრის გაცვეთა ხელს უწყობს მენისკის გაგლეჯას.

სიმპტომები

მენისკის გაგლეჯის დროს მუხლში შეიძლება გქონდეთ შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • ტკაცუნის შეგრძნება
  • შეშუპება ან სიხისტე
  • ტკივილი, განსაკუთრებით მუხლის მობრუნებისას
  • მუხლის ბოლომდე გაშლის გაძნელება
  • შეგრძნება, თითქოს მუხლი ერთ ადგილას არის ფიქისრებული



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს მუხლის ტკივილის და შეშუპების ან მოძრაობის უნარის დაქვეითების დროს.