გასტროპარეზი

დაავადების აღწერა

გასტროპარეზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც მოშლილია კუჭის კუნთების სპონტანური მოძრაობა.

ჩვეულებრივ, კუნთების ძლიერი შეკუმშვა გადაადგილებს საკვებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. გასტროპარეზის დროს, ეს შეკუმშვები შესუსტებული ან გამქრალია. ეს ხელს უშლის კუჭის სათანადოდ დაცლას. გასტროპარეზმა შეიძლება ხელი შეუშალოს საკვების მონელებას და გამოიწვიოს გულსრევა, პირღებინება და აგრეთვე პრობლემები სისხლში შაქრის დონესთან მიმართებაში.

გასტროპარეზის განვითარების მიზეზი ხშირად უცნობია. ამ შემთხვევაში მას ეწოდება იდიოპათიური გასტროპარეზი. როდესაც გასტროპარეზი ვითარდება დიაბეტიან პაციენტებში, მას ეწოდება დიაბეტური გასტროპარეზი. ზოგ ადამიანს უვითარდება გასტროპარეზი ოპერაციის შემდეგ.

გასტროპარეზის განკურნება შეუძლებელია, თუმცა დიეტის შეცვლას და მედიკამენტების მიღებას შეუძლია გააუმჯობესოს მდგომარეობა.

გამომწვევი მიზეზი

გასტროპარეზის გამომწვევი მიზეზი ხშირად გაურკვეველია, თუმცა მიიჩნევენ, რომ ხშირ შემთხვევაში იმ ნერვის დაზიანება, რომელიც აკონტროლებს კუჭის კუნთებს (ცთომილი ნერვი).

ცთომილი ნერვი მართავს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ბევრ რთულ პროცესს. ერთერთია კუჭის კუნთებისთვის სიგნალის მიწოდება რათა შეიკუმშონ და გააძევონ საჭმელი წვრილ ნაწლავში. დაზიანებულ ცთომილ ნერვს არ შეუძლია ამ სიგნალის გადაცემა. ამან შეიძლება წვრილ ნაწლავში გადატანის ნაცვლად გამოწვიოს საჭმლის დაყოვნება კუჭში.

ცთომილი ნერვი შეიძლება დააზიანოს დაავადებამ (მაგ. დიაბეტი) ან კუჭზე და წვრილ ნაწლავებზე ჩატარებულმა ოპერაციამ.

სიმპტომები

გასტროპარეზის ნიშნები და სიმპტომებია:

  • პირღებინება
  • გულისრევა
  • რამდენიმე ლუკმის შემდეგ დანაყრების შეგრძნება
  • მუცლის შებერილობა
  • მუცლის ტკივილი
  • სისხლში შაქრის დონის ცვლილება
  • მადის დაქვეითება
  • წონაში კლება და მალნუტრიცია



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი.