მაჯის გვირაბის სინდრომი
დაავადების აღწერა
მაჯის გვირაბის სინდრომი არის ხელის მტევნისა და მკლავის დაავადება, რომელიც იწვევს მგრძნობელობის დაკარგვას, ჩხვლეტის შეგრძნებასა და სხვა სიმპტომებს. მაჯის გვირაბის სინდრომი გამოწვეულია მაჯაში არსებულ ნერვზე ზეწოლით.
მაჯის გვირაბის სინდრომის გამომწვევი ბევრი რისკ ფაქტორი არსებობს, მათ შორის: მაჯის ანატომიური აგებულება, ხელის მტევნის ხმარების ფორმა და ზოგიერთი დაავადება.
მაჯის გვირაბი ძვლებით და იოგებით გარშემორტყმული არხია, რომელიც მდებარეობს ხელის გულის მხარეს. ეს გვირაბი იცავს ნერვს, რომელიც აკონტროლებს მტევანს და თითების მამოძრავებელ ცხრა იოგს.
ნერვზე ზეწოლა იწვევს მგრძნობელობის დაკარგვას, ჩხვლეტის შეგრძნებას და შედეგად მტევნის სისუსტეს, რაც ახასიატებს მაჯის გვირაბის სინდრომს.
საბედნიეროდ, მაჯის გვირაბის სინდრომით დაავადებული პაციენტების უმრავლესობას სწორი მკურნალობის შემთხვევაში ეხსნება სიმპტომები და შედეგად ისინი მტევანსა და მაჯას ნორმალურად ხმარობენ.
გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები
მაჯის გვირაბის სინდრომი იწყება თანდათანობით და ახასიათებს ხანგამოშვებითი მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება ცერა, საჩვენებელ და შუა თითებში. სინდრომი დაკავშირებულაი მაჯის და მტევნის დისკომფორტთან. მაჯის გვირაბის სინდრომის სიმპტომები:
- ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრზნობელობის დაკარგვა. თქვენ ეს სიმპტომები შესაძლოა აღიქვათ მტევანსა და თითებზე, განსაკუთრებით კი ცერზე, საჩვენებელზე, შუა და არა თითზე, მაგრამ არა ნეკა თითზე. ეს გრძნობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხელში რაიმე საგანი გიჭირავთ.
სიმპტომები აგრეთვე ხელს უშლიან პაციენტს დაძინებაში. გრძნობა შეიძლება მაჯიდან მკლავზეც გავრცელდეს.
ბევრი პაციენტი იწყებს ხელის ქნევას რათა იგრძნოს შვება. მდგომარეობის განვითარების შედეგად, სიმპტომები შეიძლება მუდმივი გახდეს.
- სისუსტე. თვენ შესაძლოათ იგრძნოთ სისუსტე ხელის მტევანში და ხშირად დაგივარდეთ საგნები ხელიდან. ეს გამოწვეულია მტევანში მგრძნობელობის დაკარგვით ან ცერა თითის კუნთების დასუსტებით, რომელსაც ზედა კიდურის საშუალო ნერვი კვებავს.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ აღგენიშნებათ მუდმივი სიმპტომები და ისინი ხელს გიშლიან ძილში და ყოველდღიურ, ნორმალურ ცხოვრებაში, მიმართეთ ექიმს. სამედიცინო ჩარევის გარეშე, შესაძლოა ნერვი და კუნთი სამუდამოდ დაზიანდეს.